საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №011 |
|
2026 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულება
1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საბჭოს საქმიანობა წარიმართება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით.
4. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის წინაშე. საბჭო ყოველი წლის თებერვლის ბოლომდე გენერალურ პროკურორს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
საბჭო განიხილავს განსაკუთრებული სირთულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით ან/და დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე.
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
2. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც, ორი წლის ვადით, საბჭოს წევრთაგან, ღია კენჭისყრით ირჩევს საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
სიცოცხლის ხელყოფის საქმის დაზარალებული საბჭოს მიმართავს საჩივრით. საჩივრის წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით – საბჭოს ელექტრონული ფოსტის (cc@pog.gov.ge) მეშვეობით.
1. საბჭოს თავმჯდომარე საჩივარს შესასწავლად გადასცემს საბჭოს ერთ ან რამდენიმე წევრს.
2. საჩივრის შესწავლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს საბჭოს წევრი, თუ პირადად ან მისი დაქვემდებარებული თანამშრომელი სისხლის სამართლის შესაბამის საქმეზე ახორციელებს გამოძიებას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
3. საჩივრისა და თანდართული მასალების შესწავლის საფუძველზე, საბჭოს წევრი საბჭოს თავმჯომარესთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საკითხის საბჭოსთვის განსახილველად გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.
4. საჩივრის საბჭოსთვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჩივრის ავტორს.
1. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საბჭო იკრიბება გენერალური პროკურორის მოწვევით. ასეთ შემთხვევაში გენერალური პროკურორი განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარეს.
3. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი/საქმე, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საჩივრის/საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს საბჭოს წევრი, თუ პირადად ან მისი დაქვემდებარებული თანამშრომელი სისხლის სამართლის შესაბამის საქმეზე ახორციელებს გამოძიებას, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
5. საბჭოს სხდომას შესაძლებელია დაესწროს გენერალური პროკურორი ან/და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები.
6. საბჭოზე საკითხის განხილვისას განმარტებებისა და ინფორმაციის მისაღებად საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი პროკურორი/გამომძიებელი ან/და პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი. ასევე, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს დაზარალებული ან სხვა დაინტერესებული პირი.
7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.
8. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები და სხდომის მდივანი.
9. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება გენერალურ პროკურორს, რომელიც უფლებამოსილია არ დაეთანხმოს რეკომენდაციას. ასეთ შემთხვევაში იგი უარს ამბობს რეკომენდაციის გაზიარებაზე ან/და დაავალებს საბჭოს საკითხის დამატებით შესწავლას.
10. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ეთანხმება გენერალური პროკურორი, ეგზავნება შესაბამის პროკურორსა და მის ხელმძღვანელს.
1. საბჭო იკრიბება და რეკომენდაციას გასცემს საბჭოს წევრის მიერ საჩივრის შესწავლიდან ან/და გენერალური პროკურორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში.
2. საბჭო უფლებამოსილია, გამოითხოვოს და შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმის მასალები, გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. განახორციელოს სხვა უფლებამოსილება, რაც დაეხმარება საკითხის სრულყოფილად შესწავლაში.
3. სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გაიცა რეკომენდაცია, საბჭო აწესებს ზედამხედველობას, მასზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში წინადადებით მიმართოს გენერალურ პროკურორს პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლის თაობაზე.
1. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხდომის მდივანი განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №011. სარეგისტრაციო კოდი — 110060000.70.082.016206.
- სად არის „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №011, 21.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016206 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7005331/