,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№410
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.010.282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 30/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.282

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №410

2007 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო  საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და  დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის  №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის  №301 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 13.05.05, №56, მუხ. 618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ფინანსთა სამინისტროს სისტემა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები:

ე.ა) გენერალური ინსპექცია;

ე.ბ) შემოსავლების სამსახური

ე.გ) სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი)“.

ბ) მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ინსპექციები“.

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგადასახადო ორგანოში არსებულ საიდუმლო დოკუმენტებსა და ინფორმაციას განეკუთვნება:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები;

ბ) გადამხდელისაგან შემოსული წერილები და მასზე გაცემული პასუხები;

გ) გადასახადის გადამხდელთა გასვლით საგადასახადო შემოწმებაზე ბრძანებები, გადამხდელთან გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, შემოწმების აქტები, კამერალური შემოწმების აქტები;

დ) დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები;

ე) გადამხდელთა საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები;

ვ) საგადასახადო დავალებები;

ზ) საინკასო დავალებები;

თ) გადამხდელთა შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები;

ი) გადმხდელების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია;

კ) გადამხდელთა შესახებ შემოსავლების სამსახურიდან (ბანკებიდან) და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია;

ლ) გადასახადის აღრიცხვის პირადი ბარათები;

მ) მონაცემები გადამხდელებზე გაცემული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, სასაქონლო ზედნადების, ლუქების და სხვა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შესახებ;

ნ) გადასახდის გადამხდელთა რეესტრი;

ო) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს კონკრეტული გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, კონტრაქტების, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებების შესახებ;

პ) გადამხდელთა შესახებ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია“.

დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა (სამეწარმეო რეესტრით) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სახელმწიფო რეესტრით) გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია“.

ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. ასეთი მითითებების აუცილებლობა არ წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე ადგენს დეკლარაციებს, გაანგარიშებებს, ასეთ შემთხვევაში დეკლარაციებში, გაანგარიშებებში მითითებული ინფორმაცია ავტომატურად ჩაითვლება საგადასახადო საიდუმლოებად. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ინფორმაცია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის საჯაროობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საგადასახადო ორგანო არ ცნობს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი საჯაროობის თაობაზე, რასაც დაუყოვ-ნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე შემოსავლების სამსახურში ან სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის საჯაროობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს. მაგალითად. პირის კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია გადახდილი გადასახადების შესახებ და ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ორგანოში სავალდებულოდ წარსადგენი დეკლარაციები/გაანგარიშებები. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო, რომელიც ამ ინფორმაციას მიიღებს, ვალდებულია ავტომატურად ცნოს იგი კომერციულ საიდუმლოებად. სხვა შემთხვევაში ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვლება მხოლოდ ამ ინ-ფორმაციის მფლობელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, ე.ი. როდესაც გადასახადის გადამხდელი წარუდგენს ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს, მან იქვე უნდა მიუთითოს, სურს თუ არა ამ ინფორმაციის შინაარსის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა. თუ პირი ინფორმაციის წარდგენისას არ მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მის კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება, ეს ინფორმაცია ღია გახდება ნებისმიერი მესამე პირისათვის“.

ვ) მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. საიდუმლოობის რეჟიმის უზრუნველყოფის შემოწმებებს ახდენენ კომისიები, რომლებსაც სათანადო უფლებამოსილ თანამდებობის პირთაგან ქმნის შემოსავლების სამსახურის უფროსი“.

ზ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი


 

დანართი №1

შემოსავლების სამსახური

 

კომპიუტერულ სისტემასთან დაშვების ნებართვა

 

მომხმარებლის გვარი, სახელი

 

სტრუქტურული ერთეული/ სამმართველო/ განყოფილება:

 

დაშვების სახე

პროგრამის სახე

 

 

 

ინფორმაცია უფლების მინიჭებაზე

 

თანხმობა:   _____           უარი:    ______      თარიღი:  _____________

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე: _______________

 

ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ზემოხსენებული თანამშრომელი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე. თანახმა ვარ მიეცეს მას მომხმარებლის იდენტიფიკატორი და პაროლი რეგისტრაციისა და გადასახადების ადმინისტრირების კომპიუტერულ სისტემაში სამუშაოდ.

 

ხელმოწერა: ___________________________

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ნებართვა გაცემულია შემდეგ სისტემაზე

 

გაკს-ის მომხმარებლის იდენტიფიკატორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეგისტრაციის მომხმარებლის იდენტიფიკატორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სისტემის ადმინისტრატორი: _____________________________________

 

ხელმოწერა: __________________