ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2026 წლის 30 სექტემბერი ქ. ოზურგეთი
|
|
ა) სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული პირების მხარდაჭერა;
ბ) იმ პირების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდასთან;
გ) ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა;
დ) დასაქმების ხელშეწყობა.
ა) კანონიერება;
ბ) თანასწორობა;
გ) საჯაროობა;
დ) მიუკერძოებლობა;
ე) კოლეგიურობა;
ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
ა) კონკურსის ჩატარების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, საკონკურსო პროგრამაში შემოსული განაცხადების შემოწმება, ასევე წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) პროექტში მონაწილე ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის მიწოდება (ბიზნესგეგმის განაცხადში წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე ან/და ტელეფონის ნომერზე).
2. კომისიის შემადგენლობას „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის“ წარდგინებით წელიწადში ერთხელ ამტკიცებს მერი.
3. კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელ(ებ)ი;
გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის: ,,საფინანსო-საბიუჯეტო", ,,ადმინისტრაციის", ,,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების", ,,განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის", ,,ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების" და ,,ეკონომიკური განვითარების" სამსახურების წარმომადგენელ(ებ)ი.
ა) 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან მეწარმე იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე;
გ) მეწარმე იურიდიულ პირი.
2. ბიზნესგეგმის წარდგენა ასევე შეუძლია ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა დაფინანსების შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3. სავალდებულოა ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხა, მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 20 % (ოცი) პროცენტი.
4. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში – ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური პირი, ინდივიდუალური ან მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნეს გეგმების გადარჩევის ეტაპს ან /და გამარჯვებული პროექტის ავტორია.
5. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს:
ა) საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი (,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
დ) ბიზნესგეგმის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ე) პირი, რომელიც არის პროექტის გამარჯვებული ბენეფიციარი ან/და მისი ოჯახის წევრი, მომდევნო ზედიზედ 2-ჯერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) ბიზნესგეგმების წარდგენა, გასაუბრება და შეფასება;
გ) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება;
დ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსება;
ე) გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი.
2. ბიზნესგეგმების წარმოსადგენად საჭირო ფორმა მტკიცდება ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის დავალებით, ,,ტურიზმისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილების“ ერთ-ერთ თანამშრომელს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული ან/და ელექტრონულად შემოსული განაცხადები და განაცხადის ფორმის ტექნიკური ხარვეზის (საბაზისო მონაცემები) არსებობის შემთხვევაში კონკურსანტებს აღმოუჩინოს შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს შეტყობინების მიწოდებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
2. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის დავალებით ,,ტურიზმისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილების" ერთ-ერთ თანამშრომელს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული ბიზნესგეგმები და მოამზადოს კომისიისათვის გადასაცემად.
3. ბიზნეს გეგმების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) ბიზნეს გეგმის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);
ბ) ბიზნესგეგმის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირის წარმომადგენელია. მეწარმე იურიდიული პირის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100, 000 (ასიათასი) ლარს;
გ) ბიზნესგეგმის ავტორი ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირია, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა დაფინანსების შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარს;
ე) პროექტის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს;
ვ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნესგეგმის ფორმა.
ზ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად უნდა განხორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. ბიზნესგეგმების შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:
ა) ფორმალური შეფასება;
ბ) გასაუბრება.
3. გასაუბრებამდე ან გასაუბრების შემდგომი ეტაპი შესაძლებელია მოიცავდეს ადგილზე დათვალიერების აუცილებლობას.
4. შეფასების საბოლოო მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 (ასი) ქულას, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) ფორმალური შეფასება – მაქსიმალური ქულა – 40 (ორმოცი);
ბ) გასაუბრება – მაქსიმალური ქულა – 60 (სამოცი);
5. ბიზნესგეგმის შეფასების ფორმას კომისიის წარდგინებით ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. კომისიის ყველა წევრი ავსებს შეფასების ფორმას და შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია.
3. 40 (ორმოცი) ქულაზე ნაკლები შეფასების პროექტები არ დაფინანსდება.
4. ბიზნესგეგმები, რომლებიც მიიღებენ 40 (ორმოცი) და მეტ შეფასებას, დაფინანსდება რეიტინგული სიის მიხედვით (მაღალი ქულიდან - ქვემოთ თანმიმდევრული პრინციპით) თანხის ამოწურვამდე.
5. გამარჯვებული პროექტის ავტორ ფიზიკურ პირს, გამარჯვებულად გამოცხადების მომენტიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან მეწარმე იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება.
ა) ბიზნესის განხორციელების ადგილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი (განახლებული მიმდინარე წლის მდგომარეობით) საჯარო რეესტრიდან ან/და ბიზნესის განხორციელების ადგილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დროებით სარგებლობის ფორმით მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება, (იჯარის ხელშეკრულება და სხვა სახის დროებითი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება არანაკლებ 5 (ხუთი) წლით;
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) თანამონაწილეობის თანხის შესახებ ცნობა/ამონაწერი კომერციული ბანკიდან გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს გრანტის თანხის ჩარიცხვა;
ე) ცნობა იმის თაობაზე, რომ მეწარმე სუბიექტს წარმოდგენილ კომერციულ ბანკში არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება;
ვ) ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ცნობა სსიპ–შემოსავლების სამსახურიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დეტალური საფუძვლ(ებ)ის შესახებ;
თ) კომისიის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული სხვა საჭირო წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
2. ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადა განისაზღვროს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე.
2. ხელშეკრულების გაფორმებიდან პროექტის დასრულების ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს.
3. მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისათვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 15,000 (თხუთმეტიათასი) ლარს.
4. კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.
5. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმის თანხის/ბიუჯეტის კორექტირების შეთავაზების შეთანხმების შემთხვევაში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კორექტირებული ბიუჯეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (meriaozurgeti2018@gmail.com ).
6. საგრანტო თანხა გაიცემა ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის ათვისების შემდეგ. ბენეფიციარმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მისი თანამონაწილეობის თანხის ხარჯვის დამადასტურებელი, (მოთხოვნილი თანხის ღირებულების არანაკლებ 20 % (ოცი) ) ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
7. გამარჯვებული პროექტის დაფინანსებისათვის გადაცემული თანხის ხარჯვის (გადარიცხვის) სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს გრანტის თანხის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
8. ბენეფიციარის მიერ საგრანტო თანხის გამოყენება/გადარიცხვა დასაშვებია მხოლოდ იურიდიულ პირთან საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით. ფიზიკურ პირთან საგრანტო თანხით ანგარიშსწორება დაუშვებელია.
9. აუთვისებელი თანხის არსებობის შემთხვევაში დარჩენილი თანხა ბრუნდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
10. მეორადი ნივთის შეძენის შემთხვევაში ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია, კერძოდ: ხელშეკრულება/მიღება-ჩაბარება, თანხის ჩარიცხვის დოკუმენტი (იურიდიულ პირთან) და ასევე ნივთის საგარანტიო არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით. (ნივთი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში).
2. მონიტორინგი ხორციელდება ბენეფიციართა საქმიანობის ეფექტიანობისა და გრანტით განსაზღვრული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დასადგენად.
3. პროგრამის მონიტორინგი განხორციელდება ბიზნესგეგმის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ჩარიცხვიდან 4 (ოთხი) თვის განმავლობაში არანაკლებ 2-ჯერ.
2. პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარე ან/და კომისიის წევრი, პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში.
3. საკრებულო აფასებს და ცნობად იღებს პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს.
2. პროგრამის ფარგლებში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) პროგრამის განხორციელების წესი;
ბ) შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამა;
გ) პროგრამის შეფასების ანგარიში.
3. ინფორმაცია პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს იმგვარი ფორმით, რომ მისი გამოქვეყნების დროს დაცული იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“?
- „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.113.016570.
- სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“, №25, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016570 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7013314/