დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 717.1 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება  გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან   დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება;  ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის  გათიბვა ქალაქისა   და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

717.1

03 01

დასუფთავების ღონისძიებები

670.8

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

46.3

პროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავების ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

03 01

670.8

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია საზოგადოებისათვის ეკოლოგიურად სუფთა , კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 4 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომობილი.  სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: სათხა,დიდი არაქალი,პატარა არაქალი,ოროჯალარი, განძა, ფოგა,ტამბოვკა რადიონოვკა  ვლადიმიროვკა ,დიდი კონდრიო, პატარა გონდრიო, დილიფი,ყულალის,მამწვარა, ყაურმა,ეშტია, თორია, უჩმანა,დიდი ხანჩალი,პატარა ხანჩალი, კათნატუ, გორელოვკა,სპასოვკა,ეფრემოვკა  ჟდანოვაკან , ორლოვკა,სამება,ჯიგრაშენი და პატარა ხორენია.  შეგროვებული ნარჩენები გადის ჯიგრაშენის  ნაგავსაყრელებზე.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის 50 მ/კუბ ნარჩენი.
პროგრამისთვის გამოყოფილ ასიგნებები ასევე მოიცავს ა(ა)იპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის, ხელშეკრულებით აყვანილ პერსონალის (მეზოოვები, მძღოლები, ზედამხედველები და სხვა) ხელფასებს.

ზამთრის პერიოდში ქალაქის ტროტუარების თოვლისგან გასუფთავება.

ქ. ნინოწმინდის გაზონების ღობეების შეღებვა

მოსალოდნელი შედეგი

დასუფთავებული ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

პროგრამის დასახელება

კოდი

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

03 02

46.3

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც ერთწლიანი , ასევე მრავალწლიანი ნარგავებისა და ყვავილების შესყიდვა, რომლებიც შემდგომ ირგვება ქალაქის სკვერებში, პარკებში, გაზონებზე და სხვა. საჭიროების შემთხვევაში წლის განმავლობაში ხდება ახალი და არსებული ნარგავების  მოვლა-პატრონობა, მორწყვა, შხამ ქიმიკატების შეტანა,  ნიადაგის გაფხვიერება, ხდება ხეების შეთეთრება ჩამქრალი კირით. განხორციელდება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გზის ნაპირის გაცელვითი სამუშაოები.

მოსალოდნელი შედეგი

გალამაზებული და გამწვანებული მუნიციპალიტეტი.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

SDG 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარე