1.  მინისებრ იზოლაციაში მიკროსადენების დამზადების მეაპარატე, დასაქმებული მინისებრ იზოლაციაში სპილენძის წვრილი და მანგანინის სადენების ელექტროთერმულ წარმოებაზე.
2. კაბელების დამჯავშნელი.
3. რეზინის ნარევის მვალცავი, დასაქმებული სამხოლოებელი ნარევის შერევაზე.
4. ცივი ლითონის მვალცავი, დასაქმებული ლითონის ცივ გლინვაზე.
5. საკაბელო მასის მხარშავი.
6. ელექტროსამხოლოებელი ლაქის, ფისისა და მასტიკის მხარშავი, დასაქმებული ემალ-ლაქის ხარშვაზე.
7. მავთულის ამდიდებელი, დასაქმებული ფერადი ლითონებისაგან მავთულის ადიდვაზე.
8.  საკაბელო ნაკეთობათა ვულკანიზატორი, დასაქმებული:
9.  ფთოროფენისა და ფთოროკაუჩუკის წნეხაზე ცხელ მდგომარეობაში;
10.     სხვა სამუშაოებზე.
11.     თვალაკის დამამზადებელი, დასაქმებული მაგარი შენადნობისა და ალმასისაგან ბოჭკოს დამუშავებაზე.
12.     კაბელის ძარღვის განმხოლოებელი, დასაქმებული:
ა) სტიროფლექსონით, დელტააზბესტონით, კაპრონით, რეზინისა და ფთოროფენოვანი ლენტით განმხოლოებაზე;
ბ) ბოჭკოვანი მინით, მინაქსოვილით, მინალენტით, ასევე კაჟბადოვანი ლაქების გამოყენებით განმხოლოებაზე.
13. სადენების მამხოლოებელი, დასაქმებული განმხოლოებაზე:
ა) სტიროფლექსონით, დელტააზბესტონით, კაპრონით, რეზინისა და ფთოროფენოვანი ლენტით;
ბ) ბოჭკოვანი მინით, მინაქსოვილით, მინალენტით, ასევე სილიციუმორგანული ლაქების გამოყენებით.
14. სადენებისა და კაბელების გამომცდელი, დასაქმებული მშრალი გამოცდის აპარატებზე მხოლოდ სანმხოლოებელი ძარღვის გამოცდაზე.
15. რეზინის ნარევის მეკალანდრე.
16. საკაბელო ნაკეთობის კონტროლიორი, დასაქმებული:
ა) ტყვიის წნეხის განყოფილებაში მაგარი შენადნობებისა და ალმასისაგან ვოლოკის დამუშავებაზე;
ბ) ოპერაციათაშორის კონტროლზე ელექტროსანმხოლოებელი ლაქებით ემალირების საამქროებსა და განყოფილებებში;
გ) ემალირების, ცხელი გლინვისა და მინისებრი იზოლაციის დადების საამქროებსა და განყოფილებებში, ასევე მავთულის კალვის საამქროებსა და განყოფილებებში.
17. სადენებისა და კაბელების მლაქავი, დასაქმებული:
ა) ბენზოლის, მეთანოლისა და მათი დერივატების – ტოლუოლის, ქსილოლისა და რთული სპირტის შემცველი ლაქებით გალაქვაზე;
ბ) ბიტუმური ლაქებით ჯავშანლენტის გალაქვაზე;
გ) ფთოროფენოვანი განმხოლოების ერთდროული თერმოსაწვრთნელი კაჟბადორგანული ლაქებით სადენების გალაქვაზე.
18. ლაქის გამხსნელი, დასაქმებული:
ა) ელექტროსამხოლოებელი ლაქების გახსნაზე;
ბ) სხვადასხვა ლაქების გახსნაზე.
19. რეაქტორების მლაქავ-მჟღენთავი.
20. ცხელი ხერხით მკალავი, დასაქმებული საკაბელო ნაკეთობისა და არმატურის მოკალვაზე.
21. სტრეინერის ოპერატორი, დასაქმებული:
ა) ცხელ მდგომარეობაში ფთოროფენოვანი მასის დამუშავებაზე;
ბ) სხვა მასალების დამუშავებაზე.
22. ამწეს ოპერატორი, დასაქმებული:
ა) ცხელსაგლინავ საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) საადიდვო და ცივსაგლინავ საამქროებსა და განყოფილებებში;
გ) ტყვიის წნეხებთან ცხელ უბნებზე;
დ) ამომჭმელ განყოფილებებში.
23. საკაბელო წარმოების მონტიორი, დასაქმებული მხოლოდ ტყვიის რჩილვასა და მის შენადნობებზე.
