„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №64/ნ |
|
2026 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი (შემდგომში – სანებართვო დოკუმენტი) – სათანადოდ შევსებული, ერთწლიანი ან მოკლევადიანი სანებართვო დოკუმენტი (მოკლევადიანი სანებართვო დოკუმენტი ძალაშია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში), აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიისთვის შესაბამის შტამპებთან ერთად („EURO V უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ ან ,,ZEV“) და აუცილებლობის შემთხვევაში კონკრეტულ ტერიტორიებზე მისი შეზღუდვის მითითებით (A, GR, H, I, RUS). სანებართვო დოკუმენტი უფლებას ანიჭებს გადამზიდველს, განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა წევრ ქვეყნებს შორის;
ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) Zero-Emission Vehicle (ZEV) – ნულოვანი ემისიის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გადამზიდველთან დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის და მძღოლის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმით, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით ან არანაკლებ მოთხოვნილი სანებართვო დოკუმენტის მოქმედების ვადით (ერთწლიანი სანებართვო დოკუმენტის შემთხვევაში – შესაბამისი კალენდარული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით);“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადამზიდველმა, დანართი №1-ით და დანართი №3-ით გათვალისწინებულ ფორმაში, სააგენტოს უნდა მიაწოდოს დამატებით ინფორმაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფისის მისამართის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ის განსხვავდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში მითითებული მისამართისგან.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სანებართვო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში გადამზიდველი ვალდებულია მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა იყოს სრულად შევსებული და მკაფიოდ წაკითხვადი. დაუშვებელია დოკუმენტის არსებით მონაცემებში (მხარეები და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები, თანამდებობა ან ფუნქცია, თარიღები, მოქმედების ვადა, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი) გადაშლის, გადაფხეკის, მაკორექტირებელი საშუალების („შტრიხის“) გამოყენების ან სხვა სახის გადასწორების არსებობა. დანართი №3-ით გათვალისწინებულ დოკუმენტში ნებისმიერი გადასწორება დაუშვებელია. ამ პუნქტის მოთხოვნის დარღვევით შედგენილ დოკუმენტს დაუდგინდება ხარვეზი და გადამზიდველს კომისიის რეგლამენტით დადგენილი წესით მიეცემა ვადა მის აღმოსაფხვრელად. ხარვეზი ჩაითვლება გამოსწორებულად მხოლოდ ახლად შედგენილი (საჭიროების შემთხვევაში – ხელახლა ნოტარიულად დამოწმებული) დოკუმენტის წარდგენით. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.“.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სანებართვო დოკუმენტის მიმართ მოქმედებს ტერიტორიული და ტექნიკური შეზღუდვები. ზოგიერთი სანებართვო დოკუმენტი არ გამოიყენება ცალკეული წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე და ზოგიერთი სანებართვო დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი კატეგორიის („EURO V უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ ან „ZEV“) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სანებართვო დოკუმენტი შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ ან „ZEV“) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
4. სანებართვო დოკუმენტის გაცემასთან და სანებართვო დოკუმენტის ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც გადამზიდველების განსახილველი სანებართვო დოკუმენტების მოთხოვნების ჯამი აღემატება კვოტის ფარგლებში არსებულ სანებართვო დოკუმენტების (მათ შორის, სანებართვო დოკუმენტის ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის კვოტის მოხსნასთან დაკავშირებით) რაოდენობას, სანებართვო დოკუმენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს შესაბამისი ფორმულის (დანართი №2) საფუძველზე გაანგარიშებული რეიტინგის, განაწილების წესის და კომისიის რეგლამენტის გათვალისწინებით.“;
ბ) მე-5 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სანებართვო დოკუმენტის მიღებისას გააჩნია საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით საქართველოში რეგისტრირებული „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ ან „ZEV“ კატეგორიის არანაკლებ 5 ავტოსატრანსპორტო საშუალება;“;
ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გააჩნია სათანადო ფინანსური რესურსი;“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„5¹. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსური რესურსის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებზეც მოთხოვნილია სანებართვო დოკუმენტი და რომლებიც გადამზიდველს გააჩნია იჯარის, ქირავნობის ან სხვა სამართლებრივი ფორმით (გარდა საკუთრებისა და ლიზინგისა): ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან პირველისთვის – 9000 ევროს ეკვივალენტი ლარში, ხოლო ყოველი შემდგომისთვის – 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში. გადამზიდველის საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება ფინანსურ რესურსად და მათთან დაკავშირებით დამატებითი რესურსის არსებობის ვალდებულება არ ვრცელდება. ფინანსური რესურსი დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი სახის დოკუმენტით: საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკ(ებ)ის მიერ გაცემული ამონაწერ(ებ)ით გადამზიდველის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ამონაწერის გაცემის დღის მდგომარეობით არსებული ნაშთის (სხვადასხვა ბანკის ამონაწერებით დადასტურებული ნაშთები შესაძლებელია დაჯამდეს, თუ ამონაწერები მომზადებულია ერთ კალენდარულ დღეს) ან გადამზიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერითა და უფლებამოსილი შემფასებლის მიერ მომზადებული საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნით. ნაშთის ამონაწერი და საჯარო რეესტრის ამონაწერი გაცემული უნდა იყოს განცხადების (ხარვეზის გამოსწორებისას – შესაბამისი დოკუმენტის) წარდგენამდე არაუმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე, ხოლო შეფასების დასკვნა – არაუმეტეს 6 თვით ადრე. ფინანსურ რესურსად არ ჩაითვლება ანგარიშზე თანხების ბრუნვა (მოძრაობა), საკრედიტო ხაზის ან ოვერდრაფტის ლიმიტი და სხვა პირის (მათ შორის, დამფუძნებლის, პარტნიორის ან ხელმძღვანელის) სახელზე არსებული თანხა ან ქონება. ევროს ეკვივალენტი ლარში, აგრეთვე სხვა ვალუტაში გამოხატული თანხის ეკვივალენტი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი დოკუმენტის გაცემის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.“;
დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გადამზიდველმა 15 სამუშაო დღეში უნდა აცნობოს სააგენტოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მენეჯერთან ან/და მძღოლთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ. აღნიშნული შეტყობინებით ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალ მენეჯერთან ან/და მძღოლთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი დანართით №3 გათვალისწინებული ფორმით.
7. გადამზიდველმა 15 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფისის ცვლილების შესახებ.“.
5. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სანებართვო დოკუმენტის და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის კვოტის გარეშე ჩანაცვლება და ჩამორთმევა
1. სანებართვო დოკუმენტი შეიძლება ჩანაცვლდეს სარეზერვო სანებართვო დოკუმენტით მოქმედების დარჩენილი ვადით.
2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეამოწმოს სანებართვო დოკუმენტის (ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის) გამოყენება ECMT ციფრული სისტემის (DS) მონაცემების საფუძველზე, მათ შორის, სანებართვო დოკუმენტების გამოყენების მონიტორინგის, ანალიზისა და კვოტების დაგეგმვის მიზნით.
3. სანებართვო დოკუმენტისა და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის გამოყენების საკითხის განხილვის მიზნით, სააგენტო ყოველწლიურად ორჯერ ამოწმებს ერთწლიანი სანებართვო დოკუმენტისა და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის გამოყენების მონაცემებს: მაისში – იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდზე და სექტემბერში – მაისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე. შემოწმების შედეგები იმავე თვეში წარედგინება კომისიას.
4. სანებართვო დოკუმენტი ითვლება გამოყენებულად, თუ შემოწმების პერიოდში სააღრიცხვო წიგნში ასახულია მისი გამოყენებით შესრულებული არანაკლებ სამი რეისი, ხოლო ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის შემთხვევაში – არანაკლებ ორი რეისი, რომელიც მოიცავს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დატვირთვას, გადმოტვირთვას ან ტრანზიტს. ამ პუნქტის მიზნებისთვის მხედველობაში მიიღება სააღრიცხვო წიგნში ასახული დაუტვირთავი რეისებიც.
