„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2026 წლის 10 სექტემბერი ქ. დუშეთი |
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული – ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“, დანართი №1, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული – ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური სამსახურის დებულება“, დანართი №3, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული – „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება“, დანართი №7, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
დებულება
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, კომუნიკაციას საკრებულოსთან, ადამიანური რესურსების მართვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან. სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიაში შემოსული კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას და ინდექსაციას, მათ დანიშნულებისამებრ განაწილებას მერიის სამსახურებსა და თანამდებობის პირებს შორის; მერიაში შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და მათ გადაგზავნას ადრესატებისათვის;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნებას;
გ) მერიის თანამდებობის პირების სამსახურებრივი დავალებების სათანადო გაფორმებას, რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს, შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
დ) საქმისწარმოებაში გაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას. საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ე) საქმისწარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ვ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
თ) კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანას. საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ი) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას. ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;
კ) მერიის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
ლ) მერის პრესკონფერენციების ჩატარებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ნ) მერიის სხვა სამსახურებთან ერთად ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ო) შეისწავლის მუნიციპალიტეტში განათლებისა და კულტურის სფეროს საჭიროებებსა და პრიორიტეტებს; უზრუნველყოფს განათლების და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამზადებს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და პროფესიულ დასკვნებს; მონაწილეობს მუნიციპალური კულტურის პოლიტიკისა და მუნიციპალური კულტურული პროგრამების პროექტების მომზადების პროცესში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალური კულტურული პროგრამების განხორციელების კოორდინაციას მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან, მათი წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებების დაცვით;
პ) მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და სისტემატიზაციას; შეისწავლის მათი დაცვის, მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის საჭიროებებს; ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს და კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან;
ჟ) შეისწავლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს; მონაწილეობს მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში; ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ხელს უწყობს ახალგაზრდების საზოგადოებრივ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა მუნიციპალურ ინიციატივებში მონაწილეობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაციას.
რ) შეისწავლის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის განვითარების საჭიროებებს; მონაწილეობს შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში; ამზადებს სპორტის განვითარების, მასობრივი სპორტისა და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან, მათი წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებების დაცვით.
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების თაობაზე, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო მუნიციპალური დაწესებულებების საქმიანობას, მათი წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებების დაცვით;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი მნიშვნელობის სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე. კოორდინაციას უწევს აღნიშნული იურიდიული პირების საქმიანობას, მათი წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებების დაცვით.
უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების კაპიტალური ხარჯის და სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამების დაფინანსების თაობაზე, საჯარო სკოლების მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფის თაობაზე. ასევე, საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების თაობაზე;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს მოსწავლეთა კოორდინირებული სოციალური და სამედიცინო მომსახურების თაობაზე; უზრუნველყოფს აუცილებელი ზომების გატარებას იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამზადებს წინადადებებს და წარუდგენს მერს მოსწავლეთა სკოლაში ტრასპორტირების უზრუნველსაყოფად; მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო ზომების გატარებას;
ქ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე, ამზადებს შესაბამისი განაცხადის პროექტს მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ღ) მერიის საკადრო პოლიტიკის განხორციელებასა და ადამიანური რესურსების მართვას;
ყ) მერიის მოსამსახურეთა ერთიან მონაცემთა ბანკის, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას. მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
შ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; მერიის მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას;
ჩ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; მოხელეთა სწავლების, სტაჟირების და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის ამაღლების) კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მუნიციპალურ მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;
ც) მერიაში არსებული საკადრო და საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და ადამიანური რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას. წინადადებების მომზადებას მერიის საშტატო ნუსხის ოპტიმიზაციის თაობაზე;
ძ) წინადადებების შემუშავებას მერიის მოსამსახურეთა სამუშაოს დაგეგმვის, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების და ანგარიშგების ფორმების დადგენის თაობაზე;
წ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ჭ) მუნიციპალურ მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;
ხ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის მერს შორის კომუნიკაციას, საკრებულოს სამართლებრივი აქტების, მერიის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების და მერის დავალებების ოპერატიულად გაცნობას, უზრუნველყოფს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა კოორდინირებულ მოქმედებას;
ჯ) აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს აღნიშნულ ინფორმაციას და წარუდგენს მერს; შეიმუშავებს წინადადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე და წარუდგენს მერს;
ჰ) მეთოდურ დახმარებას უწევს მერის წარმომადგენლებს, აძლევს მათ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს; კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლებისათვის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, მუნიციპალური პროგრამების პროექტებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის გაცნობას. ახდენს მერიის წარმომადგენელთა მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების შეგროვებას, ანალიზს და წარუდგენს მერს სისტემატიზებული სახით;
2. სამსახური უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან – განყოფილებებისგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ე) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.
3. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ – „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ – „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
6. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ – „ჭ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
7. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“–„ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
განვითარების სამსახურის დებულება
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას, ორგანიზებას უწევს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, სტატისტიკურ აღრიცხვას, ამზადებს წინადადებებს კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, მონაწილეობს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების პროცესში, ასევე უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სხვა ღონისძიებათა გატარებას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
2. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სპეცტექნიკის რეგისტრაციას;
დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. წინადადებების მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებით მუნიციპალური ქონების შექმნასა და შეძენასთან დაკავშირებით;
ვ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და განკარგვის თაობაზე;
თ) მუნიციპალური ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობის, მართლზომიერი სარგებლობის კოორდინაციას;
ი) ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესს;
კ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების მატერიალურ- ტექნიკურ აღჭურვას;
ლ) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დასუფთავებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;
მ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ნ) საოფისე ავეჯის და ინვენტარის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა–პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;
ო) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა.
პ) თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;
ჟ) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სხვა დარგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას, შესაბამის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოებას, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას ამ დარგების განვითარების მიზნით;
რ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შეფასებას, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე;
ს) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით;
უ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება- გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე;
ფ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ქ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ღ) მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლად კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, დონორ ორგანიზაციებთან და ა.შ. ურთიერთობების წარმართვის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ყ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
შ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას, მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
ჩ) გარემოს დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ც) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის, ტყის რესურსების მართვას კანონით დადგენილი წესით;
ძ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე. წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
2. სამსახური უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან – განყოფილებებისგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.
ბ) სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება;
3. მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ – „ძ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
5. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის და მერიის თანამდებობის პირთა დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების, ასევე მერის დავალების შესრულების უზრუნველყოფა დაავალოს ერთობლივად ორ ან მეტ განყოფილებას ან/და სხვადასხვა განყოფილების მოხელეებს;
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი,
4. სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და სამსახურის სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობას, უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენას და სათანადო რეაგირებას სამშენებლო სამართალდარღვევებზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საარჩევნო კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქმისწარმოებას, დუშეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვასა და სამშენებლო ობიექტზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.
2. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის მიკუთვნებული საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებას:
ა) საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის შედგენას;
ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონებით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევებზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ან/და სამართლებრივი აქტების შედგენას, აგრეთვე საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;
გ) კონტროლს საზედამხედველო ობიექტებში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების და წესების დაცვასა და შესრულებაზე;
დ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟის შემთხვევაში, სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას, სამართალდამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებების მომზადებას;
ე) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზე, სამშენებლო ან/და შესაკეთებელი სამუშაოების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე, სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე;
ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელებას; ამ მიზნით, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
თ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს და სათანადო რეაგირებას;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარეგანათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს და სათანადო რეაგირებას;
ლ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათ აღკვეთას და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას;
მ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, არსებული წესით მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;
ნ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;
ო) მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ზედამხედველობას; მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების და/ან მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე მიწითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას;
ჟ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლს და სათანადო რეაგირებას;
რ) მიმწოდებლის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან სამუშაოების შესაბამისობის შემოწმებას; ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტების დამოწმებას; მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობაზე კონტროლს; წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას, სამუშაოების შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარებას და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებას;
ს) კონტროლს სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციებას.
2. სამსახური უფლებამოსილია:
ა) განიხილოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილზე, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ადგილზევე მოახდინოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდება;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევი პირისათვის ადგილზევე მოახდინოს ადმინისტრაციულ სახდელის (ჯარიმის) შეფარდება;
დ) განიხილოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევები და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) განიხილოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე;
ზ) განახორციელოს ადმინისტრაციულ წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით;
თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელოს მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;
ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირება;
კ) წარუდგინოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს საქმიანობის ანგარიში.
3. სამსახური უზრუნველყოფს:
ა) განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შემოწმებას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; მშენებლობის უსაფრთხოებაზე კონტროლს;
ბ) უკანონი, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე მშენებლობის კუთხით ზედამხედველობას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას, დამრღვევი პირის მიმართ მითითების, შემოწმების აქტის შედგენას და სხვა;
ე) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას ან ვარგისად აღიარებაზე უარის თქმას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობაზე სრულ მონიტორინგსა და ზედამხედველობას;
ზ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის განსაზღვრას და აღნიშნულზე მერის ინფორმირებას;
თ) საჭიროების შემთხვევაში სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის/სამუშაოების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მერისადმი მიმართვას;
ი) შესრულებული სამუშაოების ხარისხის ეტაპობრივ კონტროლს; შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულების აქტის დადასტურებას;
კ) საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე მერისათვის წინადადებების წარდგენას;
ლ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
მ) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტის დამოწმებას;
ნ) მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს;
ო) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
პ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 150-ე, 1501, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას (მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას). თუ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1501, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, სამსახურის საჯარო მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რა დროსაც ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;
ჟ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის ინფორმირებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ს) 50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ის, შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზს, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადებას და სამსახურის უფროსისთვის, აგრეთვე, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენას;
ტ) 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას;
უ) შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს;
ფ) მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის აღრიცხვას;
ქ) კომპეტენციის შესაბამისად, შემოსული კორესპონდენციის/წერილების განხილვას და პასუხების მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას;
ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს;
ყ) სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას;
შ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა) დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლს;
ჩ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას;
ც) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და ამავე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
წ) უნებართვო მშენებლობის გამოვლენას და აღნიშნულთან დაკავაშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას, მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის შედგენას.
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
ბ) წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
კ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს.
ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
ბ) სამსახურის საჯარო მოსამსახურე საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრვი აქტების შესაბამისად;
გ) სამსახურის საჯარო მოსამსახურე ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს;
დ) სამსახურის საჯარო მოსამსახურე განუხრელად იცავს და ასრულებს მერის შენაგანაწესის მოთხოვნებს;
ე) სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, მუნიციპალიტეტის მერისა და მერის მოადგილეების მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები;
ვ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით, მერიის შინაგანაწესით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
ზ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობები (მათ შორის – განრიგი) მტკიცდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
თ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას, სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მიეცემა სახელფასო დანამატი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 10.09.2026. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.152.016595.
- სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №20, 10.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016595 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6998164/