ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,986.7 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1,986.7
06 01
ჯანდაცვის პროგრამები
244.2
06 01 01
ა (ა) იპ-ნინოწმინდის საზოგადოებირვი ჯამრთელობის დაცვის ცენტრი
244.2
06 01 02
ახალი Covid-19 ინფექციის მართვისათვის გასატარებელი ღონისძიებები
06 02
სოციალური პროგრამები
1,742.5
06 02 01
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები
950.0
06 02 02
ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს
150.0
06 02 03
შშმ პირების ფინანსური დახმარება
90.0
06 02 04
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარება
5.0
06 02 05
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
220.0
06 02 06
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა
20.0
06 02 07
გაჭირვებული ოჯახებისათვის საწვავის შეძენა
75.0
06 02 08
ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის
220.0
06 02 09
ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარება
12.
5
პროგრამის დასახელება
კოდი
ა (ა) იპ-ნინოწმინდის საზოგადოებირვი ჯამრთელობის დაცვის ცენტრი
დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
244.2
პროგრამის განმახორციელებელი
ა (ა) იპ-ნინოწმინდის საზოგადოებირვი ჯამრთელობის დაცვის ცენტრი
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
ასევე განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები;
ა) C ჰეპატიტის ვირუსის მიმართ მარტივი მეთოდით ანტისხეულების განსაზღვრისთვის ტესტის ჩატარება
ბ) აივ ინფექცია/შიდსზე ექსპრეს დიაგნოსტიკისათვის ტესტის ჩატარება
გ) აქტიურ ტუბერკულოზზე სკრინინგისთვის პაციენტების გამოკითხვა სიმპტომების გამოსავლენად
დ) ბენეფიციარის კონსულტირება სკრინინგამდე და ტესტის პასუხის მიღების შემდეგ;
პროგრამის მიზანი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
950.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 140 000-ს და ესაჭიროებათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 140 000-ს და ჩაუტარდათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის(საყოველთაო ჯანდაცვა) თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის
- პირები, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევით (საყოველთაო ჯანდაცვა) არ დაუფინანსდათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, მომსახურების გაწევის შემდეგ, წარმოდგენილი პირადი ანგარიშისა და ქვითრის საფუძველზე დაფინანსდებიან გადახდილი თანხის 30%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000(ათასი) ლარისა, თუ მათ აქვთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 140 000-ს.
- პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონალურ-ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 40% -ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, იგივე პირობები ვრცელდება ქვითრის წარდგენისას.
-პირები, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევით არ დაუფინანსდათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, მომსახურების გაწევის შემდეგ, წარმოდგენილი პირადი ანგარიშისა და ქვითრის საფუძველზე დაფინანსდებიანგადახდილი თანხის 20 % -ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, თუ მათ არ აქვთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი მონაცემთა ერთიან ბაზაში.
- ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/სტაციონალური მკურნალობა, დაფინანსდება სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50%-ით 100 001-მდე სარეიტინგო ქულებით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო სარეიტინგო ქულების გარეშე სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ, დარჩენილი თანხის 40%, მაგრამ არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, მხოლოდ 250 ლარზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში.
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ) დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს გაეწიოთ ფინანსური დახმარება 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე, სამგზავრო ხარჯების დასაფარად.
- ძვირადღირებული ანალიზებისა და გამოკვლევების ხარჯების დაფინანსება 140 001-ზე დაბალი სარეიტინგო ქულების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) 0 ლარიდან 500 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინასდება გადახდილი თანხის 40%-ით;
ბ) 500 ლარიდან 1000 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 300 ლარით;
გ) 1000 ლარიდან 3000 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 600 ლარით;
დ) 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 900 ლარით;
ე) 5000 ლარზე მეტი ღირებულების ანალიზები და გამოკვლევები დაფინანსდება 1200 ლარით.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური გადახრები და ესაჭიროებათ სპეციალური სამედიცინო კვება, მიეცემათ ფინანსური დახმარება 100% -ით , მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
- პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან პერიოდული, აუტოიმუნური (იგივე ხმელთაშუა ზღვის ცხელება(FMF)) დაავადებით, მკურნალობისათვის სოციალური დახმარება მიეცემათ ერთ პირზე 300 ლარი.
- ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე) მქონე პაციენტებს, რომლებიც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადიან სათანადო მკურნალობას(სხვადასხვა სახის თერაპია), გაეწიოთ ფინანსური დახმარება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო პირებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ რაიმე სახის თერაპია, მაგრამ წლის განმავლობაში ესაჭიროებათ გამოკვლევების ჩატარება, გაეწიოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 500(ათას ხუთასი) სარეიტინგო ქულების გარეშე.
- იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველადად დაუდასტურდებათ ონკოლოგია, გაეწიოთ ერთჯერადი დახმარება 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა, სარეიტინგო ქულების გარეშე;
- თვალის დაავადებათა მედიკამენტოზური, ამბულატორიული, ოპერაციული მკურნალობის ხარჯები დაფინანსდება გაწეული ხარჯის 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა იმ პირებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 001-ზე.
- 1 000 (ათასი) ლარზე მეტი ღირებულების ანალიზებისა და გამოკვლევების (ბიოფსია, ძვლის ტვინის გამოკვლევა, პეტ კატე, რაც არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან) ხარჯების 40%-იანი დაფინანსება, სარეიტინგო ქულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გარეშე, მაგრამ არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა.
- 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/სტაციონალური მკურნალობა, დაფინანსდება სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 60%-ით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
- ბრონქიალური ასთმით დაავადებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში
- გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთა მიერ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, წლის განმავლობაში თანადაფინანსება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით.
- გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პირთა მიერ, წლის განმავლობაში, შეძენილი მედიკამენტების საფასურის თანადაფინანსება წლის განმავლობაში განისაზღვრება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 0-დან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის ბავშვთა დიაგნოზის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული გამოკვლევების თანადაფინანსება 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 0-დან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის ბავშვთა ადრეული განვითარების/რეაბილიტაცია/აბილიტაციის, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა შეძენილი დაავადების შემთხვევაში, მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვრება წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების საფასურის 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობისა.
მოსალოდნელი შედეგი
გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
150.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვან პირს, რომელიც რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე“.
მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებიც სკოლის შემდგომ სწავლას გააგრძელებენ (მათ შორის 26 წლის ასაკამდე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა სამაგისტრო კურსისა), ყოველი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯი), წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასრულებამდე ერთჯერადად მიეცემათ ფულადი დახმარება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე“.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს(გარდა მოსამზადებელი და სამაგისტრო კურსებისა), რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით (შეფასების სისტემა - ფრიადი: 91-100)სასწავლო წლის ბოლოს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულის გარეშე, თუ სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვებული ქულების საშუალო მაჩვენებელი ჯამურად შეადგენს 91-დან 100-მდე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალწევრიან (7 და მეტი) ოჯახის თითო წევრს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 - ს, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებსაც ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავთ, გაეწიოთ ყოველთვიური სოციალური დახმარება ერთ არასრულწლოვანზე 100(ასი) ლარის ოდენობით 18 წლის ასაკის შესრულებამდე.
მოსალოდნელი შედეგი
გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
შშმ პირების ფინანსური დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
90.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
სრულწლოვანი - I, II და III(სოციალური პაკეტის მიმღები)ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 100 (ასი) ლარის ოდენობით;
მოსალოდნელი შედეგი
გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
5.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხავა კატეგორიის ადამიანთა დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების გაწევის მიზნით გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/მცხოვრებ მარტოხელა/მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირთა გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვის ხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
220.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 2026 წელს დაბადებულ პირველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 (ოთხასი) ლარი, მე-2 ახალშობილზე 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი, მე-3 ახალშობილზე 500 (ხუთასი) ლარი და ყოველ მომდევნო ახალშობილზე დაემატება 50 ლარი დაბადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მომართვისას, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
20.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0 - დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
გაჭირვებული ოჯახებისათვის საწვავის შეძენა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 07
75.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
– ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას“ და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 - ს, ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის (საწვავის შესაძენად) გაეწიოთ ერთჯერადად ფულადი დახმარება 150დან 300 ლარის ოდენობით.
ა) 0-დან 30 001-მდე სარეიტინგო ქულების შემთხვევაში 300 ლარი;
ბ) 30 000-დან 57 001-მდე სარეიტინგო ქულების შემთხვევაში 250 ლარი;
გ) 57 000-დან 62 001-მდე სარეიტინგო ქულების შემთხვევაში 200 ლარი;
დ) 62 000-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულების შემთხვევაში 150 ლარი.
მოსალოდნელი შედეგი
გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 08
220.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 65000-დან 90 001 - ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარი, 90 000-დან 125 001 მდე-ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარი, 125-დან 140 001 მდე - ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარი, მოცემული პირობებით ერთჯერადი სოციალური დახმარებით ვერ ისარგებლებენ ისოჯახები, რომლებიც ყოველთვიურად ღებულობენ საარსებო შემწეობას.
-ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ოჯახში ძალადობის შედეგად დარჩა უსახლკაროდ, ქირის ასანაზღაურებლად გაეწიოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება 100(ასი) ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში.
- უსახლკარო ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ნაქირავები ბინის ქირის ასანაზღაურებლად გაეწიოთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 (ასი) წლის და მეტი ასაკის პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
დაუნის სინდრომით დაბადებულ ერთ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში.
- ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ხანდაზმულთა(70 წელს გადაცილებულ პირთა, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 140 001-ზე), შშმ პირთა(სოციალური პაკეტის მიმღები) და 65 001-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის მედიკამენტების საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრება ექიმის ბეჭდით დამოწმებული რეცეპტის საფუძველზე აფთიაქში შესყიდული მედიკამენტების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობისა.
მოსალოდნელი შედეგი
გაჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
პროგრამის დასახელება
კოდი
ვეტერანებისთვის ფინანსური დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 09
12.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
- ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ პირებს, გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ, მარჩენალდაკარგულ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, გარდაცვლილი პირების მეუღლეებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა, კმაყოფილი მოსახლეობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)
SDG 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
SDG 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვ