1. საპენსიო ფონდის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და საშტატო პოლიტიკის დოკუმენტით. საპენსიო ფონდის თანამშრომლის (გარდა დავების განხილვის სამსახურის უფროსის, მისი მოადგილის, კოლეგიის წევრის, ასევე აღმასრულებელი დირექტორების და მათი მოადგილეების თანამდებობებისა) შერჩევის მიზნით საპენსიო ფონდში გენერალური დირექტორის მიერ იქმნება საკონკურსო კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საპენსიო ფონდის არსებული თანამშრომლის სხვა პოზიციაზე გადაყვანა ან/და დაწინაურება.

2. დავების განხილვის სამსახურის თანამშრომელთა შერჩევისას საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის დავების განხილვის სამსახურის უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული პირი. სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს გენერალური დირექტორი.

3. საკონკურსო მოთხოვნები შესაბამისობაში უნდა იყოს მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ნუსხასთან. საშტატო ნუსხის შესაბამისად, ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან, დავების განხილვის სამსახურთან და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით შეიმუშავებს და გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად გადასცემს შესაბამისი პოზიციებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ფუნქციებს.

4. გენერალური დირექტორი აღასრულებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებებს.