1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

დ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ზ) მონაწილეობს დეპარტამენტის ემბლემის დამტკიცებაში;

თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები, სამუშაო ჯგუფები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მინდობილობებს;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს;

ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

მ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;

ნ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, განსაზღვრული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოიწვიოს კონკრეტული სფეროს სპეციალისტები;

ო) ანაწილებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარის და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ერთდროულად დროებით არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა ფუნქციები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი