„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №552 |
|
2026 წლის 18 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის №734 განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების მიზნით მიმდინარე სამუშაოების სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტ(ებ)ის ეფექტიანი მართვისათვის გატარებული ღონისძიებების შეფასებისა და დადასტურების მიზნით, შეიქმნას „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი.
4. საქართველოს კულტურის მინისტრი − კომისიის წევრი.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის წევრი.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი.
7. საქართველოს სპორტის მინისტრი − კომისიის წევრი.
8. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი.
9. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი.
10. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.
11. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი.
12. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.
13. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი − კომისიის წევრი.
14. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. კომისიის საქმიანობის ფარგლებში შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტ(ებ)ის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტიდან, თუმცა მნიშვნელოვნად უკავშირდება შესაბამისი პროექტ(ებ)ის შეუფერხებელ და ეფექტიან განხორციელებას ან/და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას.“;
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №552. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.026102.
- სად არის „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №552, 18.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.026102 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7048440/