„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2026 წლის 29 სექტემბერი დაბა ადიგენი |
ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მწვანე ნარგავების მოვლის პროცესს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია. დაბა აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აბასთუმნის განვითარების სააგენტო“ ამ წესის შესაბამისად.“.
ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:
„5. კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს შესაბამისი მესაკუთრე.
6. კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარის ტოტების მუნიციპალურ გზაზე, ქუჩაზე, ტროტუარზე ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში გადმოწევა იმგვარად, რომ აღნიშნული აფერხებდეს სატრანსპორტო ან ქვეითთა გადაადგილებას, ზღუდავდეს ხილვადობას, ქმნიდეს საფრთხეს ან აზიანებდეს მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, გარე განათების სადენებსა და სანათებს დაუშვებელია.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგენს დათვალიერების აქტს და მესაკუთრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხე-მცენარის ტოტების გასხვლისა და ტერიტორიის მოწესრიგებისათვის.
8. მესაკუთრის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.09.2026. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.137.016863.
- სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №40, 29.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016863 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7011866/