1. მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებული ყველა დასახელების პროფესიის მუშები:
ა) მშენებარე და საექსპლუატაციო შახტებში (საბადოები), შტოლნებში და გეოლოგიურ დაზვერვებში;
ბ) სველ მდგომარეობაში მაღაროს ვერტიკალური ჭაურის გასასვლელში;
გ) +26 გრადუს ტემპერატურაზე და ზევით.
2. მიწისქვეშა სამუშაოებზე მუდმივად დასაქმებული ოსტატი და სამთო ოსტატი, სადაც ტემპერატურა +26 გრადუსი და მეტია. (მიწისქვეშა სამუშაოებზე მუდმივად დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები და მოსამსახურეები მშენებარე და საექსპლუატაციო მაღაროებში (საბადოებში), შტოლნებში და გეოლოგიურ დაზვერვებზე).
3. მებუნკერე, დასაქმებული ბუნკერის და გეზენკის გისოსების ყორის დაშლაზე.
4. ჭაბურღილის მბურღავი.
5. შპურის მბურღავი.
6. ამფეთქებელი.
7. ავტომობილის მძღოლი, დასაქმებული საბადოებიდან და სანგრევებიდან ქანისა და მადნის გატანით.
8. აირშემდუღებელი, დასაქმებული მოქმედი სანგრევის სამუშაოებზე.
9. წმენდით სანგრევზე სამთო მუშა.
10. მსხვრეველი.
11. ჩამწყობ-ამომყორავი, დასაქმებული გამომუშავებული სივრცის ამოვსებაზე.
12. მარკშეიდერისა და გეოლოგიური სამუშაოების გამზომი, დასაქმებული მოქმედ სანგრებზე.
13. მებიგე, დასაქმებული სამთო გვირაბების გამაგრებაზე და შეკეთებაზე.
14. მელუკე.
15. ვაგონგადამყირავებლის მემანქანე.
16. სამთო კომბაინის მემანქანე.
17. კონვეირის მემანქანე.
18. ჩასატვირთი მანქანის მემანქანე.
19. ჩასატვირთ-მისატანი მანქანის მემანქანე.
20. სკრეპერული მანქანის მემანქანე.
21. ბულდოზერის, თვითმავალი ვაგონეტკის, ექსკავატორის მემანქანე, დასაქმებული სანგრევში ქანისა და მადნის აწმენდაზე.
22. ელმავლის მემანქანე.
23. მკვებავის მოტორისტი.
24. გადამყირავებელი.
25. გადამგორებელი (მზიდავი), დასაქმებული სამთო მასის ჩატვირთვაზე, გადაგორებაზე, გადმოტვირთვაზე.
26. სინჯის ამღები, დასაქმებული მადნის მონგრევაზე და სანგრებზე სინჯის აღებაზე.
27. გვირაბგამყვანი.
28. გზის მუშა, დასაქმებული გზის დაფენაზე და შეკეთებაზე მოქმედ სანგრებში.
29. ყველა პროფესიის კომპლექსური ბრიგადის მუშები.
30. მადანჩამშვები.
31. მესიგნალე-მესახელურე.
32. ზეინკალ-შემკეთებელი.
33. მეჭაურე, დასაქმებული სკიპების ჩასატვირთ დოზატორთან.
34. მოძრავი შემადგენლობის გადამბმელი კონდუქტორი, დასაქმებული მოქმედ სანგრებზე.
35. მორიგე ელექტროზეინკალი, დასაქმებული მოწყობილობების შეკეთებაზე მოქმედ სანგრებზე.
36. ხელით ელექტროშემდუღებელი, დასაქმებული მოქმედ სანგრებზე.
37. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი (იტპ):
ა) სამთო ოსტატი;
ბ) მაღაროს შიგა ტრანსპორტის, ბურღვის, ამფეთქებელი უბნის უფროსი;
გ) უფროსის თანაშემწე;
დ) უფროსის მოადგილე;
ე) მექანიკოსი;
ვ) ელექტრიკი;
ზ) უბნის გეოლოგი მუდმივად დასაქმებული მიწისქვეშა სამუშაოებზე;
თ) მარკშეიდერი მუდმივად დასაქმებული მიწისქვეშა სამუშაოებზე
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 1. მიწისქვეშა სამთო სამუშაოები
თავი I — სამთო სამუშაოები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ვერცხლისწყლის მადნის მოპოვება მიწისქვეშა მეთოდით
- მუხლი 3. ნიობიუმის მადნის მოპოვება მიწისქვეშა მეთოდით
- მუხლი 4. საექსპლუატაციო და მშენებარე კარიერების, ასევე სამთო მაღაროს ზედაპირის და გეოლოგიური დაზვერვის სამთო გახსნა
- მუხლი 5. მიწისქვეშა სამუშაოები
- მუხლი 6. მიწისქვეშა უბნების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და სპეციალისტები
- მუხლი 7. შახტის ზედაპირზე მომუშავე მუშები
- მუხლი 9. ელექტროენერგეტიკული მრეწველობა
- მუხლი 15. შავი მეტალურგია
- მუხლი 16. დინასის წარმოება (კვარცისა და კვარციტების მოპოვება, გამდიდრება და გადამუშავება)
- მუხლი 17. ბრძმედის წარმოება
- მუხლი 19. ფოლადსადნობი წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-1/