„ტექნიკური რეგლამენტის − იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №453 |
|
2026 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/დანადგარებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/დანადგარებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.
|
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. „ტექნიკური რეგლამენტი − იმ საქმიანობების შესახებ , რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს “ (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი ) ვრცელდება „სამრეწველო ემისიების შესახებ “ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრულ საქმიანობებზე და აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებულ ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართში ჩამოთვლილ საქმიანობებზე , რომლებიც ამავდროულად აკმაყოფილებენ II დანართით განსაზღვრულ მოხმარების ზღვრებს . 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენს ზოგად სავალდებულო წესებს „სამრეწველო ემისიების შესახებ “ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობებისთვის და გამოიყენება ნებართვის პირობების დასადგენად . მუხლი
2. ტერმინთა
განმარტება
ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) არსებული საქმიანობა /დანადგარი − „სამრეწველო ემისიების შესახებ “ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობა /დანადგარი , რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებული საქმიანობა /დანადგარი , რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს ან საქმიანობა /დანადგარი , რომელზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და რომელსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 სექტემბრამდე ; ბ ) ახალი საქმიანობა /დანადგარი − საქმიანობა /დანადგარი გარდა არსებული საქმიანობისა /დანადგარისა ; გ ) ორგანიზებული ემისიები − გაფრქვევის მილიდან ან გამწმენდი მოწყობილობიდან ატმოსფერულ ჰაერში საბოლოოდ გამოყოფილი აირები , რომლებიც შეიცავენ აქროლად ორგანულ ნაერთებს ან სხვა მავნე ნივთიერებებს ; დ ) არაორგანიზებული ემისიები − აქროლადი ორგანული ნაერთების ნებისმიერი ემისიები ატმოსფერულ ჰაერში , ნიადაგსა და წყალში , რომლებსაც არ შეიცავს ორგანიზებული ემისიები , და ასევე იმ გამხსნელების ემისიები , რომლებსაც შეიცავს ნებისმიერი პროდუქტი , თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით ; ე ) ჯამური ემისიები − არაორგანიზებული და ორგანიზებული ემისიების ჯამი ; ვ ) ნარევი − ნარევი ან ხსნარი , რომელიც შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისაგან ; ზ ) წებო − ნებისმიერი ნარევი , მათ შორის , ყველა ორგანული გამხსნელი ან ნარევები , მისი სათანადო გამოყენებისათვის აუცილებელი ორგანული გამხსნელების შემცველობით , რომლებიც გამოიყენება პროდუქტის ცალკეული ნაწილების შესაწებებლად ; თ ) მელანი − ნებისმიერი ნარევი , ყველა ორგანული გამხსნელის ან მისი სათანადო გამოყენებისათვის აუცილებელი ორგანული გამხსნელის შემცველი ნარევის ჩათვლით , რომელიც გამოიყენება ბეჭდვის დროს ტექსტის ან გამოსახულების ზედაპირზე დასატანად ; ი ) ლაქი − გამჭვირვალე საფარი მასალა ; კ ) მოხმარება − კალენდარული წლის ან ნებისმიერი სხვა 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში დანადგარში ორგანული გამხსნელების ჯამური შემავალი რაოდენობა , ხელახალი გამოყენებისთვის აღდგენილი ნებისმიერი აქროლადი ორგანული ნაერთების გამოკლებით ; ლ ) გამხსნელის შემავალი რაოდენობა (Input) − ორგანული გამხსნელების რაოდენობა და მათი რაოდენობა ნარევებში , რომლებიც გამოიყენება საქმიანობის განხორციელების დროს , დანადგარში ან მის გარეთ რეციკლირებული გამხსნელების ჩათვლით , რომელთა დათვლაც ხდება გარკვეული საქმიანობის განხორციელების დროს მათი გამოყენებისას ყოველ ჯერზე ; მ ) ხელახალი გამოყენება − დანადგარიდან აღდგენილი ორგანული გამხსნელების ხელმეორედ გამოყენება ნებისმიერი ტექნიკური ან კომერციული მიზნით , მათ შორის, საწვავად გამოყენება , ამგვარად აღდგენილი ორგანული გამხსნელების ნარჩენების სახით საბოლოო განთავსების გარდა ; ნ ) კონტროლირებადი პირობები − დანადგარის ისეთი საექსპლუატაციო პირობები , როდესაც საქმიანობის შედეგად გამოყოფილი აქროლადი ორგანული ნაერთების შეგროვება და ემისია ხორციელდება კონტროლირებადი გზით , გაფრქვევის მილის ან გამწმენდი მოწყობილობის საშუალებით და როდესაც , აღნიშნულიდან გამომდინარე , ასეთი ემისიები არ წარმოადგენენ მთლიანად არაორგანიზებულ ემისიებს ; ო ) გაშვებისა და გაჩერების ოპერაციები − საქმიანობის , დანადგარის ერთეულის ან ავზის ექსპლუატაციაში შეყვანის ან ექსპლუატაციიდან გამოყვანის , აგრეთვე არასამუშაო მდგომარეობაში შეყვანის ან არასამუშაო მდგომარეობიდან გამოყვანის ოპერაციები , რეგულარულად ცვალებადი აქტივობის ფაზების გარდა ; პ ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო ; ჟ ) საქმიანობის განმახორციელებელი − პირი /სუბიექტი , რომელსაც სურს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება და ამავდროულად , დააკმაყოფილებს II დანართით განსაზღვრულ მოხმარების ზღვრებს ან რომელიც ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობას ; რ ) ნებართვა − „სამრეწველო ემისიების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ; ს ) გადაწყვეტილება − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ; ტ ) საქმიანობა , რომლებზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობა , რომელიც ხორციელდება სტაციონარული დანადგარების მეშვეობით და რომლებიც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და ნებართვას , გარდა „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა ; უ ) ორგანული ნაერთი − ნებისმიერი ნაერთი , რომელიც შეიცავს , მინიმუმ , ელემენტურ ნახშირბადს და ერთ ან მეტ წყალბადის , ჟანგბადის , გოგირდის , ფოსფორის , სილიციუმის , აზოტის ან ჰალოგენის ატომს , გარდა ნახშირბადის ოქსიდებისა და არაორგანული კარბონატებისა და ბიკარბონატებისა ; ფ ) აქროლადი ორგანული ნაერთი (აონ ) − ნებისმიერი ორგანული ნაერთი , ასევე , კრეოზოტის ფრაქცია , რომელსაც 293,15 K ტემპერატურაზე გააჩნია 0,01 კპა ან მეტი ორთქლის წნევა , ან აქვს შესაბამისი აქროლადობა გამოყენების კონკრეტული პირობებისთვის ; ქ ) ორგანული გამხსნელი − ნებისმიერი აქროლადი ორგანული ნაერთი , რომელიც გამოიყენება დამოუკიდებლად ან სხვა აგენტებთან კომბინაციაში , რათა ქიმიური ცვლილების გარეშე გახსნას ან გააზავოს ნედლეული , პროდუქტები ან ნარჩენი მასალები , ან რომელიც გამოყენებულია როგორც გამწმენდი აგენტი დაბინძურების მოსაშორებლად , გამხსნელად , სადისპერსიო არედ , სიბლანტის რეგულატორად , ზედაპირის დაჭიმულობის რეგულატორად , პლასტიფიკატორად ან კონსერვანტად ; ღ ) საფარი მასალა – ნებისმიერი ნარევი , მათ შორის , ყველა ორგანული გამხსნელი ან ნარევი , რომელიც შეიცავს მისი სათანადო გამოყენებისთვის საჭირო ორგანულ გამხსნელებს , რომლებიც გამოიყენება იმისათვის , რომ წარმოქმნას დეკორატიული , დამცავი ან სხვა დანიშნულების გარსი ზედაპირზე . მუხლი
3. საშიში
და
სახიფათო
ნივთიერებების
ჩანაცვლება
ის ნივთიერებები ან ნარევები , რომლებიც კლასიფიცირებულია კანცეროგენულად , მუტაგენურად ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურად მათში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობის გამო , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , მინიჭებული აქვთ საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნები H340, H350, H350i, H360D, H360F ან /და რისკის აღმნიშვნელი ფრაზები R45, R46, R49, R60, R61, შესაძლებლობის ფარგლებში , უმოკლეს ვადებში , უნდა ჩანაცვლდეს ნაკლებად მავნე ნივთიერებებით ან ნარევებით . მუხლი
4. ემისიების
კონტროლი
1. თითოეული დანადგარი , რომელიც მოიხმარს ორგანულ გამხსნელებს , უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი პირობებიდან ერთ -ერთს : ა ) დანადგარებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების ემისია არ უნდა აღემატებოდეს II და III დანართით განსაზღვრულ ორგანიზებული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს და არაორგანიზებული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს , ან მათი ჯამური ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს და უნდა აკმაყოფილებდეს II და III დანართებით გათვალისწინებულ სხვა პირობებს ; ბ ) უნდა დაკმაყოფილდეს V დანართით გათვალისწინებული შემცირების სქემის მოთხოვნები იმ პირობით , რომ უზრუნველყოფილია ემისიის ეკვივალენტური შემცირება ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გამოყენებით მიღწეულ შემცირებასთან შედარებით . 2. სააგენტო უფლებამოსილია , არაორგანიზებული ემისიების მიმართ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამონაკლისი , თუ საქმიანობის განმახორციელებელი წარმოადგენს დასაბუთებას , რომ შესაბამისი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების მიღწევა კონკრეტული დანადგარისთვის ტექნიკურად და ეკონომიკურად შეუძლებელია . ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით , რომ იგი არ წარმოშობს მნიშვნელოვან რისკს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან /და გარემოსთვის და საქმიანობის განმახორციელებელი დაასაბუთებს , რომ იყენებს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას . 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გადახვევით , II დანართში მოცემული ცხრილის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული საფარი მასალის დატანის საქმიანობებისათვის , რომელთა განხორციელება კონტროლირებად პირობებში შეუძლებელია , სააგენტო უფლებამოსილია დაუშვას , რომ დანადგარიდან ემისიები არ შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს , თუ საქმიანობის განმახორციელებელი დაასაბუთებს , რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით შეუძლებელია და გამოიყენება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა . 4. რამდენადაც ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია , ადამიანის ჯანმრთელობისა და /ან გარემოს დაცვის მიზნით , უნდა განხორციელდეს იმ აქროლადი ორგანული ნაერთების ემისიების კონტროლი , რომლებსაც მინიჭებული აქვთ საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნები H340, H350, H350i, H360D ან რისკის ფრაზები R45, R46, R49, R60, R61, აგრეთვე იმ ჰალოგენირებული აქროლადი ორგანული ნაერთების ემისიების კონტროლი , რომლებსაც მინიჭებული აქვთ საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნები H341 ან H351. აღნიშნული ემისიების კონტროლი უნდა განხორციელდეს კონტროლირებად პირობებში , ხოლო მათი ემისიის დონეები არ უნდა აღემატებოდეს IV დანართით განსაზღვრულ ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს . 5. დანადგარები , სადაც ხორციელდება ორი ან მეტი საქმიანობა , რომელთაგან თითოეული აღემატება II დანართით გათვალისწინებულ მოხმარების ზღვრებს : ა ) ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებულ ნივთიერებებთან მიმართებით , თითოეული საქმიანობისთვის ინდივიდუალურად უნდა აკმაყოფილებდნენ ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ; ბ ) ყველა სხვა ნივთიერებებთან მიმართებაში : ბ .ა ) უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს თითოეული საქმიანობისთვის ინდივიდუალურად ; ან ბ .ბ ) აქროლადი ორგანული ნაერთების ჯამური ემისია არ უნდა აღემატებოდეს იმ მაჩვენებელს , რომელსაც ადგილი ექნებოდა ამ პუნქტის „ბ .ა “ ქვეპუნქტის გამოყენების შედეგად . 6. გაშვებისა და გაჩერების ოპერაციების დროს აქროლადი ორგანული ნაერთების ემისიების მინიმუმამდე შესამცირებლად უნდა იქნეს მიღებული პრევენციის ყველა საჭირო ზომა . მუხლი
5. ემისიების
მონიტორინგი
1. ემისიების მონიტორინგის მიზნით , საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს ემისიების გაზომვა VI დანართის მოთხოვნების შესაბამისად . 2. სააგენტო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელს განუსაზღვროს ემისიების მონიტორინგთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები ნებართვის პირობის სახით . მ უხლი 6. შესაბამისობა გაფრქვევის ზღვრულ მნიშვნელობებთან ორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ჩაითვლება დაცულად , თუ დაკმაყოფილებულია VIII დანართით გათვალისწინებული პირობები . მუხლი
7. ანგარიშგება
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია , სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში , წარუდგინოს მონაცემები , რომლებიც უზრუნველყოფს შემდეგ ვალდებულებებთან შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას : ა ) ორგანიზებული , არაორგანიზებული და ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ; ბ ) V დანართით გათვალისწინებული შემცირების სქემით განსაზღვრული მოთხოვნები ; გ ) მე -4 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით დაშვებული გადახვევები . 2. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს VII დანართის შესაბამისად შემუშავებულ გამხსნელების მართვის გეგმას . მუხლი
8. არსებითი
ცვლილებების
განხორციელება
1. არსებული დანადგარისთვის , მუშაობის პროცესში გამოყენებული ორგანული გამხსნელების რაოდენობის დღე -ღამური საშუალო მაქსიმალური მასის ცვლილება , როდესაც დანადგარი მუშაობს საპროექტო სიმძლავრით , გარდა გაშვებისა და გაჩერებების ან აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების პერიოდებისა , ჩაითვლება არსებითად , თუ აღნიშნული ცვლილება იწვევს აქროლადი ორგანული ნაერთების ემისიის ქვემოთ მითითებულ მაჩვენებლებზე მეტად ზრდას : ა ) 25% − იმ დანადგარების შემთხვევაში , რომლებიც ახორციელებენ II დანართის ცხრილის პირველი , მე -3, მე -4, მე -5, მე -8, მე -10, მე -13, მე -16 ან მე -17 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას , შესაბამისი საქმიანობისთვის განსაზღვრული ქვედა ზღვრული მნიშვნელობების დიაპაზონში , ან ახორციელებენ II დანართის ცხრილის სხვა პუნქტის გათვალისწინებულ საქმიანობას , და თუ ორგანული გამხსნელების წლიური მოხმარება არ აღემატება 10 ტონას ; ბ ) 10% − ყველა სხვა დანადგარის შემთხვევაში . 2. თუ არსებულ დანადგარზე ხორციელდება არსებითი ცვლილება , ან არსებითი ცვლილების განხორციელების შედეგად ის პირველად ექცევა ამ ტექნიკური რეგლამენტის და ამავდროულად „სამრეწველო ემისიების შესახებ “ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში , დანადგარის ის ნაწილი , რომელზეც ხორციელდება არსებითი ცვლილება , ჩაითვლება ან ახალ დანადგარად , ან არსებულ დანადგარად , იმ პირობით , რომ მთლიანი დანადგარიდან წარმოქმნილი ჯამური ემისია არ აღემატება ემისიის იმ დონეს , რომელიც წარმოიქმნებოდა იმ შემთხვევაში , თუ ის ნაწილი , რომელზედაც განხორციელდა არსებითი ცვლილება , ჩაითვლებოდა ახალ დანადგარად . 3. არსებითი ცვლილების შემთხვევაში სააგენტო ახორციელებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დანადგარის შესაბამისობის ხელახალ შემოწმებას . მუხლი
9. ინფორმაციის
გაცვლა
ორგანული
გამხსნელების
ჩანაცვლებასთან
დაკავშირებით
1. სააგენტო უფლებამოსილია , ორგანიზება გაუწიოს ინფორმაციის გაცვლას მრეწველობის შესაბამის სფეროსა და ადამიანისა და გარემოს დაცვის ხელშემწყობ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის , ორგანული გამხსნელების და მათი პოტენციური შემცვლელების გამოყენების , აგრეთვე იმ ტექნიკის შესახებ , რომლებსაც ჰაერზე , წყალზე , ნიადაგზე , ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედების ყველაზე ნაკლები დონე გააჩნია . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლის ორგანიზებისთვის , გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხი : ა ) გამხსნელების გამოყენების ვარგისიანობის შესახებ ; ბ ) ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზეგავლენის შესახებ , კერძოდ , პროფესიული ზემოქმედების და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით ; გ ) გარემოზე პოტენციური ზეგავლენის შესახებ ; დ ) ეკონომიკური შედეგების კერძოდ გამხსნელების ყველა არსებულ ხელმისაწვდომ ვარიანტთან დაკავშირებული ხარჯის და სარგებლის შესახებ . მუხლი
10. ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა
1. სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში , საჯარო განხილვების ჩატარებას , აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საზოგადოებისთვის მიწოდებას , გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და „სამრეწველო ემისიების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის გარდა , სააგენტო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე აქვეყნებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის : ა ) ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობების / დანადგარების ჩამონათვალს ; ბ ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე -5 მუხლით გათვალისწინებული , სააგენტოსთვის წარდგენილი ემისიის მონიტორინგის შედეგებს . 3. ამ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების გამოყენება ექვემდებარება გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს . დანართი I საქმიანობები 1. ქვემოთ ჩამოთვლილ თითოეულ პუნქტში საქმიანობაში იგულისხმება აღჭურვილობის გასუფთავება , მაგრამ არა პროდუქტის გასუფთავება , თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული . 2. წებოვანი საფარი მასალის დატანა – ნებისმიერი საქმიანობა , რომლის დროსაც ზედაპირი იფარება წებოვანი საფარი მასალით , გარდა ბეჭდვითი საქმიანობის ფარგლებში წებოვანი საფარი მასალის დატანისა და ლამინირების პროცესებისა . 3. საფარი მასალის დატანა – ნებისმიერი საქმიანობა , რომელიც მოიცავს საფარი მასალის უწყვეტი ფენის ერთჯერადად ან მრავალჯერადად დატანას : ა ) ერთ -ერთ შემდეგ სატრანსპორტო საშუალებაზე : ა .ა ) ახალი ავტომობილები – მგზავრთა გადაყვანისთვის დაპროექტებული და დამზადებული სატრანსპორტო საშუალებები , რომლებსაც , მძღოლის ადგილის გარდა , აქვთ არაუმეტეს რვა დასაჯდომი ადგილი ; ა .ბ ) ახალი ავტომობილები – ტვირთების გადასატანად დაპროექტებული და დამზადებული სატრანსპორტო საშუალებები , რომელთა მაქსიმალური მასა არ აღემატება 3.5 ტონას , თუ მათზე საფარი მასალის დატანა ხორციელდება იმავე დანადგარზე , სადაც ამ პუნქტის „ა .ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე ; ა .გ ) იმ სატვირთო ავტომობილების კაბინები , რომლებიც განსაზღვრულია მძღოლის საცხოვრებლად , აგრეთვე ტექნიკური აღჭურვილობის ყველა ინტეგრირებული სათავსო , რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია ტვირთების გადასატანად და რომლის მაქსიმალური მასა აღემატება 3.5 ტონას ; ა .დ ) ფურგონები და სატვირთო ავტომობილები – ტვირთების გადატანისათვის დაპროექტებული და დამზადებული სატრანსპორტო საშუალებები , სატვირთო მანქანების კაბინების გარდა ; ა .ე ) ავტობუსები – მგზავრთა გადაყვანისათვის დაპროექტებული და დამზადებული სატრანსპორტო საშუალებები , რომლებიც მოიცავს მძღოლის ადგილის გარდა რვაზე მეტ ადგილს ; ა .ვ ) მისაბმელები (ნახევრად მისაბმელების ჩათვლით ); ბ ) ლითონისა და პლასტმასის ზედაპირებზე , მათ შორის, თვითმფრინავების , გემების , მატარებლების და სხვა მოწყობილობების ზედაპირებზე ; გ ) ხის ზედაპირებზე ; დ ) ტექსტილის , ქსოვილის , ფირების და ქაღალდის ზედაპირებზე ; ე ) ტყავზე . საფარი მასალის დატანა არ მოიცავს ზედაპირზე /სუბსტრატზე ლითონის საფარი მასალის დატანას ელექტროფორეზის და ქიმიური შეფრქვევის ტექნოლოგიების გამოყენებით . თუ საფარი მასალის დატანის პროცესი მოიცავს ეტაპს , რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება ერთი და იმავე საგნის დაბეჭდვა , აღნიშნული ბეჭდვის ეტაპი ჩაითვლება საფარი მასალის დატანის საქმიანობის ნაწილად . ამასთან , აღნიშნული საქმიანობა არ მოიცავს ცალკე საქმიანობის სახით განხორციელებულ ბეჭდვით საქმიანობას , თუმცა , მასზე შეიძლება გავრცელდეს ეს ტექნიკური რეგლამენტი , თუ ბეჭდვითი საქმიანობა შედის მისი მოქმედების სფეროში . 4. რულონური ნაგლინის დაფარვა – ნებისმიერი საქმიანობა , რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფარი მასალის დატანა ფოლადის , უჟანგავი ფოლადის , დანაფარიანი ფოლადის , სპილენძის შენადნობების რულონურ (ხვეულ ) ნაგლინებზე ან ალუმინის ზოლზე , გარსის ფორმირების ან ლამინირების უწყვეტი პროცესის გამოყენებით . 5. ქიმწმენდა – ნებისმიერი სამრეწველო ან კომერციული საქმიანობა , სადაც გამოიყენება აქროლადი ორგანული ნაერთები , დანადგარებში ტანსაცმლის , ავეჯისა და მსგავსი სამომხმარებლო საქონლის გასაწმენდად , ტექსტილისა და ტანსაცმლის მრეწველობაში ლაქების ხელით მოცილების გარდა . 6. ფეხსაცმლის წარმოება – მთლიანად ფეხსაცმლის ან მისი შემადგენელი ნაწილების წარმოება . 7. საფარი მასალის ნარევების , ლაქების , მელნებისა და წებოების წარმოება – ზემოაღნიშნული საბოლოო და შუალედური პროდუქტების წარმოება , რომელიც ხორციელდება ერთსა და იმავე საწარმოო ადგილზე და მოიცავს ორგანულ გამხსნელთან ან სხვა მატარებლებთან პიგმენტების , ფისების და წებოვანი ნივთიერებების შერევას , მათ შორის დისპერსიასა და წინასწარ დისპერსიას , სიბლანტის და შეფერილობის კორექტირებას , აგრეთვე მზა პროდუქტის შესაბამის კონტეინერში მოთავსების ოპერაციებს . 8. ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება – ქიმიური სინთეზი , ფერმენტაცია , ექსტრაქცია , რეცეპტურის შემუშავება და ფარმაცევტული პროდუქტებისთვის საბოლოო სახის მიცემა , ასევე შუალედური პროდუქტების წარმოება , თუ აღნიშნული პროცესები ხორციელდება ერთსა და იმავე საწარმოო ადგილზე . 9. ბეჭდვა – ტექსტის ან /და გამოსახულების რეპროდუცირების ნებისმიერი პროცესი , რომლის დროსაც გამოსახულების გადამტანის (საბეჭდი ფორმის ) საშუალებით , ხორციელდება მელნის გადატანა ნებისმიერი სახის ზედაპირზე . ბეჭდვის საქმიანობა ასევე მოიცავს მასთან დაკავშირებულ გალაქვის , საფარი მასალის დატანის და ლამინირების ტექნოლოგიებს . ამასთან , ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ბეჭდვის საქმიანობის მხოლოდ შემდეგ ქვე პროცესებზე : ა ) ფლექსოგრაფია – ბეჭდვითი საქმიანობა , რომლის დროსაც გამოიყენება კაუჩუკის ან ელასტიური ფოტოპოლიმერებისაგან დამზადებული გამოსახულების გადამტანი (საბეჭდი ფორმა ), რომელზედაც საბეჭდი სივრცე განლაგებულია არასაბეჭდი სივრცის მაღლა , ხოლო ბეჭდვისათვის გამოიყენება თხევადი მელნები , რომლებიც შრება გამხსნელის აორთქლების შედეგად ; ბ ) რულონური ოფსეტური ბეჭდვა თერმოფიქსაციით – რულონური ბეჭდვის ფორმა , რომლის დროსაც გამოიყენება გამოსახულების გადამტანი (საბეჭდი ფორმა ), სადაც საბეჭდი და არასაბეჭდი სივრცეები ერთსა და იმავე სიბრტყეზეა განლაგებული ; რულონური ბეჭდვისას დანადგარში დასაბეჭდი მასალის მიწოდება ხდება კოჭიდან (რულონიდან ) და არა დანაწევრებულად ცალკეული ფურცლების სახით . არასაბეჭდი სივრცე მუშავდება ისე , რომ მან მიიზიდოს წყალი და შესაბამისად , განიზიდოს მელანი , ხოლო საბეჭდი სივრცე მუშავდება მელნის მიღების და მისი საბეჭდ ზედაპირზე გადასატანად . მელნისშრობა , კერძოდ კი , გამხსნელის აორთქლება მიმდინარეობს ღუმელში , სადაც დაბეჭდილი მასალის გასაცხელებლად გამოიყენება ცხელი ჰაერი ; გ ) ბეჭდვით საქმიანობასთან დაკავშირებული ლამინირება – ორი ან მეტი დრეკადი მასალის ერთმანეთთან შეწებება , ლამინატების წარმოების მიზნით ; დ ) საგამომცემლო როტოგრავირება – როტოგრავირებით ბეჭდვა , რომელიც გამოიყენება ქაღალდის დასაბეჭდად ჟურნალებისათვის , ბროშურებისათვის , კატალოგებისათვის ან მსგავსი პროდუქციისათვის , ტოლუოლის საფუძველზე დამზადებული მელნების გამოყენებით ; ე ) როტოგრავირება – ბეჭდვითი საქმიანობა , სადაც გამოიყენება გამოსახულების ცილინდრული გადამტანი , რომელზედაც საბეჭდი სივრცე არის არასაბეჭდი სივრცის ქვემოთ და სადაც გამოიყენება თხევადი მელანი , რომელიც შრება აორთქლების შედეგად . ღრმულები ივსება მელნით და ხდება მისი ზედმეტი ოდენობის მოცილება არასაბეჭდი სივრციდან მანამ , სანამ საბეჭდი ზედაპირი შეეხება ცილინდრს და მასზე გადავა ღრმულებში მყოფი მელანი ; ვ ) როტაციული ტრაფარეტული ბეჭდვა – რულონური ბეჭდვა , სადაც მელანი გადადის საბეჭდ ზედაპირზე გამოსახულების ფორებიანი გადამტანიდან გამოწნევის გზით , სადაც საბეჭდი სივრცე არის ღია , ხოლო არასაბეჭდი სივრცე - დალუქული და სადაც გამოიყენება თხევადი მელნები , რომლებიც შრება აორთქლების შედეგად . რულონური ნიშნავს , რომ დასაბეჭდი მასალის მიწოდება ხდება კოჭიდან და არა ცალკეულ ფურცლებად ; ზ ) ლაქის დატანა – საქმიანობა , რომლის დროსაც დრეკად მასალაზე ხდება ლაქის ან წებოვანი საფარი მასალის დატანა , შესაფუთი მასალის შემდგომი დალუქვის მიზნით . 10. კაუჩუკის /რეზინის გარდაქმნა – ბუნებრივი ან სინთეზური კაუჩუკის /რეზინის შერევის , დაფქვის , შერწყმის , კალანდრირების , ექსტრუზიისა და ვულკანიზაციის ნებისმიერი საქმიანობა , ასევე ბუნებრივი ან სინთეზური კაუჩუკის /რეზინის მზა პროდუქტად გარდაქმნის ნებისმიერი დამხმარე ოპერაცია . 11. ზედაპირის წმენდა – ნებისმიერი საქმიანობა ქიმწმენდის გარდა , რომლის ფარგლებშიც ორგანული გამხსნელები გამოიყენება საგნის ან მასალის ზედაპირიდან დაბინძურების , მათ შორის, ცხიმოვანი ნივთიერებების მოსაშორებლად . წმენდის საქმიანობა , რომელიც მოიცავს ერთზე მეტ ეტაპს და ხორციელდება ნებისმიერ სხვა საქმიანობამდე ან მის შემდეგ , ჩაითვლება , როგორც ზედაპირის წმენდის ერთი საქმიანობა . ეს საქმიანობა ეხება არა აღჭურვილობის გასუფთავებას , არამედ პროდუქტების ზედაპირების გასუფთავებას . 12. მცენარეული და ცხოველური ცხიმის ექსტრაქციასთან და მცენარეული ზეთის რაფინირებასთან დაკავშირებული საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა , რომელიც მოიცავს თესლიდან ან სხვა მცენარეული მასალისგან მცენარეული ზეთის ექსტრაქციას , მშრალი ნარჩენების დამუშავებას ცხოველის საკვების წარმოების მიზნით , ასევე თესლიდან , მცენარეული ან /და ცხოველური წარმოშობის მასალიდან მიღებული ცხიმებისა და მცენარეული ზეთების გაწმენდას . 13. სატრანსპორტო საშუალების ზედაპირის ხელახალი დამუშავება – საფარი მასალის დატანის ნებისმიერი სამრეწველო ან კომერციული საქმიანობა და მასთან დაკავშირებული გაუცხიმოვნების საქმიანობა , რომლის დროსაც სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ -ერთი საქმიანობა : ა ) საგზაო სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის საფარი მასალით პირველადი დაფარვა ხელახალი დამუშავებისათვის განკუთვნილი მასალების გამოყენებით , თუ ეს ხორციელდება თავდაპირველი საწარმოო ხაზის მიღმა ; ბ ) საფარი მასალის დატანა მისაბმელებზე (ნახევრად მისაბმელების ჩათვლით ). 14. საფარი მასალის დატანა საგრაგნილე მავთულზე – ტრანსფორმატორებში , ძრავებში და ა .შ . გრაგნილების დასახვევად გამოყენებულ ლითონის გამტარებზე საფარი მასალის დატანასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა . 15. ხე -ტყის მასალის გაჟღენთვა – ნებისმიერი საქმიანობა , რომელიც მოიცავს ხე -ტყის მასალის კონსერვანტებით გაჟღენთვას . 16. ხის და პლასტმასის მასალის ლამინირება – ნებისმიერი საქმიანობა , რომელიც მოიცავს ხის ან /და პლასტმასის მასალის შეწებებას ლამინირებული პროდუქტების წარმოების მიზნით . დანართი II მოხმარების ზღვრები და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ორგანიზებულ გაფრქვევებში ემისიის ზღვრული მნიშვნელობების ანგარიში უნდა განხორციელდეს 273,15 K ტემპერატურის და 101,3 კპა წნევის პირობებში
|
|
საქმიანობა (გამხსნელების მოხმარების ზღვარი , ტონა /წელიწადში )
|
ზღვარი (გამხსნელის მოხმარების ზღვარი , ტონა / წელიწადში )
|
ორგანი -ზებული ემისიის ზღვრული მნიშვნე ლობები (მგ C/ნმ 3)
|
არაორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები (პროცენტული მაჩვენებელი გამხსნელის შემავალი რაოდენობიდან )
|
ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობები
|
სპეციალური დებულებები
|
ახალი დანადგარები
|
არსებული დანადგარები
|
ახალი დანადგარები
|
არსებული დანადგარები | ||
|
1 |
რულონური ოფსეტური ბეჭდვა (> 15) |
15—25 > 25 |
100 20 |
30 (1) 30 (1) |
(1) ქსოვილსა და მუყაოზე როტაციული ტრაფარეტული ბეჭდვის ზღვრული მნიშვნელობები |
||||||||
|
2 |
საგამომცემლო როტოგრავირება (> 25) |
75 |
10 |
15 |
|||||||||
|
3 |
როტოგრავირების , ფლექსოგრაფიის , როტაციული ტრაფარეტული ბეჭდვის , ლამინირების ან ლაქით დაფარვის სხვა ერთეულები (> 15) როტაციული ტრაფარეტული ბეჭდვა ქსოვილზე /მუყაოზე (> 30) |
15—25 > 25 > 30 (1) |
100 100 100 |
25 20 20 |
(1) ქსოვილსა და მუყაოზე როტაციული ტრაფარეტული ბეჭდვის ზღვრული მნიშვნელობები |
||||||||
|
4 |
ზედაპირის წმენდა მე -4 მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრული ნაერთების გამოყენებით (> 1) |
1—5 > 5 |
20 (1) 20 (1) |
15 10 |
(1) ემისიის ზღვრული მნიშვნელობები მიუთითებს ნაერთების მასაზე მგ /ნმ 3-ში , და არა ნახშირბადის მთლიან შემცველობაზე . |
||||||||
|
5 |
ზედაპირის წმენდის სხვა საქმიანობა (> 2) |
2—10 > 10 |
75 (1) 75 (1) |
20 (1) 15 (1) |
(1) დანადგარები , რომლებიც დაასაბუთებენ სააგენტოსთან , რომ ყველა გამოყენებულ საწმენდ მასალაში ორგანული გამხსნელების საშუალო შემცველობა არ აღემატება წონით 30 %-ს , თავისუფლდებიან ამ ნორმების დაცვის ვალდებულებისგან . |
||||||||
|
6 |
სატრანსპორტო საშუალებებზე საფარი მასალის დატანა (<15) და სატრანსპორტო საშუალებების ზედაპირის ხელახალი დამუშავება |
> 0,5 |
50 (1) |
25 |
(1) VIII დანართის მე -2 პუნქტის თანახმად შესაბამისობა უნდა დადასტურდეს 15-წუთიანი გაზომვების საშუალო მაჩვენებელზე დაყრდნობით . |
||||||||
|
7 |
რულონური ნაგლინის დაფარვა (> 25) |
50 (1) |
5 |
10 |
(1) დანადგარებისათვის , სადაც იყენებენ ისეთ ტექნიკას , რომელიც იძლევა აღდგენილი გამხსნელების ხელახალი გამოყენების საშუალებას , ემისიის ზღვრული მნიშვნელობა უნდა იყოს 150. |
||||||||
|
8 |
სხვა სახის დაფარვა , ლითონის , პლასტმასის , ტექსტილის (5), ქსოვილის , ფირების და ქაღალდის დაფარვის ჩათვლით (> 5) |
5—15 > 15 |
100 (1) (4) 50/75 (2) (3) (4) |
25 (4) 20 (4) |
(1) ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ვრცელდება საფარი მასალის დატანის და გაშრობის ისეთ პროცესებზე , რომლებიც ხორციელდება კონტროლირებად პირობებში . (2) ემისიის ზღვრული მნიშვნელობის პირველი მაჩვენებელი ვრცელდება შრობის პროცესებზე , ხოლო მეორე ნორმა - საფარი მასალის დატანის პროცესებზე . (3) ქსოვილზე საფარი მასალის დატანის დანადგარებისათვის , სადაც იყენებენ ტექნიკას , რომელიც იძლევა აღდგენილი გამხსნელების ხელახალი გამოყენების საშუალებას , საფარი მასალის დატანისა და შრობის პროცესებისათვის განკუთვნილი ემისიის ზღვრული საერთო მნიშვნელობა უნდა იყოს 150. (4) საფარი მასალის დატანის ისეთი საქმიანობა , რომლის კონტროლირებად პირობებში განხორციელებაც შეუძლებელია (როგორიცაა გემთმშენებლობა , საფრენი აპარატების შეღებვა ) შესაძლოა გათავისუფლდეს ამ ნორმების დაცვის ვალდებულებისაგან , ამ ტექნიკური რეგლამენტის მე -4 მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად . (5) როტაციული ტრაფარეტული ბეჭდვა ტექსტილზე გათვალისწინებულია მე -3 პუნქტის საქმიანობით . |
||||||||
|
9 |
საფარი მასალის დატანა საგრაგნილე მავთულზე (> 5) |
10 გ /კგ (1) 5 გ /კგ (2) |
(1) ვრცელდება იმ დანადგარებზე , სადაც მავთულის საშუალო დიამეტრი ≤ 0,1 მმ . (2) ვრცელდება ყველა სხვა დანადგარზე . |
||||||||||
|
10 |
საფარი მასალის დატანა ხის ზედაპირებზე (> 15) |
15—25 > 25 |
100 (1) 50/75 (2) |
25 20 |
(1) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა ვრცელდება საფარი მასალის დატანის და გაშრობის ისეთ პროცესებზე , რომლებიც ხორციელდება კონტროლირებად პირობებში . (2) ემისიის ზღვრული მნიშვნელობის პირველი მაჩვენებელი ვრცელდება შრობის პროცესებზე , ხოლო მეორე ნორმა – საფარი მასალის დატანის პროცესებზე . |
||||||||
|
11 |
ქიმწმენდა |
20 გ /კგ (1) (2) |
(1) გამოსახულია გაფრქვეული გამხსნელის მასით ერთ კილოგრამ გაწმენდილ და გამშრალ პროდუქტზე . (2) ამ საქმიანობაზე არ ვრცელდება IV დანართის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა . |
||||||||||
|
12 |
ხის გაჟღენთვა (> 25) |
100 (1) |
45 |
11 კგ /მ 3 |
(1) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა არ ვრცელდება კრეოზოტით გაჟღენთვის შემთხვევაში . |
||||||||
|
13 |
საფარი მასალის დატანა ტყავზე (> 10) |
10—25 > 25 > 10 (1) |
85 გ /მ 2 75 გ /მ 2 150 გ /მ 2 |
ემისიის ზღვრული მნიშვნელობები გამოისახება გაფრქვეული გამხსნელის გრამებით წარმოებული პროდუქტის კვადრატულ მეტრზე . (1) ტყავზე საფარი მასალის დატანა ავეჯის და კონკრეტული ტყავის საქონლის შემთხვევაში , რომელიც გამოიყენება , როგორც მცირე სამომხმარებლო საქონელი , როგორიცაა ჩანთები , ქამრები , საფულეები და ა .შ . |
|||||||||
|
14 |
ფეხსაცმლის წარმოება (> 5) |
25 გ ერთ წყვილზე |
ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობა გამოისახება გამხსნელის გრამებით წარმოებული მზა ფეხსაცმლის ერთ წყვილზე . |
||||||||||
|
15 |
ხის და პლასტმასის ლამინირება (> 5) |
30 გ /მ 2 |
|||||||||||
|
16 |
ადჰეზიური საფარი მასალის დატანა (> 5) |
5-15 > 15 |
50 (1) 50 (1) |
25 20 |
(1) თუ გამოიყენება ისეთი ტექნიკა , რომელიც იძლევა აღდგენილი გამხსნელების ხელახალი გამოყენების საშუალებას , ორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა უნდა იყოს 150. |
||||||||
|
17 |
საფარი მასალების ნარევების , ლაქების , მელნებისა და ადჰეზივების წარმოება (> 100) |
100—1 000 > 1 000 |
150 150 |
5 3 |
გამხსნელის ხარჯის 5% გამხსნელის ხარჯის 3% |
არაორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა არ მოიცავს ისეთ გამხსნელს , რომელიც იყიდება საფარი მასალის ნარევის შემადგენელი ნაწილის სახით , დალუქულ კონტეინერში . |
|||||||
|
18 |
კაუჩუკის /რეზინის გარდაქმნა (> 15) |
20 (1) |
25 (2) |
გამხსნელის ხარჯის 25% |
(1) თუ გამოიყენება ისეთი ტექნიკა , რომელიც იძლევა აღდგენილი გამხსნელების ხელახალი გამოყენების საშუალებას , ორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა უნდა იყოს 150. (2) არაორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა არ მოიცავს ისეთ გამხსნელს , რომელიც იყიდება პროდუქტების ან ნარევების შემადგენელი ნაწილის სახით , დალუქულ კონტეინერში . |
||||||||
|
19 |
მცენარეული და ცხოველური ცხიმის მიღება და მცენარეული ზეთის რაფინირება (> 10) |
ცხოველური ცხიმი : 1,5 კგ /ტ აბუსალათინი : 3 კგ /ტ რაპსის თესლი : 1 კგ /ტ მზესუმზირის თესლი : 1 კგ /ტ სოიოს მარცვალი (ჩვეულებრივი დაქუცმაცების ): 0,8 კგ /ტ სოიოს მარცვალი (თეთრი ფანტელი ): 1,2 კგ /ტ სხვა სათესლე და მცენარეული მასალა : 3 კგ /ტ (1) 1,5 კგ /ტ (2) 4 კგ /ტ (3) |
(1) დანადგარებისათვის , რომელთა საშუალებითაც ხდება თესლისა და სხვა მცენარეული მასალის ცალკეული პარტიის გადამუშავება , ჯამური ემისიის ზღვრული მნიშვნელობები უნდა დადგინდეს სააგენტოს მიერ თითოეული შემთხვევისთვის ცალ -ცალკე , საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებით . (2) ვრცელდება ფრაქციონირების ყველა პროცესზე , დეგუმიფიკაციის (ზეთიდან ფისების /გუმფისის მოშორება ) პროცესის გარდა . (3) ვრცელდება დეგუმიფიკაციის პროცესზე . |
||||||||||
|
20 |
ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება (> 50) |
20 (1) |
5 (2) |
15 (2) |
გამხსნელის ხარჯის 5% |
გამხსნელის ხარჯის 15% |
(1) თუ გამოიყენება ისეთი ტექნიკა , რომელიც იძლევა აღდგენილი გამხსნელების ხელახალი გამოყენების საშუალებას , ორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა უნდა იყოს 150. (2) არაორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა არ მოიცავს ისეთ გამხსნელს , რომელიც იყიდება პროდუქტების ან ნარევების შემადგენელი ნაწილის სახით , დალუქულ კონტეინერში . |
||||||
|
საქმიანობა (გამხსნელის მოხმარების ზღვარი ტონა /წელი ) |
წარმოების ზღვარი (იგულისხმება დანაფარიანი ნაკეთობის წლიური წარმადობა ) |
ემისიის ჯამური ზღვრული მნიშვნელობა |
|||||||||||
|
ახალი დანადგარები |
არსებული დანადგარები |
||||||||||||
|
ახალი ავტომანქანების დაფარვა (> 15) |
> 5 000 |
45 გ /მ 2 ან 1,3 კგ /ძარა + 33 გ /მ 2 |
60 გ /მ 2 ან 1,9 კგ /ძარა + 41 გ /მ 2 |
||||||||||
|
≤ 5 000 მონოკოკი ან > 3 500 შასი -წყობა |
90 გ /მ 2 ან 1,5 კგ /ძარა + 70 გ /მ 2 |
90 გ /მ 2 ან 1,5 კგ /ძარა + 70 გ /მ 2 |
|||||||||||
|
ემისიის ჯამური ზღვრული მნიშვნელობა (გ /მ 2) |
|||||||||||||
|
ახალი სატვირთო მანქანების კაბინების დაფარვა (> 15) |
≤ 5 000 |
65 |
85 |
||||||||||
|
> 5 000 |
55 |
75 |
|||||||||||
|
ახალი ფურგონებისა და სატვირთო მანქანების დაფარვა (> 15) |
≤ 2 500 |
90 |
120 |
||||||||||
|
> 2 500 |
70 |
90 |
|||||||||||
|
ახალი ავტობუსების დაფარვა (> 15) |
≤ 2 000 |
210 |
290 |
||||||||||
|
> 2 000 |
150 |
225 |
|||||||||||
|
|
ბ ) ემისიის მიზნობრივი მაჩვენებელი უდრის ემისიის ყოველწლიური რეფერენსული მაჩვენებლის ნამრავლს შემდეგ პროცენტულ მაჩვენებელზე :
ბ .ა ) (არაორგანიზებული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობას +15), იმ დანადგარებისათვის , რომლებზეც ვრცელდება II დანართის მე -6 პუნქტი და მე -8 და მე -10 პუნქტებით გათვალისწინებული ქვედა ზღვრული დიაპაზონი ;
ბ .ბ ) (არაორგანიზებული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობას +5), ყველა სხვა დანადგარისათვის ;
გ ) შესაბამისობა ჩაითვლება მიღწეულად , თუ გამხსნელების მართვის გეგმის საფუძველზე განსაზღვრული გამხსნელების რეალური ემისია ნაკლებია ემისიის მიზნობრივ მაჩვენებელზე ან უდრის მას .
დანართი VI
ემისიის მონიტორინგი
1. შესაბამისობის უზრუნველსაყოფად , უნდა განხორციელდეს იმ არხების (ჰაერსატარების ) უწყვეტი მონიტორინგი , რომლებთანაც დაკავშირებულია გამწმენდი მოწყობილობა და რომლებიც ემისიის წერტილში საშუალოდ 10 კგ /სთ -ზე მეტი რაოდენობით ჯამურ ორგანულ ნახშირბადს აფრქვევს .
2. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა , უნდა განხორციელდეს უწყვეტი ან პერიოდული გაზომვები . პერიოდული გაზომვების შემთხვევაში , თითოეული გაზომვისას მიღებულ უნდა იქნეს , სულ მცირე , სამი გაზომვის შედეგი .
3. გაზომვების განხორციელება არ მოითხოვება იმ შემთხვევაში , თუ ემისიის მილის ბოლოში გამწმენდი მოწყობილობის გამოყენების საჭიროება არ არსებობს ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად .
დანართი VII
გამხსნელების მართვის გეგმა
1. პრინციპები
გამხსნელების მართვის გეგმის გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგი მიზნებისათვის :
ა ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე -7 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შესამოწმებლად ;
ბ ) ემისიის შემცირების სამომავლო შესაძლებლობების განსაზღვრისთვის ;
გ ) გამხსნელების მოხმარების , მათი ემისიებისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად .
2. განმარტებები
ქვემოთ მოყვანილი განმარტებები წარმოადგენს მასური ბალანსის გამოანგარიშების საფუძველს .
ორგანული გამხსნელების შემავალი რაოდენობები (Inputs) (I):
I1 შესყიდული ორგანული გამხსნელების რაოდენობა ან მათი რაოდენობა შესყიდულ ნარევებში , რომლებიც გამოიყენება ტექნოლოგიურ პროცესში შემავალი გამხსნელების სახით (Input) დროის იმ მონაკვეთისთვის , რომლისთვისაც ხორციელდება მასური ბალანსის გაანგარიშება .
I2 ორგანული გამხსნელების რაოდენობა ან მათი რაოდენობა ნარევებში , რომლებიც აღდგენილია და ხელახლა გამოიყენება პროცესში შემავალი გამხსნელების (Input) სახით . რეციკლირებული გამხსნელი დაითვლება თითოეული გამოყენებისას , საქმიანობის განსახორციელების პროცესში .
ორგანული გამხსნელების გამოყოფა (Outputs) (O):
O1 ორგანიზებული ემისიები .
O2 ორგანული გამხსნელების დანაკარგი წყალში , ჩამდინარე წყლების გაწმენდის გათვალისწინებით , O5-ის ანგარიშისას .
O3 ორგანული გამხსნელების ის რაოდენობა , რომელიც რჩება ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ პროდუქტებში , დაბინძურების ან ნაშთის სახით .
O4 ორგანული გამხსნელების ემისიები ატმოსფერულ ჰაერში , რომელთა დაჭერა ან შეგროვება არ ხდება . აღნიშნული ემისიები მოიცავს მათ შორის , შენობების ან სამუშაო სივრცეების ზოგადი ვენტილაციის შედეგად წარმოქმნილ ემისიებს , როდესაც აიჰაერნარევი გამოიყოფა გარემოში ფანჯრების , კარების , ვენტილაციის და მსგავსი ღიობების საშუალებით ატმოსფერულ ჰაერში .
O5 ქიმიური ან ფიზიკური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი ორგანული გამხსნელების ან /და ორგანული ნაერთების დანაკარგები (მათ შორის , ისინიც , რომლებიც განადგურდა ინსინერაციის ან ორგანული ემისიების ან ჩამდინარე წყლების სხვა სახის გაწმენდის შედეგად , ან რომელთა დაჭერაც განხორციელდა , თუ ისინი არ მიეკუთვნება O6, O7 ან O8 პუნქტებით განსაზღვრულ გამხსნელებს ).
O6 შეგროვებულ ნარჩენებში არსებული ორგანული გამხსნელები .
