აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.232
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №379
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 265-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 258-ე მუხლის 23-ე სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დროს გადახდილი აქციზის თანხის უკან დაბრუნებისათვის აუცილებელია საბაჟო ორგანოებს წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) გადამხდელის განცხადება გადახდილი აქციზის თანხის დაბრუნების შესახებ;
ბ) შევსებული სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც მოხდა გადახდილი გადასახადის გამოთვლა;
გ) საგადასახადო დავალება, რომლის მიხედვითაც მოხდა დღგ-სა და აქციზის გადახდა ბანკის მიერ გაკეთებული აღნიშვნით გადახდის თაობაზე;
დ) გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით მდებარე საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის.
2. აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი ცნობის ფორმა და მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“?
- „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 23.04.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №379. სარეგისტრაციო კოდი — 200.120.000.22.033.010.232.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.12.2010-დან.
- სად არის „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“, №379, 23.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.010.232 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70246/