„სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №63/ნ |
|
2026 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გამომცდელი – სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც აფასებს შესრულებულ თეორიულ და პრაქტიკულ ტესტირებას.“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ინსტრუქტორი – სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ასწავლის დაინტერესებულ პირებს.“.
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტო ტესტირებას ატარებს საკვალიფიკაციო ცენტრის ორგანიზებით.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სატრანსპორტო მენეჯერის კვალიფიკაცია“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებული პირი სატრანსპორტო მენეჯერის (შემდგომ – მენეჯერი) კვალიფიკაციას მოიპოვებს სააგენტოში სატვირთო გადაზიდვის ან/და სამგზავრო გადაყვანის მიმართულებით ან სასწავლო ცენტრში სატვირთო გადაზიდვის მიმართულებით სწავლების დასრულების, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC მენეჯერი) გაცემის საფუძველზე.“;
გ) მე-2 პუნქტი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 30 აკადემიური საათით.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ტესტურ დავალებებში მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 75%, ხოლო პრაქტიკულ დავალებებში – 60%. ამასთან, პრაქტიკულ დავალებებში მინიმალური გამსვლელი დონე თითოეული მოდულისთვის განისაზღვრება არანაკლებ 60%-ით.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სწავლების ხანგრძლივობა საწყისი კვალიფიკაციის შემოკლებული სწავლების (მძღოლებისთვის, რომელთაც „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა მიღებული აქვთ 2015 წლამდე) შემთხვევაში განისაზღვრება 7 აკადემიური საათით შესაბამისი მოდულების გათვალისწინებით.“;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სწავლება ტარდება მძღოლებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ C ან/და D ან/და E კატეგორიის მართვის უფლებები; ამასთან, სწავლების ერთი კურსი ჯგუფდება C ან C+E კატეგორიის მართვის უფლებების მქონე მძღოლებისათვის, ხოლო მეორე კურსი – D ან D+E კატეგორიის მართვის უფლებების მქონე მძღოლებისათვის.
8. საწყისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტარდება თეორიული და პრაქტიკული ტესტირება, ხოლო საწყისი კვალიფიკაციის შემოკლებული სწავლება და პერიოდული გადამზადება მოიცავს მხოლოდ ტესტურ დავალებას.“;
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საწყისი კვალიფიკაციის შემოკლებული სწავლებისა (მძღოლებისთვის, რომელთაც „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა მიღებული აქვთ 2015 წლამდე) და პერიოდული გადამზადების შემთხვევაში თეორიული ტესტირება მოიცავს მხოლოდ ტესტურ დავალებებს და დაინტერესებულ პირს ეძლევა 30 საკითხი მომზადების კურსის მიხედვით. ამასთან, თეორიული ტესტირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 60 წუთით, ხოლო მინიმალური გამსვლელი დონე – 60%-ით.“.
5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებული პირი სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის კვალიფიკაციას მოიპოვებს სააგენტოში ან სასწავლო ცენტრში თეორიული სწავლების გავლის, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.
6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებული პირი ციფრული ტაქოგრაფის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ კვალიფიკაციას მოიპოვებს სააგენტოში ან სასწავლო ცენტრში თეორიული სწავლების გავლის, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ ციფრული ტაქოგრაფის ბარათის გაცემის საფუძველზე.“.
7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თეორიული ტესტირება ტარდება ელექტრონული სახით ან/და სხვა საშუალებით. ამასთან, პრაქტიკული დავალებების შედეგი აისახება „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში, რომელიც ხელმოწერით დადასტურებული უნდა წარუდგინოს გამომცდელმა კონტროლის განმახორციელებელ პირს, ხოლო კონტროლის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსისთვის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დავალების შედეგების შესახებ ინფორმაციის სამსახურებრივი ბარათით წარდგენა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.“.
8. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრაქტიკულ ტესტირებაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობა გულისხმობს პრაქტიკული ტესტირების ჩაუბარებლობას. პრაქტიკულ ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან/და ჩაბარება/ჩაუბარებლობა აღინიშნება „ტესტის შემდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული ტესტის შემდგენი კომისიის მიერ დადგენილ საგამოცდო ოქმში, რომელიც ხელმოწერით დადასტურებული უნდა წარუდგინოს გამომცდელმა კონტროლის განმახორციელებელ პირს, ხოლო კონტროლის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო ცენტრის უფროსისთვის პრაქტიკული ტესტირების შედეგების შესახებ ინფორმაციის სამსახურებრივი ბარათით წარდგენა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.“.
9. დანართი №1-ის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ტესტირების შედეგების გასაჩივრების ვადებს და იმ ორგანოს დასახელებას, სადაც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2026. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №63/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.77.090.016063.
- სად არის „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის N09/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №63/ნ, 21.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016063 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7004022/