1. დავების განხილვის სამსახური წარმოადგენს საპენსიო ფონდის დამოუკიდებელ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე.

2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი არის სამსახურის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში, ის მონაწილეობს საქმის კოლეგიურად განხილვაში და თავმჯდომარეობს განხილვას.

3. სამსახური კანონის 378 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს კოლეგიურად, 3 წევრის შემადგენლობით. კოლეგიურად საკითხის განხილვაში მონაწილეობს სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე და კოლეგიის დამატებით ერთი წევრი, რომლებიც საკითხის განხილვისას სარგებლობენ თანაბარი ხმის უფლებით.

4. სამსახურის უფროსს, მოადგილეს და კოლეგიის წევრს ნიშნავს მმართველობითი საბჭო სამსახურის დებულებით დადგენილი წესით.

5. სამსახურის თანამშრომლებს შეარჩევს სამსახურის უფროსი, საპენსიო ფონდის შესაბამისი აქტებით დადგენილი წესით და დასანიშნად წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს.

6. სამსახური უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის დავები, რომლებიც გამომდინარეობს:

ა) კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან;

ბ) კანონის 32-ე−341 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მონაწილის/გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მოთხოვნა პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის თაობაზე;

გ) კანონის 373 და 374 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან;

დ) შეტყობინებებისა და ინფორმირების სისტემასთან დაკავშირებული მონაწილის პრეტენზიებიდან.

7. დავების განხილვის სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა, მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესები და პროცედურები (მათ შორის, საჩივრის განხილვის პროცედურები), აგრეთვე საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) წესები განისაზღვრება დავების განხილვის სამსახურის დებულებით.

8. დავების განხილვის სამსახურის მიერ განცხადებისა და პრეტენზიის განხილვისათვის გამოიყენება დავების განხილვის სამსახურის დებულებით საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესები სრულად ან ნაწილობრივ, განცხადების ან პრეტენზიის განხილვის თავისებურების გათვალისწინებით.

9. სამსახურის უფროსი კვარტალში ერთხელ ადგენს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს (მათ შორის, საჩივრების, განცხადებებისა და პრეტენზიების რაოდენობის, განხილვის ვადების, დასრულების, შედეგების და ა.შ. შესახებ) და წარუდგენს მმართველობით საბჭოს. სამსახურის უფროსი ასევე ვალდებულია აღნიშნული ანგარიში კვარტალში ერთხელ გასაცნობად გაუგზავნოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მარეგულირებელი წესის შესაბამისად  ანგარიშგებისათვის.

თავი მეორე

საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა