„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №305 |
|
2026 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში (ვებგვერდი, 310111, 31/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 107-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებისა და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით;“. 3. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება საწარმოს მიერ პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებისა და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის, წლიური 24 პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №305. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.22.033.018057.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №305, 01.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.018057 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7006641/