„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№467
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.026017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №467

2026 წლის 28 სექტემბერი

 ქ. თბილისი

 

„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2016, 430210000.10.003.019266) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამა.“.

3. მე-2 და 33 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. პირველი მუხლით დამტკიცებული პროგრამის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამა“;

ბ) პირველი − მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამა (შემდგომში − პროგრამა) განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

1. პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.

2. პროგრამის ამოცანაა გრანტის გაცემის გზით ხელი შეუწყოს:

ა) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების მიერ საზღვარგარეთ განათლების მიღებას;

ბ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების მიერ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას;

გ) სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას;

დ) ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო საქართველოს მოქალაქის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების განხორციელებას;

ე) ქვეყანაში განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით საერთაშორისო აქტივობების საქართველოში განხორციელებას.

მუხლი 3. სამინისტროს მიერ გრანტის გაცემის წესი

1. სამინისტროს მიერ გრანტი შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქეზე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირზე, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.

2. სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამებს, შესაბამისი პროგრამის  კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მინისტრი სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების ფარგლებში უფლებამოსილია, განსაკუთრებული მიღწევებისათვის გრანტის მიმღებზე ერთჯერადად დააწესოს/გასცეს ჯილდოები და სტიპენდიები.

4. სამინისტროს მიერ გრანტის გაცემის წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები;

ბ) დონორი ან/და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრანტის მიმღებმა, რომელმაც გრანტი მოიპოვა საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების ან კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე სწავლის მიზნით, სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების/კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

გ.ბ) 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. გრანტის მიმღებმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

23. გრანტის მიმღებმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს საქართველოში დასაქმების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.“;

გ.გ) 23 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი:

„24. მინისტრი უფლებამოსილია, შესაბამისი სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამით დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში დაყოვნებისა და დასაქმებისგან განსხვავებული ვადები.“;

გ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრანტის მიმღების მიერ ამ პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას.“;

ე) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვენებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვენებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №467. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.10.003.026017.
სად არის „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №467, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.026017 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7011782/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება