1. მონიტორინგის დეპარტამენტი, საპენსიო შენატანების ვალდებულების შესრულების მონიტორინგის, საპენსიო შენატანის განხორციელების ზედმეტობის გამოვლენის, აღსრულების პროცედურებისა და ამისათვის საჭირო ელექტრონული სისტემის მენეჯმენტის გარდა  უზრუნველყოფს: კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 10-დღიანი შეღავათით სარგებლობის მონიტორინგს, განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების მონიტორინგს. საპენსიო ფონდის აღსასრულებელ აქტებთან დაკავშირებით (მათ შორის, საპენსიო შენატანთან, მიუღებელ სარგებელთან, ჯარიმასთან, ასევე კანონითა და საპენსიო ფონდის სხვა აქტებით, მათ შორის. დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საპენსიო ფონდის სახელით, სააღსრულებო ფურცელს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამოსცემს მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

2. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას განცხადებებსა და  საჩივრებზე, უზრუნველყოფს დამსაქმებლების მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მონიტორინგს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმებს. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი შეისწავლის დამსაქმებლებისა და მესამე პირებისგან მოწოდებულ ინფორმაციას შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების მიზნით.

3. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.