1. ელემენტების წარმოების ოპერატორი.
2. ელექტროსაიზოლაციო ლაქების, ფისისა და მასტიკის მხარშავი.
3. პასტების შემდუღებელი.
4. ფისის ჩამსხმელი, დასაქმებული სამუშაოებზე:
ა) სქელფისით;
ბ) ბიტუმის ფისით.
5. წარმოების ელემენტების მანმხოლოებელი, დასაქმებული სამუშაოებზე:
ა) ლაქების ან ეპოქსიდური ფისის ან პოლიქლორვილინის შემცველობის სხვა კომპოზიციის გამოყენებით;
ბ) პარაფინირებისას ნაკადზე პარაფინ-კოლოფინის კომპოზიციის გამოყენებით.
6. აკუმულატორებისა და ელემენტების წარმოების კონტროლიორი, დასაქმებული:
ა) წისქვილ-შესარევ, საწნეხ და ელექტროლიტის საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) საგოზავ, დისკოსა და ბატარეისა და ელემენტების უბნებზე.
7. წისქვილის მემანქანე.
8. ელემენტების წარმოების ავტომატების გამმართველი, მუდმივად დასაქმებული საამწყობო განყოფილებებში.
9. პასტების წამსმელი.
10. ელექტროსადენების ფენის წამსმელი.
11. აგლომერატების შემომკვრელი.
12. ბატარეიების ამკვრელი მუდმივად დასაქმებული კონვეირზე.
13. დამხმარე მუშა (ტრანსპორტის), დასაქმებული:
ა) დისკის ელემენტების, ბატარეიებისა და საგოზავის ამწყობ უბნებზე;
ბ) წისქვილ-შესარევ, საწნეხ და ელექტროლიტის საამქროებსა და განყოფილებებში.
14. აგლომერატების მწნეხავი.
15. აქტიური მასის დამამზადებელი.
16. ხსნარების დამამზადებელი, დასაქმებული ელექტროლიტის დამზადებაზე.
17. ფხვიერი მასალების გამცრელი.
18. ელექტროტექნიკური ნაკეთობის მჟღენთავი.
19. სამუშაოს გამნაწილებელი, უშუალოდ დასაქმებული:
ა) დისკის ელემენტების, ბატარეიებისა და საგოზავის ამწყობ უბნებზე;
ბ) წისქვილ-შესარევ, საწნეხ და ელექტროლიტის საამქროებსა და განყოფილებებში.
20. გალვანური ელემენტებისა და ბატარეიების ამწყობი, დასაქმებული:
ა) დისკოს ელემენტების აწყობაზე;
ბ) სექციის აწყობაზე;
გ) საწარმოო ნაკადზე ბატარეის აწყობაზე;
დ) ელემენტების დამუხტვაზე.
21. ზეინკალ-შემკეთებელი, მუდმივად დასაქმებული საწნეხი და წისქვილ-შესარევი განყოფილებების მოწყობილობების გამართვაზე.
22. ელემენტების წარმოების მშრობელი.
23. საწარმოო შენობების დამლაგებელი, უშუალოდ დასაქმებული:
ა) დისკის ელემენტების, ბატარეიებისა და საგოზავის ამწყობ უბნებზე საწარმოო სათავსოების დალაგებაზე;
ბ) წისქვილ-შესარევ, საწნეხ და ელექტროლიტის საამქროებსა და განყოფილებებში საწარმოო სათავსოების დალაგებაზე.
24. მიმსხურებელი.
25. ცვლის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, უშუალოდ დასაქმებულები წისქვილ-შესარევ და საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 111. გალვანური ელემენტებისა და ბატარეების წარმოება
თავი VII — ელექტროტექნიკური წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 104. ორდენებისა და მონეტების წარმოება
- მუხლი 105. ელექტროენერგეტიკული მრეწველობა
- მუხლი 106. კაბელური წარმოება
- მუხლი 108. ელექტროკერამიკულ ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 109. საიზოლაციო მასალების წარმოება
- მუხლი 110. დასამზადებელ-საიზოლაციო და დასახვევ-საგრაგნილე სამუშაოები
- მუხლი 114. ასფალტსქელფისოვანი მასის წარმოება
- მუხლი 115. ასფალტსქელფისოვანი მასისა და საწნეხი მასალებისაგან ნაწარმის წარმოება
- მუხლი 116. მჟავური (ტყვიის) აკუმულატორების წარმოება
- მუხლი 117. ტუტიანი აკუმულატორების წარმოება
- მუხლი 118. მადნის კონცენტრატისა და რკინის ჟანგის დამზადება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 111, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-111/