„საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№428
სარეგისტრაციო კოდი
360160000.10.003.025978
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №428

2026 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2021, 360160000.10.003.022982) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ტყეთმოწყობის მიზანი

1. ტყეთმოწყობა არის საქართველოს ტყეში განსახორციელებელ ტექნიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტყის საზღვრის (კონტურის) დადგენას, ტყის მდგომარეობის ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ შეფასებას და ქმნის ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენისა და ტყის რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს.

2. ტყეთმოწყობის ობიექტს წარმოადგენს:

ა)  ტყე და ტყის მიწები;

ბ) ტყის კონტურის გარეთ არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და არიდული ტყე − ნათელი ტყე.

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრულ ტყეთმოწყობის ობიექტად არ მიიჩნევა ტყის კონტურის გარეთ არსებული მიწის ფართობი: ბაღი (ხეხილისა და სხვა), სკვერი, პარკი; ხეთა ზოლი, რომელიც ასრულებს ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ფუნქციას (ქარსაფარი ზოლი); ტერიტორია, რომელიც ტყეში არ არის და გამოიყენება მოკლევადიანი მონაცვლეობისთვის ტყის შემქმნელი სახეობების გაშენებიდან 30 წლამდე პერიოდში (პლანტაცია); მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, საახალწლო ხის პლანტაცია; მერქნიან ხეთა (კაკალნაყოფიანების) პლანტაცია ნაყოფის მისაღებად, ხილკენკროვანი სახეობების პლანტაცია.

3. ტყეთმოწყობის მიზანია საქართველოს ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა და საველე სამუშაოების განხორციელების შედეგად იმ ტერიტორიის გამოვლენა, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყეთმოწყობის ობიექტის განმარტებას.

4. ტყეთმოწყობის მასალების სისტემატიზაციის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შესათანხმებელი (ტყის საზღვრის პერიმეტრიდან გასამიჯნი) ფართობებისა, დგება ტყის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს დასკვნით დოკუმენტს ტყის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.“.

 2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტყეთმოწყობის სამუშაოები ასახული უნდა იქნეს ტექნიკურ დავალებაში, ტყეთმოწყობის ობიექტის მიზნობრივი და ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე.“.

3. მე-14  მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყეთმოწყობის ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს ტყეთმოწყობის ობიექტის საკვარტალე ქსელის შემუშავებას, ფართობების დეშიფრირებას, ტყის შიდასამეურნეო ორგანიზებასა და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადებას;

ბ) საველე სამუშაოების ეტაპი მოიცავს ტყეთმოწყობის ობიექტზე საველე პირობებში ტყის აღრიცხვის ღონისძიებების ჩატარებას;

გ) კამერალური სამუშაოების ეტაპი მოიცავს ამ წესის მე-12  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მის საფუძველზე ტყის მართვის გეგმის მომზადებას.

2. ტყეთმოწყობის ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენს ორთოფოტოგეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ტყის კორომთა გეგმები, ტყის აღრიცხვის არსებული მონაცემები (მათ შორის, გასული სარევიზიო პერიოდის ტყეთმოწყობის მასალები), ტყეთმოწყობის ობიექტის რელიეფის  ციფრული სიმაღლითი მოდელი, ინფორმაცია ტყის საზღვრების შესახებ, საველე სამუშაოებით აზომილ-დაზუსტებული ტყის საზღვრები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტყეთმოწყობის ობიექტის საზღვრების (კონტურების) დაზუსტება, შიდასამეურნეო მოწყობა − საკვარტალე ქსელის პროექტის შედგენა, სატყეოებად, სამცველოებად და კვარტალებად დაყოფის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ტყეთმოწყობის ობიექტის გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა, თემატური რუკების, საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და სხვა კარტოგრაფიული მასალის მომზადება;

დ) ტყეთმოწყობის ობიექტის ტყისა და ტყის მიწების საზღვრების დაზუსტება/გამოვლენა, შესაბამის კატეგორიებად დაყოფის თაობაზე;“;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ტყეთმოწყობის ობიექტის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენა და მათი მდგომარეობის შეფასება;“.

4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ტყის აღრიცხვის სამუშაოების შედეგად დაზუსტებული სახელმწიფო ტყის საზღვრები და გამოვლენილი ფართობები, სამინისტროს გავლით, თანხმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.“.

5. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სანიმუშო ფართობებისა და სტრატების მონაცემთა შეჯერებით ხორციელდება ტყეთმოწყობის ობიექტის ტყის მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი სატაქსაციო მონაცემების განზოგადება-დაზუსტება.“.

6. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველია ამ წესის მე-12  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შეგროვებული ტყეთმოწყობის მასალები.“.

 7. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტყეთმოწყობის ობიექტის ბუნებრივ-ისტორიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური პირობები;“.

8. 30-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. დანართ №4-ის − „საანგარიშო ტყეკაფის დადგენის მეთოდის“ ცხრილი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
danarti-7.docx ⬇

ცხრილი №7

კვ   სატყეო   სატაქსაციო ბარათი
1 ლიტერი № მიწის კატეგორია ხს სატყეო ტაქსაციის მეთოდი ტყის კატეგორია ფუნქციური დანიშ. ექს დაქანება ს.ზ.დ ეროზია 2 დაპროექტებული ღონისძიებები რიგითობა მიზნობრივი სახეობა
სახე ხარისხი 1 % ტექ. სქემა 2 ტექ. სქემა 3 ტექ. სქემა
                                     
3 გაბ. სახ. ბონ. კლასი ტყის ტიპი ადგილ ტიპი 4 ჩახერგილობა მ3 ზეხმელი მ3 5 სახ ლიკ სამ სახ სამ ლიკ სახ ლიკ სამ    
სახეობა საერთო ლიკვიდი სახეობა მარაგი სახეობა მარაგი
                                           
10 იარუსი შემადგენლობა A წელი H მ D სმ სასაქ. კლასი წარმოშობა სიხშირე მარაგი 10 იარუსი შემადგენლობა A წელი H მ D სმ საქ კლასი წარმოშობა სიხშირე მარაგი
კოეფიც სახეობა კოეფიც სახეობა
                                       
                                             
                                       
                                       
                                       
მოზარდი 31 რაოდ. ათას H მ A წელი კოეფიც სახე კოეფიც სახე კოეფიც სახე შეფასება ქვეტყე 32 გან. დაფ. სახ. სახ. სახ. H მ
                               
ნიადაგის დახ. 24 ჯგუფი მექ.შემადგ ტენ.ხარისხი დაკორდების ხარისხი სიმკვრივე დედაქანის.გამ.% კორდინატები 35 გრძედი X განედი Y ანთროპოგ. 37 ტიპი ხარისხი
                   
ბაღები პლანტ. 22 ბაღების კატეგო გაშენების წელი სახეობა განლაგება ხეთა რაოდენობა ტ/ჰა წყლები 36 წყარო მინერალური გზით უზრ. 28 მისად კატეგორია ტრანსპორტის სახე გზიდან დაშორება
რიგთა შორის რიგში სულ მ.შ. მსხმოიარე
                         
შეფასება 40 ტიპი ალბათობა ხანძარ საშიშროებ. კლ. დაზ.კლ ბიომრავალფეროვნება 33 სულ რელიქტი ენდემი ძვირფასი წითელი ნუსხა ცხოველ 42 ბუდეები ფუღურო ჭიან. ბუდეები ადგილსამ
                         
არამერქ. ნედლ 16 კატეგორია სახეობა ხნოვანება H მ ზომის ერთეული მოსავლიანობა სასოფლო სამეუ. 17 მოსარგ. ხარისხი ტიპი მდგომ სახეობა დაფარ. % მოსავ.ტ/ჰა
                         
დაზიანებ. კორომი 12 დაზიანების ტიპი წელი დაზიანების სახე მავნებლები და დაავადებები ბალახეულ. 14 კატეგორია სახეობა დაფ. % სახეობა დაფ. % სახეობა დაფ. %
სახე ხარისხი სახე ხარისხი
                           
დამატებითი ინფორმაცია დამატებითი ინფორმაცია
№ 1 2 3 4 5 6 7 8 № 1 2 3 4 5 6 7 8
წრიული ფართობები ბიტერლიხით №1 წრიული ფართობები ბიტერლიხით №1
კორდინატები კორდინატები
X: Y: X: Y:
სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑
           
           
           
           
           
           
წრიული ფართობები ბიტერლიხით №1 წრიული ფართობები ბიტერლიხით №1
კორდინატები კორდინატები
X: Y: X: Y:
სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑
           
           
           
           
           
           
წრიული ფართობები ბიტერლიხით №1 წრიული ფართობები ბიტერლიხით №1
კორდინატები კორდინატები
X: Y: X: Y:
სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑
           
           
           
           
           
           
წრიული ფართობები ბიტერლიხით №1 წრიული ფართობები ბიტერლიხით №1
კორდინატები კორდინატები
X: Y: X: Y:
სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑
           
           
           
           
           
           

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №428. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.10.003.025978.
სად არის „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №428, 04.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025978 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6995754/