5. სანებართვო დოკუმენტის ან/და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის გამოუყენებლობა თავისთავად არ იწვევს მის ჩამორთმევას. შემოწმების შედეგების განხილვისას კომისია შემთხვევას აფასებს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) შემოწმების პერიოდში არსებული გარემოებები, რომლებიც, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს შეტყობინების თანახმად, ობიექტურად ზღუდავდა სანებართვო დოკუმენტის (ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის) გამოყენებას და საერთო იყო გადამზიდველთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის (მაგალითად, საზღვრის კვეთის ან ტრანზიტის შეზღუდვა, გადაზიდვების შეჩერება, სავაჭრო ან სატრანსპორტო შეზღუდვები);
ბ) სააგენტოში არსებული გაუცემელი სანებართვო დოკუმენტების, (მათ შორის, სარეზერვო სანებართვო დოკუმენტებისა და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის) ნაშთი;
გ) შესაბამის სანებართვო დოკუმენტზე ან ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტაზე არსებული დეფიციტი;
დ) სანებართვო დოკუმენტის მოქმედების დარჩენილი ვადა და ჩამორთმევის შემთხვევაში მისი სხვა გადამზიდველის მიერ ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა;
ე) სანებართვო დოკუმენტის (ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის) გაცემის თარიღი, თუ იგი გაცემულია შემოწმების პერიოდის ბოლო ორ თვეში;
ვ) გადამზიდველისგან დამოუკიდებელი დროებითი ობიექტური მიზეზი (მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლა), რის გამოც სანებართვო დოკუმენტის ან/და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის გამოყენება, მათ შორის შესაბამისი კატეგორიის სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, შეუძლებელი იყო, თუ გადამზიდველმა მიზეზის წარმოშობიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აცნობა სააგენტოს, წარუდგინა დამადასტურებელი დოკუმენტი და მიიღო ზომები მის აღმოსაფხვრელად;
ზ) გადამზიდველის მიერ სხვა სანებართვო დოკუმენტების გამოყენების მაჩვენებელი;
თ) ECMT ციფრული სისტემის (DS) ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც სანებართვო დოკუმენტის გამოყენება ან სააღრიცხვო წიგნში რეისის ასახვა შეუძლებელი იყო, თუ ხარვეზი დადასტურებულია საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) შეტყობინებით;
ი) იმავე ან წინა წელს გადამზიდველისთვის სანებართვო დოკუმენტის (ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის) გამოუყენებლობის გამო გაფრთხილების მიცემის ან სანებართვო დოკუმენტის (ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის) ჩამორთმევის ფაქტი.
6. თუ შემოწმების პერიოდში სანებართვო დოკუმენტი ან/და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არ ჩაითვალა გამოყენებულად, კომისიის გადაწყვეტილებით გადამზიდველს შეიძლება მიეცეს გაფრთხილება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის ან/და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ.
7. თუ გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სანებართვო დოკუმენტი ან/და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტა არ იქნება გამოყენებული, კომისია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის ან/და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ.
8. სანებართვო დოკუმენტისა და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის (A, GR, H, I, RUS) გამოყენებისა და ჩამორთმევის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ცალ-ცალკე, მათ შორის თითოეული ქვეყნის კვოტისთვის ინდივიდუალურად.
9. თუ გადამზიდველი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტს თვითნებურად გადასცემს/ელექტრონულად ანიჭებს სხვა გადამზიდველს ან/და გამოიყენებს სხვა გადამზიდველზე გაცემულ ნებისმიერი სახის სანებართვო დოკუმენტს და აღნიშნულს ახორციელებს მრავალჯერ (2 ან მეტი), რაც იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი გადამზიდველზე გაცემული ყველა სანებართვო დოკუმენტის ჩამორთმევის შესახებ.
10. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადამზიდველზე გაცემული სანებართვო დოკუმენტის ან/და ქვეყნის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტის ჩამორთმევის შესახებ, თუ:
ა) გადამზიდველს გაუუქმდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა ან ამოიწურა მისი მოქმედების ვადა;
ბ) გადამზიდველმა სანებართვო დოკუმენტის მისაღებად ან მისი გამოყენებისას წარადგინა ან გამოიყენა ისეთი დოკუმენტი, რომელზეც იკვეთება გაყალბების აშკარა ნიშნები;
გ) გადამზიდველი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ პირობებს.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გადამზიდველს ეცნობება შესაბამისი გარემოების შესახებ და ეძლევა არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა მის აღმოსაფხვრელად.
12. სანებართვო დოკუმენტების ჩამორთმევის ან დაბრუნების შემთხვევაში შესაძლებელია გაიცეს სარეზერვო სანებართვო დოკუმენტი სხვა გადამზიდველზე დარჩენილი მოქმედების ვადით.
13. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, სანებართვო დოკუმენტთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, ჩამორთმევა, სარეზერვო სანებართვო დოკუმენტის გაცემა) გამოიყენება საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სახელმძღვანელოს დებულებები.
2027 და 2028 წლების სანებართვო დოკუმენტი უნგრეთის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე კვოტით გაიცემა არანაკლებ „EURO V უსაფრთხო“, „EURO VI უსაფრთხო“ ან „ZEV“კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.“.
6. დანართი №1 - დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.10.2026. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №64/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.77.090.016064.
- სად არის „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის N51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №64/ნ, 23.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016064 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7028500/