სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.04.2007 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№109/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.040.000.22.035.010.164
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 03/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.22.035.010.164

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №109/ნ

2007 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის № 249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის თანდართული პროგრამა (დანართი).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი  

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის ზოგადი დახასიათება

პროგრამა ითვალისწინებს სამკურნალო საშუალების ხარისხის კონტროლის მიზნით ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვას. აღნიშნული ხელს შეუ წ ყობს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის ქმედითი პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ლაბორატორიული კონტროლის განხორციელების გზით მოსახლეობას უზრუნველყოფს უსაფრთხო და მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებებით.

    მუხლი 2. პროგრამის მიზანი

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა ხარისხიანი სამკურნალო საშუალებებით.

    მუხლი 3. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული, ვადაგასული და წუნდებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის გამოვლენა და, აგრეთვე, სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო ნიმუშების ხარისხის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

    მუხლი 4. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიება

სამკურნალო საშუალებების ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 100,0 ათას ლარს.

 

 

№

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

თანხა ლარებში ათასი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი

100,0

ჯამი:

100,0

 

    მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი ორგანო

პროგრამის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო.

    მუხლი 7. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამა ხორციელდება მისი ამოქმედებიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2012.
როდის იქნა მიღებული „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №109/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.040.000.22.035.010.164.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.06.2012-დან.
სად არის „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №109/ნ, 02.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.22.035.010.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69994/