O7 ორგანული გამხსნელები ან ქიმიურ ნარევებში არსებული ორგანული გამხსნელები , რომლებიც იყიდება ან განკუთვნილია გასაყიდად , როგორც კომერციული ღირებულების მქონე პროდუქტი .
O8 ნარევებში შემავალი ორგანული გამხსნელები , რომელთა აღდგენაც მოხდა ხელახალი გამოყენების მიზნით , თუმცა არა პროცესში შემავალი გამხსნელის სახით , თუ ისინი არ მიეკუთვნება O7-პუნქტით განსაზღვრულ გამხსნელებს .
O9 სხვა სახით გამოყოფილი (გამოთავისუფლებული ) ორგანული გამხსნელები .
3. გამხსნელების მართვის გეგმის გამოყენება შესაბამისობის შემოწმებისათვის
გამხსნელების მართვის გეგმის გამოყენება განისაზღვრება კონკრეტული მოთხოვნით , რომელიც უნდა გადამოწმდეს შემდეგნაირად :
ა ) ემისიის შემცირების სქემასთან შესაბამისობის შემოწმება , როგორც ეს განსაზღვრულია V დანართში , როდესაც ჯამური ემისი (ებ )ის ზღვრული მნიშვნელობა გამოისახება როგორც პროდუქციის ერთეულზე გადაანგარიშებული გამხსნელის ემისიების სახით , ან სხვაგვარად , როგორც ეს განსაზღვრულია II და III დანართებში ;
ა .ა ) ყველა იმ საქმიანობისთვის , რომლისთვისაც გამოიყენება V დანართით გათვალისწინებული შემცირების სქემა , გამხსნელების მართვის გეგმა უნდა შემუშავდეს ყოველწლიურად , მოხმარების (C) განსაზღვრის მიზნით . მოხმარების გამოანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი განტოლების მიხედვით :
C = I1 – O8
პარალელურად , ყოველწლიურად უნდა განისაზღვროს საფარი მასალის დატანის დროს გამოყენებული მყარი ნივთიერებები , რათა გამოითვალოს წლიური ემისიის რეფერენტული და ემისიის მიზნობრივი მაჩვენებელი ;
ა .ბ ) ჯამური ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით , რომელიც გამოიხატება პროდუქციის ერთეულზე გადაანგარიშებული გამხსნელების ემისიით ან სხვაგვარად , II და III დანართების განსაზღვრული წესის შესაბამისად , გამხსნელების მართვის გეგმა უნდა შემუშავდეს ყოველწლიურად , ემისიების (E) განსაზღვრის მიზნით . ემისიები გამოითვლება შემდეგი განტოლების მიხედვით :
E = F + O1
სადაც F არის (ბ .ა ) პუნქტით განსაზღვრული არაორგანიზებული ემისია . ამის შემდეგ , ემისიის მაჩვენებელი გაიყოფა შესაბამისი პროდუქტის პარამეტრზე ;
ა .გ ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე -4 მუხლის მე -5 პუნქტის (ბ .ბ ) ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით , ყოველწლიურად უნდა შემუშავდეს გამხსნელების მართვის გეგმა ყველა შესაბამისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ემისიების ჯამური რაოდენობის განსაზღვრისათვის . მიღებული მაჩვენებელი უნდა შედარდეს გაფრქვევების იმ ჯამურ რაოდენობასთან , რომელიც წარმოიქმნებოდა იმ შემთხვევაში , თუ II, III და V დანართებით დადგენილი მოთხოვნები თითოეული საქმიანობისთვის ცალ -ცალკე შესრულდებოდა ;
ბ ) არაორგანიზებული ემისიების განსაზღვრა , II დანართში გათვალისწინებულ არაორგანიზებული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შედარების მიზნით :
ბ .ა ) არაორგანიზებული ემისიების ანგარიში უნდა განხორციელდეს ქვემოთ მოცემულთაგან ერთ -ერთი განტოლების მიხედვით :
F = I1 – O1 – O5 – O6 – O7 – O8 ან
F = O2 + O3 + O4 + O9
F-ის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რაოდენობების პირდაპირი გაზომვის , ეკვივალენტური მეთოდის ან გაანგარიშების საფუძველზე , მაგალითად , ტექნოლოგიური პროცესის გაწმენდის ეფექტიანობის გათვალისწინებით .
არაორგანიზებული ემისიის ზღვრული მნიშვნელობა გამოიხატება პროცესში შემავალი გამხსნელის რაოდენობის (პროცენტული ) წილის სახით , რომელიც გამოითვლება შემდეგი განტოლების მიხედვით :
I = I1 + I2
ბ .ბ ) არაორგანიზებული ემისიები უნდა განისაზღვროს მოკლე , მაგრამ ყოვლისმომცველი გაზომვების ერთობლიობის საფუძველზე . და პროცესის გამეორება არ არის საჭირო მანამ , სანამ არ მოხდება მოწყობილობის მოდიფიცირება .
დანართი VIII
ორგანიზებული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შეფასება
1. უწყვეტი გაზომვების განხორციელების შემთხვევაში , ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ჩაითვლება დაცულად , თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები :
ა ) გაშვების ან გაჩერების და აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების პერიოდების გარდა , დანადგარის 24-საათიანი მუშაობის განმავლობაში აღებული გაზომვის ყველა დასაშვები შედეგის არცერთი საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობები არ აღემატება ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს ;
ბ ) არცერთი საათობრივი საშუალო მაჩვენებელი არ აღემატება ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს 1,5-ჯერზე მეტად .
2. პერიოდული გაზომვების განხორციელების შემთხვევაში , ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ჩაითვლება დაცულად , თუ მონიტორინგის ერთი ოპერაციის დროს :
ა ) ყველა გაზომილი სიდიდის საშუალო მაჩვენებელი არ აღემატება ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს ;
ბ ) არცერთი საათობრივი საშუალო მაჩვენებელი არ აღემატება ემისიის ზღვრულ მნიშვნელობას 1,5-ჯერზე მეტად .
3. IV დანართთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება შესაბამისი ცალკეული აქროლადი ორგანული ნაერთების მასური კონცენტრაციების ჯამის საფუძველზე . ყველა სხვა შემთხვევაში , შესაბამისობა მოწმდება გაფრქვეული ორგანული ნახშირბადის ჯამური მასის საფუძველზე , თუ II დანართით სხვა რამ არ არის განსაზღვრული .
4. ორგანიზებულ ემისიას გაგრილების ან განზავების მიზნით , შესაძლოა დაემატოს აირის მოცულობები , თუ ეს ტექნიკურად გამართლებული /დასაბუთებულია , მაგრამ ეს არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში ორგანიზებულ ემისიებში მავნე ნივთიერებების მასური კონცენტრაციის განსაზღვრის დროს .
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“ დამტკიცების თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“ დამტკიცების თაობაზე?
- „ტექნიკური რეგლამენტის − იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“ დამტკიცების თაობაზე მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №453. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026003.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“ დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“ დამტკიცების თაობაზე, №453, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026003 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7004142/