1. მჟღენთავი.
2. ჩამოსასხმელი ზეთის (საპოხის) მხარშავი.
3. ჩამტვირთავის მემანქანე, დასაქმებული:
ა) ჩამოსასხმელ, ცხლადგლინვის და ცხლადწნეხვის და ლითონის ამოსაჭმელ საამქროებში და განყოფილებაში;
ბ) საჩამოსხმო საამქროების შემოსაჭრელ-განმცალკევებელ უბნებზე.
4. მეაირე, დასაქმებული აირგაყვანილობის შეკეთებასა და არმატურის გასუფთავებაზე;
5. აირშემდუღებელი, დასაქმებული მაგნიუმის ჩამომსხმელ საამქროში.
6. მეგარდერობე, დასაქმებული სპეცტანსაცმლის მიღებაზე, გაშრობაზე და გაცემაზე.
7. მტვირთავი, დასაქმებული დატვირთვა გადმოტვირთვაზე:
ა) ტყვიისა და თუთიის კონცენტრატების, კაუსტიკური და კალცინირებული სოდის;
ბ) ფერადი ლითონების და ნედლეულის სხვა კონცენტრატების, რომლებიც შეიცავენ დარიშხანს, სტიბიუმს, სილიციუმის ორჟანგს და ლითონის მჟავას.
8. ლითონის ჟანგეულების მომრეზინებელი.
9. მმსხვრეველი, ცეცხლგამძლე მასალების მსხვრევაზე უშუალოდ დასაქმებული დახურულ შენობაში მუშაობისას.
10. გამლესავი, დასაქმებული:
ა) ნაკეთობის დამუშავებაზე აბრაზიული რგოლებით (მშრალი მეთოდით ან ქრომის პასტის გამოყენებით);
ბ) დისკური და ლენტური ხერხების ავტომატურ დანადგარზე.
11. თერმოიზოლაციის მეიბოლატორე, დასაქმებული ცხელ სამუშაოებზე.
12. სამრეწველო ღუმელების, ქვაბების და აგრეგატების კალატოზი-მეღუმელე.
13. ცეცხლგამძლე მინისაგან ქიმიური ჭურჭლის დამზადებაზე დასაქმებული კვარცმბერი:
ა) მთელი სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) არა უმეტეს 50% სამუშაო დღისა.
14. კონტროლიორი, დასაქმებული თხევადი მაგნიუმიანი შენადნობების კონტროლზე.
15. ტექნოლოგიური ღუმელების ცეცხლფარეში, დასაქმებული სადნობ და გამაცხელებელ ღუმელებზე.
16. აირისა და მტვრის ანალიზის ლაბორანტი, დასაქმებული აირმაშველ სადგურებში.
17. სადნობ საამქროში დასაქმებული ლიფტიორი.
18. ელექტროძრავის მოტორისტი, სამსხვრევ, ჩამოსასხმელ, საკაზმ, თიხამოსამზადებელ, ამოსაჭმელ, ცხელი წნეხვის, სამჭედო-საწნეხ, ცხელი გლინვის და გამოსადნობ საამქროებში და განყოფილებებში.
19. ცხელი მეთოდით მკალავი.
20. ნიშანმდებელი, დასაქმებული ცხელი ლითონის დადაღვით და ნიშანდებით.
21. სამსხვრევ-საფქვავ-დამხარისხებელი მექანიზმების მემანქანე და სამუშაოს გამანაწილებელი, დასაქმებული:
ა) მაგნიუმის ჩამოსხმაზე სადნობ და ჩამოსასხმელ საამქროს ცხელ უბნებში;
ბ) მეტალურგიულ და სამსხმელ საამქროებში, აგრეთვე საყალიბე და საკოპე განყოფილებებში, რომლებიც განლაგებულნი არიან საერთო შენობებში;
გ) სამსხვრევ-საკაზმე საამქროებში სადაც წარმოებს ლითონის დნობა და ჩამოსხმა.
22. კომორესორული დანადგარის მემანქანე, დასაქმებული სამსხვრევ, ჩამოსასხმელ, საკაზმე, თიხამომამზადებელ, ამოსაჭმელ, ცხლად დაწნეხვის სამჭედლო-საწნეხ, ცხლად გლინვის და სადნობ საამქროებში და განყოფილებებში.
23. ამწეს მემანქანე, დასაქმებული:
ა) სამსხმელ, სადნობ, ამომჭმელ-ცხლადგლინვის საამქროებში და განყოფილებებში; ფერადი ლითონებისა და მისი შენადნობების ჯართისა და ნარჩენების მეორადი გადამუშავების, აგრეთვე ალუმინისა და მისი შენადნობების ნარჩენების გადადნობის საამქროებში (ნატრიუმქლორის, კრიოლიტისა და კალიუმფტორის მარილების გამოყენებით):
ბ) სამსხმელ, გამოსადნობ, ამომჭმელ, ცხლად-გლინვის საამქროებში და განყოფილებებში ალუმინისა და მისი შენადნობის გამოდნობა, გლინვასა და ამოჭმაზე;
გ) საკაზმ, თიხამომამზადებელ, საგლინავ, დასაწნეხ, ნიშანმდებელ საამქროებში და განყოფილებებში.
24. ამწეს მემანქანე, დასაქმებული:
ა) შიგაწვის და ორთქლის ძრავიან ამწეზე;
ბ) ელექტროძრავიან ამწეზე.
25. მემანქანე, დასაქმებული:
ა) მუდმივად ჩამოსასხმელ, გამოსადნობ, ცხლად გლინვის, ცხლადსაწნეხ და ამოსაჭმელ საამქროებში და განყობილებებში;
ბ) ჩამოსასხმელი საამქროს ჩამოსაჩეხ-განმაცალკევებელ უბნებში.
26. სატუმბი დანადგარის მემანქანე, დასაქმებული სატუმბ-სააკუმულატორო სადგურში, სამსხვრევ, ჩამოსასხმელ, საკაზმ, თიხამომამზადებელ, ამოსაჭმელ ცხლად გლინვის სადნობ საამქროებში და განყოფილებებში, აგრეთვე სარდაფში განთავსებული ზეთის დანადგარების მომსახურებაზე.
27. სპეცტანსაცმლის მრეცხავი.
28. გამცრელი დანადგარის მემანქანე, დასაქმებული ცეცხლგამძლე მასალის გაცრაზე დახურულ შენობებში.
29. ელმავლის მემანქანე, დასაქმებული:
ა) ჩამოსასხმელ, გამოსადნობ, ცხლადსაგლინავ, ცხლადსაწნეხ და ამომჭმელ საამქროებში და განყოფილებებში;
ბ) ჩამოსასხმელი საამქროს ჩამოსაჩეხ-განმაცალკევებელ უბნებში.
30. ცივად ტვიფრის მოწყობილობის გამწყობი, დასაქმებული:
ა) ამომჭმელ საამქროებში;
ბ) ცხელ საამქროებში.
31. ფეხსაცმლის შემკეთებელი.
32. ფორმის და თხევადი ლითონის დამმუშავებელი გოგირდის ფხვნილის შეფრქვევით დასაქმებული მაგნიუმის ჩამოსასხმელ საამქროებში.
33. შემდუღებელი.
34. ვინიპლასტის შემდუღებელი.
35. მიმტკეცავი, დასაქმებული ბენზინის მიტკეცით.
36. ნაკეთობის გამპრიალებელი:
ა) აბრაზული რგოლებით მშრალი მეთოდის ან ქრომის საცხის გამოყენებით;
ბ) ნავთის, ბენზინის, კარბორუნდის საცხის, სახეხი ქაღალდის, ზეთის და გვირგვინიანი კირის გამოყენებით.
37. მუშები, დასაქმებულები ქრომის საცხის და კროკუსის ხარშვაზე.
38. მუშები უშუალოდ დასაქმებულები მექანიზმების მართვით ცხელ მილებში და ცხელ სამუშაო უბნებში, ლითონის მილების, წიდის და სხვა მასალების ტრანსპორტირებაზე ცხელ მდგომარეობაში.
39. სინჯის ამღები, სისტემატურად დასაქმებული საწარმოო უბნებში.
40. მუშები დასაქმებულები პოლიგრაფიული ცინკის გახეხვაზე, გაპრიალებაზე, გაწკრიალებაზე.
41. ნამუშევარი ზეთის გენერაციაზე მომუშავე.
42. ზეინკალ-შემკეთებელი, დასაქმებული აირგენერატორის სადგურში.
43.ზეინკალ-შემკეთებელი, დასაქმებული:
ა) ჩამოსასხმელ, სადნობ, რაფინირების, ცხლადგლინვის, სამჭედლო-საწნეხ და ფერადი ლითონების ამოსაჭმელ საამქროებში და უბნებში;
ბ) „ა“ პუნქტში ჩამოთვლილი სამუშაოების ცივად გადამუშავების უბნებში, საამქროებში და ფერადი ლითონების გადამამუშავებელ საამქროებში.
44.ზეინკალ-სანტექნიკოსი, დასაქმებული:
ა) ფერადი ლითონების ჩამოსასხმელ, გამოსადნობ, რაფინირების, ცხლად გლინვის, სამჭედლო-საწნეხ და ამოსაჭმელ საამქროებში და განყოფილებებში.
ბ) ცივად გადამუშავების უბნებში „ა“ პუნქტში ჩამოთვლილ საამქროებში და განყოფილებებში; აგრეთვე ფერადი ლითონების ცივად დამუშავებისა და გადამუშავების საამქროებში ყველა „ა“ პუნქტში ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულებაზე.
45. გამპოხავი, დასაქმებული:
ა) ცხელ უბნებზე;
ბ) ცივ უბნებზე.
46. ჯამბარაზე მომუშავე:
ა) ცხელი ლითონის, წიდისა და სხვა გამდნარი მასალების ჩამოსხმაზე, გადასხმა-გადმოსხმაზე მაგნიუმის საჩამოსხმო საამქროებში;
ბ) ცხელსაგლინავ, ცხელსაწნეხ, ჩამოსასხმელ და სადნობ საამქროებში.
47. გრაფიტის დამმუშავებელი ხარატი.
48. (ტრანსპორტის) დამხმარე მუშა, დასაქმებული:
ა) მუდმივ შიგა სამუშაოებზე, სამსხმელ, სადნობ ცხლად გლინვის, ცხლადსაწნეხ, ამოსაჭმელ საამქროებში და განყოფილებებში;
ბ) ჩამოსაჩეხ-განმაცალკევებელ საამქროებში და განყოფილებებში.
49. საწარმოო შენობის დამლაგებელი.
50. შემფუთავი-ჩამწყობი, დასაქმებული კონსერვაციაზე ცხელი საცხის გამოყენებით.
51. ლითონის დეტალების, ნაკეთობების, სხმულების, მხეხავი (გამპრიალებელი), დასაქმებული გასაწმენდ და გალტონურ დოლებზე.
52. ღუმელებისა და საკვამურის მწმენდავი, დასაქმებული მილგაყვანილობის, არხების, მტვერდამჭერი სისტემების გაწმენდაზე.
53. პროდუქციის მწმენდავი, დასაქმებული ნაკეთობის გაწმენდაზე აბრაზიული რგოლებით (მშრალი მეთოდით) ან ქრომის საცხით.
54. გამპრიალებელი, დასაქმებული ნაკეთობის გაპრიალებაზე:
ა) აბრაზული რგოლების (მშრალი მეთოდით) ან ქრომის საცხის გამოყენებით;
ბ) ბენზინის, ნავთის, კარბორუნდის საცხის, სახეხი ქაღალდის, ზეთის, გვირგვიანი კირის გამოყენებით.
55. სარაჯი (შორნიკი), დასაქმებული ჩამოსასხმელ საამქროში ტრანსპორტიორის მომსახურებაზე.
56. ელექტრომოწყობილობის ელექტრომონტიორი, დასაქმებული ცხელ სამუშაო პირობებში ძირითად საწარმოო საამქროებში.
57. ელეტრომონტიორი, დასაქმებული ელექტრომოწყობილობების მომსახურებაზე:
ა) ჩამოსასხმელ, გამოსადნობ, რაფინირების, ცხლადგლინვის სამჭედლო-საწნეხ და ამოსაჭმელი ფერადი ლითონების საამქროებში და განყოფილებებში;
ბ) „ა“ პუნქტში ჩამოთვლილი ყველა სამუშაოს ცივად დამუშავების საამქროებში და უბნებში, აგრეთვე ფერადი ლითონის დამუშავებისა და გადამუშავების საამქროებში.
58. ხელით ელექტროშემდუღებელი, დასაქმებული მაგნიუმიან ჩამოსასხმელ საამქროებში.
59. ემულსიის მხარშავი
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 103. საერთო პროფესიები (აგურის ნამსხვრევზე) ფერადი ლითონების წარმოებაში
თავი V — ფერადი მეტალურგია
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 92. ჩამომსხმელი საამქროები და დარბაზები (უბნები)
- მუხლი 93. მაგნიუმიანი სხმული
- მუხლი 94. გამოწვა, ამოჭმა, გლინვა, ტვიფრვა, დაწნეხვა, კილიტის ადიდვა ჭურჭლის წარმოებაში
- მუხლი 95. ცივი ლითონის დამუშავება
- მუხლი 96. კილიტის წარმოება
- მუხლი 97. ჭურჭლის წარმოება
- მუხლი 104. ორდენებისა და მონეტების წარმოება
- მუხლი 105. ელექტროენერგეტიკული მრეწველობა
- მუხლი 106. კაბელური წარმოება
- მუხლი 108. ელექტროკერამიკულ ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 109. საიზოლაციო მასალების წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 103, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-103/