1. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის ინსპექტირების სამმართველო;
ბ) ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისობის სამმართველო.
3. ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის ამაღლებაზე, გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის, მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის სისტემატური კონტროლი და შეფასება;
დ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და სამშენებლო/საზედამხედველო კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი;
ე) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის საგზაო ინფრასტრუქტურის ინსპექტირების სამმართველო;
ბ) „ა“ – „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს, ინსპექტირების შედეგების ტექნიკური და დოკუმენტური დამუშავებისა და შესაბამისობის შეფასების ნაწილში ასრულებს ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისობის სამმართველო;
გ) „ვ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ამოცანებს ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ორივე სამმართველო ასრულებს კომპეტენციის ფარგლებშ