1. ცივშტამპური მოწყობილობის გამმართველი, უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადებაზე.
2. ჩარხების ავტომატური ხაზის გამმართველი უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადებაზე.
3. აკუმულატორის ფირფიტების წამსმელი, დასაქმებული:
ა) აქტიური მასის კადმიუმის ჟანგეულისა ან თუთიის, ან ვერცხლისწყლის, ან ტყვიის შემცველობის აქტიურ მასაზე მუშაობისას;
ბ) სხვა აქტიურ მასასთან მუშაობისას.
4. დამხმარე (ტრანსპორტის) მუშა, უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადების უბნებზე.
5. დამხმარე (ტრანსპორტის) მუშა, დასაქმებული საწყობში მჟავასა და ტუტის მიღებაზე, შენახვასა და გაშვებაზე.
6. დამხმარე (ტრანსპორტის) მუშა, დასაქმებული ფორმაციულ საამქროებში.
7. აქტიური მასის დამამზადებელი.
8. აქტიური მასის დამამზადებებლი, დასაქმებული ნიკელის ჰიდრატის ქვეჟანგის შრობაზე.
9. ხსნარების დამამზადებელი, დასაქმებული:
ა) აქტიური მასის საამქროებში;
ბ) ელექტროლიტის დამზადებაზე.
10. მუშები, უშუალოდ დასაქმებულები აქტიური მასის დამზადების უბნებზე სახოცების შეკეთებაზე.
11. სამუშაოს გამნაწილებელი, უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადების უბნებზე.
12. მაკრატელსა და საწნეხზე ლითონის მჭრელი, უშუალოდ დასაქმებული უბნებზე ელექტროდების აწყობაზე, მაკრატელსა და საწნეხზე ელექტროდული ფირფიტების ჭრაზე.
13. ტუტოვანი აკუმულატორებისა და ბატარეის ამწყობი, დასაქმებული:
ა) ტოკსიკური გამხსნელების შემცველ ლაქებსა და წებოებზე მუშაობისას ტუტოვანი აკუმულატორების აწყობაზე;
ბ) სხვა სამუშაოებზე;
გ) ვერცხლთუთოვანი აკუმულატორების გრუნტშეფითხვნაზე.
14. ზეინკალ-მილგამყვანი უშუალოდ დასაქმებული, აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადების უბნებზე.
15. ზეინკალ-შემკეთებელი, უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადების უბნებზე მოწყობილობის შეკეთებაზე.
16. საწარმოო შენობების დამლაგებელი, დასაქმებული აქტიური მასის, ლამელური ელექტროდებისა და მაფორმირებელი უბნების დალაგებაზე.
17. ფილტრმმწნეხავი, დასაქმებული აქტიური მასის საამქროებში.
18. ულამელურო აკუმულატორებისა და ელემენტების მეელექტროდე, დასაქმებული:
ა) წნეხ-ფორმების კადმიუმის ჟანგეულისა და თუთიის ჟანგეულის ფხვნილით გავსებაზე, ვერცხლისწყლის ამალგამით ელექტროდული ფირფიტების დაამალგამებაზე;
ბ) დანარჩენი სახეების სამუშაოებზე;
გ) სპილენძ-თუთიის აკუმულატორებისათვის უარყოფითი ელექტროდების დამზადებაზე.
19. ლამელურიანი აკუმულატორებისა და ელემენტების მეელექტროდე, დასაქმებული:
ა) წნეხ-ფორმების კადმიუმის ჟანგეულისა და თუთიის ჟანგეულის ფხვნილით გავსებაზე, დიქლორეთანით სეპარაციის დაწებებაზე, ვერცხლისწყლის ამალგამით ელექტროდული ფირფიტების დაამალგამებაზე;
ბ) დანარჩენი სახეობის სამუშაოებზე;
გ) სპილენძ-თუთიის აკუმულატორებისათვის უარყოფითი ელექტროდების დამზადებაზე.
20. ელექტრომოწყობილობების შეკეთების ელექტრომონტიორი, უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადების უბნებზე.
21. ელექტრომოწყობილობის მომსახურების ელექტრომონტიორი, უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადებაზე.
22. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, უშუალოდ დასაქმებული აქტიური მასისა და ლამელური ელექტროდების დამზადებაზე:
ა) უფროსი ოსტატი;
ბ) ოსტატი;
გ) ცვლის ინჟინერი