„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-70 |
|
2026 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის შედეგად წარმოშობილი უძრავი ქონება
ავარიული საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვის შედეგად წარმოშობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონება განიკარგება კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამოსასყიდი საცხოვრებელი სახლის ღირებულების დადგენის მიზნით, დაინტერესებული პირების თანხმობა არ იქნება მიჩნეული არასრულად, თუ მას არ ახლავს საჯარო რეესტრიდან ამონაწერში „თანამესაკუთრედ“ ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული იმ პირის წერილობითი ნება, რომელიც არაიდენტიფიცირებადი სუბიექტია.“.
3. მე-5 მუხლს, მე-5 პუნქტის შემდეგ, დაემატოს მე-6 პუნქტი:
„6. გამოსასყიდი საცხოვრებელი სახლის ღირებულების დადგენის მიზნით, დაინტერესებული პირების თანხმობა არ იქნება მიჩნეული არასრულად, თუ გამოსასყიდი საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული რომელიმე მესაკუთრე ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარედ აღრიცხული პირი გარდაცვლილია და გარდაცვლილი პირის პირველი რიგის ან ანდერძით მემკვიდრეობისას განსაზღვრული ერთ-ერთი მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაინტერესებული პირების წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის გამოსყიდვის თაობაზე, სადაც ასევე აღნიშნული იქნება, რომ მათ არ ექნებათ პრეტენზია და თანახმა არიან თავიანთი საკუთრება მუნიციპალიტეტის მიერ გამოსყიდულ იქნეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული ღირებულების შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე. ამასთან, თუ დაინტერესებულ პირთაგან რომელიმე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტია, მათი თანხმობა სავალდებულო არ არის;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მათ შორის, იმავე პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, გარდა, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტისა;“;
გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთზე განთავსებული რომელიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი არ ახდენს ზეგავლენას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობაზე, რაც უნდა დასტურდებოდეს პროექტის განმახორციელებლის დაკვეთით შესრულებული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაცემული დოკუმენტით.“;
დ) მე-3 პუნქტს, „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე) განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას წინამდებარე წესის მოთხოვნებთან.“;
ე) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. იმ შემთხვევაში, როცა გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ ან სრულად დანგრეულია ან განხორციელებულია მისი დემონტაჟი, ასევე, როცა გამოსასყიდი ავარიული საცხოვრებელი სახლი ცარიელია და ფაქტობრივი მდგომარეობით არ გამოიყენება საცხოვრებელი ან/და სხვა მიზნით, რაც დასტურდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, შენობა-ნაგებობის ან/და მისი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ავარიულობის ხარისხი შესაძლებელია განისაზღვროს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიმართვის საფუძველზე.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა ხდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლის ავარიულობის გათვალისწინებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. ამასთან:
ა) საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული ბინა ფასდება, როგორც საცხოვრებელი ფუნქციის ობიექტი;
ბ) საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული სარდაფი (მათ შორის, ნახევარსარდაფი), სხვენი, ტერასა ან სხვა ფართი, როგორც საცხოვრებელი ფუნქციის ობიექტი, შეფასდება იმ შემთხვევაში, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად, რაც დადასტურებული იქნება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციითა და ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით;
გ) საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული სარდაფი (მათ შორის, ნახევარსარდაფი) ან სხვა ფართი (გარდა სხვენისა და ტერასისა), თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ფასდება არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საბაზრო ღირებულებით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17-70. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.017464.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17-70, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017464 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7003935/