საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.294
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
2007 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №180 ბრძანებულების შესაბამისად:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ (სსმ III, 17.01.05, №5, მუხ. 54) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის, სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას.“;
ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით მოამზადოს არქეოლოგიური საექსპერტო დასკვნები. საკუთარი ინიცატივით ან მესამე პირთა დაკვეთით აწარმოოს არქეოლოგიური სამუშაოები (კვლევითი და საველე). “
გ) დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მუზეუმის შემადგენლობაში არსებობს საგანმანათლებლო ცენტრი და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულები.“
დ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები. მათი რაოდენობის, ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით”
ე) დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნებიან 4 (ოთხი) წლის ვადით. გენერალურ დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.“
ვ) დებულებიდან ამოღებულ იქნას მე-8 და მე-9 მუხლები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““?
- „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 01.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/100. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.028.010.294.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ““, №3/100, 01.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.294 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70528/