24. მავთულისა და გვარლის მხვეველი, დასაქმებული სამუშაოებზე ტყვია-კალოვანი შენადნობით მოკალული ბოჭკოვანი მინითა და მავთულით.
25. ლითონის გამხურებელი (შემდუღებელი), დასაქმებული სპილენძისა და ალუმინის ზოდების გახურებაზე.
26. მავთულის საგლინავი დგანის ოპერატორი, დასაქმებული სამუშაოებზე:
ა) ცხელ ლითონთან;
ბ) ცივ ლითონთან.
27. სადენებისა და კაბელების შემომწნავი, დასაქმებული კაბელის, მავთულისა და სადენის შემოწვნაზე მინაბოჭკოთი და ტყვია-კალოვანი შენადნობით მოკალული მავთულით.
28. პლასტიკატების და რეზინის სადენებისა და კაბელების დამწნეხი, დასაქმებული:
ა) შპრიც-წნეხზე და უწყვეტი ვულკანიზაციის აგრეგატებზე ცხელი ხერხით რეზინით, ასევე ცივ მდგომარეობაში რეზინის ლენტით;
ბ) ცხელი ხერხით პლასტმასით;
გ) ცხელი ხერხით ფთოროფენითა და მისი თანაპოლიმერებით.
29. ყვინთიანი წნეხის მწნეხავი, დასაქმებული ცხელი ხერხით ფთოროფენითა და მისი თანაპოლიმერებით სადენებისა და კაბელების განმხოლოებაზე.
30. ტყვიით ან ალუმინით კაბელების მწნეხავი, დასაქმებული:
ა) ცხელი ხერხით ტყვიით წნეხაზე;
ბ) ცხელი ხერხით ალუმინის წნეხაზე.
31. საკაბელო ნაკეთობის მომწველი.
32. მხვეველი, დასაქმებული:
ა) ტყვიამოსილი კაბელის გადახვევასა და შეკეთებაზე, ელექტროსამხოლოებელი და სილიციუმორგანული ლაქებით ემალირებულ მავთულებზე; ბოჭკოვანი მინით განმხოლოებულ კაბელის ნაკეთობებზე;
ბ) პოლიქლორვილინიანი საფარებით საკაბელო ნაკეთობების გადახვევასა და შეკეთებაზე;
გ) გაჟღენთილი ჯუთის გადახვევაზე;
დ) ნედლი სახით სილიციუმორგანული ლაქებით გაჟღენთილი საკაბელო ნაკეთობების გადახვევაზე.
33. დამხმარე (ტრანსპორტიორის) მუშა, დასაქმებული:
ა) სილიციუმორგანული ლაქების გამოყენებით სამხოლოებელი სადენების საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) ელექტროსანმხოლოებლების ლაქებით ემალირების საამქროებსა და განყოფილებებში;
გ) ტექნიკური ნახშირბადის ჩატვირთვასა და გადმოტვირთვაზე.
34. ელექტროტექნიკური ნაკეთობების მწნეხავი.
35. ცხელი ლითონის მგლინავი, დასაქმებული:
ა) მავთულ-საგლინავი დგანის მომსახურებასა და მართვაზე;
ბ) ცხელი ლითონის გლინვაზე.
36. კაბელებისა და სადენების მჟღენთავი, დასაქმებული:
ა) სილიციუმორგანული ლაქებით ჟღენთაზე;
ბ) ბიტუმის, ოზოკერიტის, პარაფინის შემადგენლობების გამოყენებით ჟღენთაზე;
გ) ჯუთისა და ქაღალდის კაბელების ჟღენთასა და შრობაზე;
დ) ერთდროულად ტყვია-კალოვანი სარჩილით რჩილვის გამოყენებით ზეთისებური კაბელების ჟღენთასა და შრობაზე.
37. ფხვიერი მასალების მცრელი, დასაქმებული საკაბელო წარმოებაში.
38. გამორთქვლელი, დასაქმებული კაუჩუკის აგლეჯაზე.
39. კაბელებისა და სადენების მჟღენთავი, დასაქმებული პოლიქლორვინილიანი პლასტიკატით იზოლირებულ პოლიქლორვინილიანი პლასტიკატის, სადენებისა და კაბელების შრობაზე.
40. მუშები, დასაქმებულები ცხელი ლითონის საგლინავ საამქროებში.
41. მუშები, დასაქმებულები ტარისა და რეზინის ფხვიერი ინგრედიენტებისაგან სიტის გაწმენდასა და შეკეთებაზე.
42. საკაბელო წარმოების მასალების მჭრელი, დასაქმებული რეზინის, მინაქსოვილის, დარეზინებული ქსოვილის ჭრაზე.
43. საკაბელო წარმოების ნაკეთობის მგრეხავი, დასაქმებული სამოთხ ფარანიან საგრეხ მანქანაზე.
44. ზეინკალ-შემკეთებელი, დასაქმებული მოწყობილობების გამართვაზე:
ა) სილიციუმორგანული ლაქების, ტყვიით შემოსვის გამოყენებით ცხელსაგლინავ, ამოსაჭმელ, ემალირების, იზოლირების საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) საადიდვო, საჯავშნო საამქროში.
45. ზეინკალ-შემკეთებელი, უშუალოდ დასაქმებული:
ა) ელექტროსაიზოლაციო ლაქებით ემალირების საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) ცხელსაგლინავ, ამოსაჭმელ, ტყვიის საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში;
გ) მოსაკალავ და მოსაწვავ საამქროებსა და განყოფილებებში;
დ) რეზინის დამამზადებელ და რეზინის დამნაწილებელ საამქროებსა და განყოფილებებში.
46. ზეინკალ-მილგამყვანი, დასაქმებული:
ა) ცხელსაგლინავ დაზგებთან;
ბ) ბიტუმსაცავებისა და ცხელი ბიტუმისა და საკაბელო მასის მილგაყვანილობის მომსახურებაზე.
47. მზეთავი, მუდმივად დასაქმებული:
ა) საგლინავ საამქროში სამუშაოს ცხელ უბნებზე;
ბ) რეზინის დამანაწილებელ და რეზინის მოსამზადებელ უბნებზე.
48. შემდგენელი – კაუჩუკისა და ინგრედიენტების მკირავი, დასაქმებული რეზინის მასის შედგენაზე.
49. საკაბელო ნაკეთობის გარსის მომცლელი, დასაქმებული მხოლოდ ტყვიის გარსის მოცლაზე.
50. სადენებისა და კაბელების თერმოდამმუშავებელი, დასაქმებული სამუშაოებზე:
ა) პლასტიკატისა და პლასტმასური იზოლაციის;
ბ) ფტორპლასტური იზოლაციის.
51. თერმომეპლასტიკატორე, დასაქმებული კაუჩუკის თერმოდამუშავებაზე.
52. ხარატი, დასაქმებული საგლინავი ვალცის დამუშავებაზე.
53. ამომჭმელი, დასაქმებული სპილენძის გლინულასა და მისაგორებლის ამოჭმაზე.
54. მხეხავი და გამპრიალებელი, დასაქმებული საგლინავი ლილვის დამუშავებაზე.
55. ელექტროგამპრიალებელი, დასაქმებული ელექტროქიმიური ხერხით მავთულის გაპრიალებაზე.
56. ელექტრომოწყობილობის მომსახურების ელექტრომონტიორი და ელექტრომოწყობილობის შეკეთების ელექტრომონტიორი, უშუალოდ დასაქმებულები:
ა) ელექტროსაიზოლაციო ლაქებით ემალირების საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) რეზინის დამამზადებელ და რეზინის დამანაწილებელ საამქროებსა და განყოფილებებში;
გ) ცხელსაგლინავ, ამომჭმელ და ტყვიის საწნეხ საამქროებსა და განყოფილებებში;
დ) მოსაკალავ და მოსაწვავ საამქროებსა და განყოფილებებში.
57. მავთულის მემინანქრე, დასაქმებული:
ა) ცხელი ხერხით ელექტროსაიზოლაციო და სილიციუმორგანული ლაქებით მავთულის ემალირებაზე;
ბ) ცხელი ხერხით სხვა ლაქებით ემალირებაზე.
58. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი:
ა) ოსტატი, ელექტროსაიზოლაციო ლაქებით ემალირების საამქროებსა და განყოფილებებში;
ბ) ოსტატები საამქროებში, განყოფილებებში, უბნებში: ბენზოლის, მეთანოლის და მათი დერივატების – ტოლუოლის, ქსილოლისა და რთული სპირტების შემცველ ემალირების, ლაქების ლაქირების; რეზინის დამამზადებელ და რეზინის დამანაწილებელ; ტყვიის საწნეხ; ცხელ მდგომარეობაში პლასტმასით პრესვის;
გ) საამქროებში, განყოფილებებში, უბნებში: ცხელსაგლინავ, მოსაკალავ, ამომჭმელ, მოსაწვავ;
დ) ადიდვის საამქროებში, განყოფილებებში და უბნებში.
ე) ელექტროსაიზოლაციო ლაქებით ემალირების საამქროებსა და განყოფილებებში დასაქმებული:
ე.ა) ინჟინერ-ტექნოლოგი;
ე.ბ) უფროსი ტექნიკოსი;
ე.გ) ტექნიკოსი