1. ოპერატორ-მშრობელი, დასაქმებული ელექტროსაიზოლაციო მასალებისა და ნაკეთობების შრობაზე, რომელიც გაჟღენთილია:
ა) სილიციუმორგანული ლაქებით და 40 და უფრო მეტი პროცენტით ბენზოლის, ტოლუოლის, ქსილოლის შემცველობის ლაქებით;
ბ) ტოქსიკური გამხსნელებისა და ტოქსიკური კომპონენტების შემცველობის ლაქებით;
გ) სხვა ლაქებით.
2. ელექტროსაიზოლაციო ლაქების, ფისისა და მასტიკის მხარშავი, დასაქმებული ფენოლის, კრეზოლის, ანილინისა და ფორმალინის გამოყენებით სინთეტიკური ფისის ხარშვაზე, ასევე აცეტონის, ბუტანოლის, მეთანოლისა და არომატული ნახშირწყალბადების გამოყენებით ფისისა და ლაქის ხარშვაზე.
3. მსხვრეველი, დასაქმებული ფისის მსხვრევაზე.
4. მეკაბესტანე.
5. მეკუჭნავე, დასაქმებული დახურული საწყობებიდან ქიმნედლეულისა და ქიმპროდუქტების გაშვებაზე.
6. მიკანიტების მწებავი, დასაქმებული მიკაქარსოვანას, მიკაფოლის, მიკანიტისა და მიკალენტის დაწებებაზე:
ა) სილიციუმორგანული ლაქების და 40 და უფრო მეტი პროცენტით ბენზოლის, ტოლუოლის, ქსილოლის შემცველობის ლაქების;
ბ) ტოქსიკური გამხსნელების შემცველი სხვა ლაქების გამოყენებით.
7. ელექტრომუყაოს ფირის მწებავი.
8. ელექტროსაიზოლაციო წარმოების კონტროლიორი, უშუალოდ დასაქმებული:
ა) საჟღენთ, ლაქის სახარშ და სახვევ, ფისის სახარშავ (ხელოვნური ფისის) საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) სილიციუმორგანული ლაქების და 40 და უფრო მეტი პროცენტით ბენზოლის, ტოლუოლის, ქსილოლის შემცველობის ლაქების საამქროებსა და განყოფილებებში;
გ) მოკილიტებული მასალების გამოცდაზე.
9. პლასტმასისა და პლასტიკური შრის წარმოების კონტროლიორი, უშუალოდ დასაქმებული საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში.
10. ლაქის გამხსნელი, მუდმივად დასაქმებული:
ა) სილიციუმორგანულ ლაქებსა და 40 და უფრო მეტი პროცენტით ბენზოლის, ტოლუოლის, ქსილოლის შემცველობის ლაქებზე;
ბ) ტოკსიკური გამხსნელებისა და ტოკსიკური კომპონენტების შემცველობის ელექტროსაიზოლაციო ლაქებზე.
11. ელექტროსაიზოლაციო ნაკეთობებისა და მასალების მლაქავი, დასაქმებული:
ა) სილიციუმორგანულ ლაქებსა და 40 და უფრო მეტი პროცენტით ბენზოლის, ტოლუოლის, ქსილოლის შემცველობის ლაქებზე;
ბ) ტოკსიკური ნივთიერებების შემცველ სხვა ლაქებზე.
12. მომგორებელი.
13. ელექტროსაიზოლაციო ნაკეთობის მხვეველი.
14. ქარსის გამომწველი.
15. დამხმარე (ტრანსპორტის) მუშები, უშუალოდ დასაქმებულები:
ა) ხელოვნური ფისის, ლაქის, ემალის წარმოების საამქროებსა და განყოფილებებში და საჟღენთ საამქროებში;
ბ) პლასტმასისა და პლასტიკური შრის წარმოების საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში.
16. საიზოლაციო მასალების მწნეხავი.
17. ქაღალდისა და ქაღალდის ნაკეთობათა მჟღენთავი.
18. ქაღალდისა და ქსოვილის მჟღენთავი, დასაქმებული:
ა) ვერტიკალური (შახტის) საჟღენთი მანქანის ზედა უბანზე;
ბ) სამუშაოს სხვა უბნებზე.
19. მუშები, მუდმივად დასაქმებულები ეპოქსიდური ფისით ან/და სილიციუმორგანული ლაქებით გაჟღენთილ მინაქსოვილის ნაკეთობის გაწმენდაზე.
20. მუშები, დასაქმებულები მინატექსტოლიტის დეტალების (ნაკეთობების) მექანიკურ და ხელით დამუშავებაზე.
21. სამუშაოს გამანაწილებელი, უშუალოდ დასაქმებული საჟღენთ და საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში.
22. ქარსის რეგენერატორი.
23. ზეინკალ-შემკეთებელი, დასაქმებული მოწყობილობების გამართვაზე:
ა) სილიციუმორგანული ლაქების და 40 და უფრო მეტი პროცენტით ბენზოლის, ტოლუოლის, ქსილოლის შემცველობის ლაქების მომზადებისა და გამოყენების საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) ტოკსიკური გამხსნელებისა და ტოკსიკური კომპონენტების შემცველობის ლაქების მომზადებისა და გამოყენების საამქროებსა და განყოფილებებში.
24. ზეინკალ-შემკეთებელი და ზეინკალ-მილგამყვანი, უშუალოდ დასაქმებულები ხელოვნური ფისის, ლაქების, ემალის, პლასტიკური შრის წარმოების საამქროებსა და განყოფილებებში, საჟღენთ და საწნეხ საამქროებში.
25. ელექტროსაიზოლაციო მასალების დამხარისხებელი.
26. საწარმოო შენობის დამლაგებელი, დასაქმებული:
ა) საწარმოო შენობების ხელოვნური ფისის, ლაქის, ემალის წარმოების საამქროებსა და განყოფილებებში, საჟღენთ საამქროებში;
ბ) პლასტმასისა და პლასტიკური შრის წარმოების საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში.
27. ჩამწყობ-შემფუთავი უშუალოდ დასაქმებული საჟღენთ და საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში.
28. მფრეზავი, ხარატი, მხეხავი, მბურღავი, დასაქმებულები ტექსტოლიტის, მიკანიტის, გეტინაქსისა და სხვა პლასტიკური შრეების მექანიკურ დამუშავებაზე.
29. ელექტრომოწყობილობის მომსახურების ელექტრომონტიორი და ელექტრომოწყობილობის შეკეთების ელექტრომონტიორი, უშუალოდ დასაქმებულები ხელოვნური ფისის, ლაქის, ემალის, პლასტიკური შრის წარმოების საამქროებსა და განყოფილებებში, საჟღენთ და საწნეხ საამქროებში.
30. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, უშუალოდ დასაქმებულები ხელოვნური ფისის, ლაქის, ემალის, პლასტიკური შრის წარმოების საამქროებსა და განყოფილებებში, საჟღენთ და საწნეხ საამქროებში