1. ელექტროლიზის მეაპარატე, დასაქმებული ღია ტიპის ელექტროლიზზე.
2. ელექტრო და ავტოურიკის მძღოლი, დამხმარე მუშა (ტრანსპორტის) და მტვირთავი, დასაქმებული კაზმისა და მინის ლეწის მიტანაზე საამქროში.
3. მჭრეთელი (გრავიორი):
ა) დნობად მჟავასთან და
ბ) სხვა სამუშაოებზე დასაქმებული.
4. დამყვან-მომრგები, დასაქმებული აბრაზიული ინსტრუმენტებით ჩარხთან მუშაობით, მშრალი წესით.
5. ბადისებრი ტრაფარეტების, საბეჭდი სქემებისა და სკალის დამამზადებელი, დასაქმებული მოკალვაზე, ამოჭმასა და ჰალვანურ დაფარვაზე.
6. ელექტრონული ტექნიკის დეტალებისა და ხელსაწყოების, მინის გამოყვანის კონტროლიორი, მინის წარმოების ზეინკალ-რემონტიორი და კონტროლიორი. ელექტროდანადგარების მომსახურე ელექტრომონტიორი უშუალოდ დასაქმებული: აირიანი სანათურით მინის ხარშვის, მინის ცხელი დამუშავების, ნაწარმის შრობის, ლუმინოფორით დაფარვის უბნებზე, ძნელად დნობადი ლითონების წარმოებაში, ასევე კაზმის მომზადების, რენტგენული მილების გამოცდისა და ამოტუმბვის უბნებზე.
7. ნაწარმისა და ინსტრუმენტების დამკომპლექტებელი, სამუშაოთა გამანაწილებელი, დამხმარე მუშა (ტრანსპორტის), საწარმოო შენობის დამლაგებელი, უშუალოდ დასაქმებული რენტგენის მილების ამოტუმბვასა და გამოცდაზე.
8. მეტალიზატორ-მევაკუუმე, დასაქმებული:
9. საფრქვეველათი;
ა) ქიმიური;
ბ) ვაკუუმით, დეტალების მეტალიზაციაზე.
10.     მუშები, დასაქმებული შემდგენელ საამქროებში (უბნებზე), სადაც კაზმში შეჰყავთ ტყვია, ტყვიის სურინჯი და დარიშხანი.
11.     მუშები და ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები, ელექტროვაკუუმის ხელსაწყოების მომზადებისა და რეგენერაციის საამქროსა და უბნებზე, ვერცხლისწყლის გამოყენებით.
12.     მუშა, უშუალოდ დასაქმებული, 80%-იანი თორიუმის შემცველი პასტა (საცხი), დამზადების უბანზე.
13.     მუშები, დასაქმებული, 20 და მეტი ანოდური ძაბვის ელექტროვაკუუმის ხელსაწყოების გამოცდაზე.
14.     ელექტრო-დანადგარების შემკეთებელი ზეინკალ-რემონტიორი, ელექტრომონტიორი, მუდმივად დასაქმებული, ფერადი კინესკოპის დამზადების ხაზების შეკეთებაზე.
15.     ჩამწყობ-შემფუთავი, დასაქმებული ვერცხლისწყლის ხელსაწყოების შეფუთვაზე.
16.     გრაფიტირებაზე დასაქმებული მუშა.
17.     იზოლიატორის (მამხოლოებლის) შემდუღებელი.
18.     გამწმენდი, დასაქმებული აბრაზულ წრეზე და სილაჭავლურას აპარატზე მუშაობით.
19.     ლენტოვანი გულარების დამამზადებელი.
20.     ჰერმეტულობის გამომცდელი, მუდმივად დასაქმებული, კონდენსატორების ჰერმეტიულობის გამოცდაზე, ცხელ ზეთზე ეთილენ-გლუკოილსა და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებზე.
21.     მაგნიტური მავთულების დამყალიბებელი.
22.     რადიოდეტალების გამლაქავი, დასაქმებული, ბენზოლის, მეთანოლის და მათი დერივატების-ტოლუოლის, ქსილოლის და რთული სპირტების შემცველი ნიტროლაქებით მუშაობაზე:
ა) ღია აბაზანაში გალაქვისას;
ბ) დახურულ აბაზანებში და ნახევარავტომატებზე გალაქვისას.
23. მეტალიზატორი, დასაქმებული რადიოდეტალების მეტალიზაციაზე:
ა) სპილენძით, ტყვიით, თუთიით, კადმიუმით და
ბ) სხვა ლითონებზე მუშაობით.
24. მაგნიტური მავთულის დამხვევი.
25. კოჭებზე დამხვევი, დასაქმებული, სამუშაოებზე მიკალენტისა და მინასაიზოლაციო მასალების გამოყენებით.
26. დამჭრელი, დასაქმებული მშრალი წესით კერამიკის დაჭრაზე.
27. მზეთავ-ოპერატორი, დასაქმებული:
ა) სუსპენზიის ხელით დადებაზე;
ბ) მაგნიტური მავთულების წარმოებაში.
28. რეზისტორის შემმინავი.
29. რადიოდეტალების მრჩილავი, მუდმივად დასაქმებული სამუშაოებზე (ტყვია, კალით და მათი ნადნობებით):
ა) კონდენსატორების და კორპუსის დეტალების ჩრჩილვაზე;
ბ) სხვა რადიო-დეტალების ჩრჩილვაზე.
30. ხსნარებისა და მასის დამამზადებელი, მუდმივად დასაქმებული ტოკსიკური ხსნარების გამოყენებით, ხელოვნური ფისისაგან, გათბობის გზით, ელექტრო-საიზოლაციო მასის მომზადებაზე.
31. დენგამტარი მასის დამამზადებელი, დასაქმებული ტექნიკური ქვანახშირიდან, ვერცხლის საცხის დამზადებაზე.
32. რადიოდეტალების გამჟღინთავი, დასაქმებული:
ა) ღია აბაზანებში, ხსნარების, 100°C-ი და მეტ ტემპერატურაზე, ვაკუუმის დანადგარების გაჟღინთვაზე;
ბ) ვაკუუმის დანადგარების გამჟღინთავი 100°C ტემპერატურაზე და ქვევით.
33. მუშები, დასაქმებულები ვაკუუმის დანადგარებისა და ჩარჩოების ვერცხლისაგან გაწმენდაზე.
34. მაგნიტური მავთულის დამჭრელი.
35. რადიოდეტალების მომვერცხლავი, დასაქმებული ხელით და საფრქვეველათი მოვერცხვლაზე.
36. ლენტის გულარების გამომყვანი.
37. რადიოკერამიკის ამომჭმელი, დასაქმებული დნობადი მჟავით ამოჭმაზე.
38. ფოლგის ამომჭმელი.
39. ფოლგის დამყალიბებელი.
40. რადიოდეტალების მხეხავ-გამომყვანი, დასაქმებული აბრაზიული წრეებით ხეხვაზე, მშრალი წესით