1. ქიმწყალწმენდაზე, ქიმრეაგენტების მომზადებასა და ჩატვირთვაზე დასაქმებული მეაპარატე.
2. ქიმწყალწმენდის (მორიგე) მეაპარატე, დასაქმებული:
ა) ქლორირების პროცესზე;
ბ) სხვა სამუშაოებზე.
3. მებუნკერე, დასაქმებული ბუნკერის წინა ქვაბების, შნეკის ავტოჩაფენის მომსახურებაზე.
4. მყარი საწვავის, სამრეწველო ნარჩენებისა და ალმადანის ჩამტვირთავ-გადმომტვირთავი.
5. თბოელექტროსადგურების დახურულ ნაგებობებში, ეკიბასტუზური ნახშირის მუდმივად ჩამტვირთავ-გადმომტვირთავი.
6. თბოგამტარებისა და ქვაბების თბოიზოლაციის შემომკარავი მეთუნუქე, თბოელექტროსადგურებსა და თბოქსელებში.
7. მენაცრე, დაკავებული ნაცრისა და წიდის ხელით გამოცალკევებაზე.
8. ლოკომობილისაგან ნაცრისა და წიდის გამწმენდი.
9. გამხოლოებელი თერმოიზოლაციაზე (თერმო- გამხოლოებელი), დასაქმებული თბოელექტროსადგურებსა და თბოქსელებში თერმოიზოლაციაზე.
10. ქვაბის მწმენდავი, დასაქმებული ქვაბების წმენდაზე.
11. თბოგადმომტვირთავის მემანქანე.
12. ნაცრის მომცილებელის მემანქანე-შემომვლელი (დარაჯი), დასაქმებული ჰიდრონაცარმოცილებაზე.
13. ორთქლის მანქანისა და ლოკომობილის მემანქანე.
14. ამწეს მემანქანე, დასაქმებული საქვაბე ტურბინების და საქვაბე საამქროებში (საქვაბეებში), ტურბინების განყოფილებაში თბოელექტროსადგურის დახურულ საწყობში.
15. სათბობის საფქვავი წისქვილის მემანქანე, დასაქმებული თბოელექტროსადგურის მტვერმოსამზადებელ საამქროში.
16. აგრეგატის მართვის ბლოკური სისტემის (საქვაბე-ტურბინა) მემანქანე.
17. აირტურბინული დანადგარის მემანქანე.
18. საქვაბე აღჭურვილობის მემანქანე-შემომვლელი.
19. ტურბოდანადგარის მემანქანე-შემომვლელი.
20. დამხმარე ტურბოდანადგარის მემანქანე-შემომვლელი.
21. მკვებავი ტუმბოების და დეაერატორის მემანქანე; საბოილერო აღჭურვილობის თბოქსელების მემანქანე, რომელიც განთავსებულია უშუალოდ ტურბინების საამქროში.
22. შენობაში დამონტაჟებული ვენტილაციისა და კვამლგამწოვის მემანქანე.
23. საშრობის მემანქანე, მტვრის მოსამზადებელ საამქროში.
24. მტვრისმოსამზადებელ საამქროში, მტვრის ტუმბოების მემანქანე.
25. სატუმბი დანადგარის მემანქანე, რომელიც დასაქმებულია მაზუთისა და სხვა ნავთობპროდუქტების გადატუმბვაზე.
26. წყალმიმღების სანაპირო ტუმბოს მემანქანე, რომელიც დასაქმებულია უშუალოდ ტურბოების განყოფილებაში განლაგებული დანადგარებისა და აღჭურვილობების მომსახურებაზე.
27. საქვაბე-დანადგარების მემანქანე-შემომვლელი (დარაჯი), საქვაბის უფროსის მემანქანე და მემანქანე, რომელიც დასაქმებულია სათბობის ხელით ჩაყრაზე.
28. საქვაბის, ტურბოსაქვაბეების უფროსი მემანქანე და მემანქანე საწვავის მაქანიკური მიწოდების პირობებში, აირზე და მყარ საწვავზე მომუშავე საქვაბის უფროსი მემანქანე.
29. ტურბოების განყოფილებაში (საამქროში), ორთქლის ტურბოების უფროსი მემანქანე.
30. ენერგობლოკის მემანქანე და უფროსი მემანქანე, რომელიც ემსახურება 150 ათ.კვტ-ის და მეტი სიმძლავრის ცალკეულ ენერგობლოკებს.
31. ნაცრის მომცილებელი-მემანქანე-შემომვლები, საქვაბეს ამწეკრანის მემანქანე, რომელიც დასაქმებულია საქვაბე ტურბოებზე, ტურბინებსა და საქვაბეებში – ყველა, ვინც მუშაობს, ესტონური ფიქალის გამოსაწვავ თბოელექტროსადგურებში.
32. ტურბინებისა და საქვაბის, დამხმარე ტურბოდანადგარების მემანქანე-შემომვლელი, რომლებიც დასაქმებული არიან საქვაბე ტურბინებისა და ტურბინების საამქროში და ქვაბების ზედაპირიდან მტვრისა და ნაცრის მომცილებელი მუშები, ყველა მომუშავე, ესტონური ფიქალის გამომწველ თბოელექტროსადგურებში.
33. შიდა წვის ძრავის მემანქანე, რომელიც ემსახურება დიზელზე მომუშავე ელექტროსადგურების დანადგარებს.
34. ელექტროსადგურებში, დანადგარების ზედაპირის მექანიზებული წმენდის მოტორისტი, რომელიც დასაქმებულია საქვაბე ტურბინებისა და საქვაბე საამქროებში სათბობის მიწოდებაზე.
35. მიწახაპია ტუმბოების მოტორისტი.
36. მოტორისტი სათბობის მიწოდებაზე, რომელიც დასაქმებულია:
ა) თბოელექტროსადგურებში ნახშირის მიმწოდებლად;
ბ) სხვა თბოელექტროსადგურებში.
37. ქვაბების შემომქრევ-განწიდვავი (განწიდვა).
38. თბოქსელებსა და თბოელექტროსადგურებში, თბოგაყვანილობისა და ქვაბების შემოკირვაზე დასაქმებული ცეცხლფარეში.
39. დურგალი, რომელიც დაკავებულია თბოელექტროსადგურებში ქვაბების სარემონტო სამუშაოებისთვის ხარაჩოების დამზადებით.
40. მიწისქვეშა თბოელექტროსადგურების დანადგარების შეკეთებაზე დასაქმებული მუშები.
41. დამხმარე მუშა (ტრანსპორტის), რომელიც დაკავებულია თბომაიზოლირებელ სამუშაოებზე.
42. ხის მერქნის ანტისეპტირებაზე და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენის შეღებვაზე დასაქმებული მუშები ქვანახშირისა და ბითუმის საღებავებით.
43 ელექტროსადგურებში, ნაცრის გადარჩევაზე, დაფასოებაზე და ჩამოტვირთვაზე დაკავებული მუშები.
44. ელექტროსადგურებსა და ელექტროქვესადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილებებში, იზოლატორების დასუფთავებაზე დასაქმებული მუშები.
45. ჰიდროტექნიკური ნაგებობის სავაზნეებში და სხვა შენობებში ბეტონის აღჭურვილობის ცემენტაციაზე დასაქმებული მუშები.
46. ელექტროსადგურების აირტურბინების მოტივტივე აღჭურვილობის შეკეთებასა და მომსახურებაზე დაკავებული მუშები.
47. მუშები, რომლებიც დასაქმებულია მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურის დანადგარებისა და კაშხალის შუაგულში ჩაყენებული დანადგარების შეკეთებასა და მომსახურებაზე.
48. ჰიდროელექტროსადგურის შენობის წყალქვეშა ნაწილში განლაგებული, დაშლილი ვერცხლის წყლის გამმართველების შეკეთებასა და მომსახურებაზე უშუალოდ და მუდმივად დასაქმებული მუშები.
49. ჰიდროელექტროსადგურების მუშაკები, რომელიც მუდმივად და უშუალოდ არიან დასაქმებული, დედამიწის ზედაპირიდან 47მ-ის სიღრმეში განლაგებული აღჭურვილობის შეკეთებასა და მომსახურებაზე.
50. თბოელექტროსადგურებში სათბობისა და ნავთობპროდუქტების დახურული საწყობების დანადგარების, ამასთან ელექტროსადგურების და თბოქსელების გვირაბებისა და კამერების დანადგარების შემკეთებლები და ზეინკალ-რემონტიორები.
51. საქვაბეების და მტვერმომამზადებელი საამქროს დანადგარების შემკეთებლი ზეინკალი.
52. სათბობის მიმწოდებელი აღჭურვილობის შემკეთებელი ზეინკალი, დასაქმებული:
ა) ეკობასტიზურ ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში;
ბ) სხვა დანარჩენ თბოელექტროსადგურებში.
53. თბოელექტროსადურების სამანქანო საამქროში დანადგარების შემკეთებელი ზეინკალი.
54. საქვაბესა და მტვრის მოსამზადებელ საამქროს დანადგარების ზეინკალ-შემკეთებელი, რომელიც დასაქმებულია თბოელექტროსადგურის ორთქლის ქვაბების შეკეთებაზე.
55. უშუალოდ საქვაბესა და ტუმბოსაქვაბეს მომსახურე (მორიგე) ზეინკალი.
56. ტუმბოსაამქროს (განყოფილების) სათბობის დახურული საწყობის ნავთობმეურნეობის, მტვრის მომზადების დანადგარების მომსახურებაზე უშუალოდ დასაქმებული (მორიგე) ზეინკალი.
57. სათბობის მიმწოდებელი (მორიგე) ზეინკალი, რომელიც დაკავებულია დანადგარების მომსახურებაზე:
58. თბოქსელებისა და თბოგამტარი აღჭურვილობის შემკეთებელი ზეინკალ-რემონტიორი.
59. მიწისქვეშა თბოგამტარი და თბოქსელების აღჭურვილობის მომსახურე ზეინკალი.
60. თბოქსელებში დასაქმებული სათბიერებელი სატარის ზეინკალი.
61. ტაკელაჟის მუშა, რომელიც ემსახურება მოქმედ თბოტურბინებს, საქვაბე საამქროში (საქვაბეში), ასევე ტურბოების (საამქროში) განყოფილებაში მტვრის მომამზადებელ და თბოელექტროსადგურებში, თბომიწოდებაზე.
62. საწარმოო შენობის დამლაგებელი საქვაბე, ტურბოსაქვაბეებსა და მტვერწარმომქმნელ თბოელექტროსადგურებში.
63. თბოსატრანსპორტო საამქროსა და თბომიწოდებაზე დასაქმებული შორნიკი.
64. ბუნკერებში და საქვაბის ცხაურაში სათბობის მომრევი.
65. ელექტროქსელებში დასაქმებული მეკაბელე ელმონტიორი, რომელიც არემონტებს ტყვიის ქუროს გარსზე კაბელგამტარებს.
66. მეკაბელე-ელმონტიორი დასაქმებულია ელექტრო ქსელებში, ტყვიის გარსცმიდან კაბელის განცალკევებაზე.
67. (მორიგე) ელექტროზეინკალი და (მორიგე) ელმონტიორი დასაქმებული თბოელექტროსადგურების ნავთობმეურნეობისა და სათბობ-სატრანსპორტო საამქროების დახურული შენობებში, ელექტროტექნიკური დანადგარების მომსახურებაზე, სარელეო დაცვის საშუალებებზე ტურბოსაქვაბეებსა და ტურბინების საამქროებში, ავტომატიკისა და გამშვებმარეგულირებელ აპარატურის კონტროლიზე, ასევე თბომიმწოდებლისა და მტვერწარმომქმნელის საამქროსა და განყოფილებაში აპარატურის მომსახურებაზე.
68. ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია საჰაერო, ელექტროგადამცემი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაზე.
69. ელექტროსადგურის მართვის მთავარი ფარის ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია თბოელექტროსადგურის, ტურბინების საამქროში (განყოფილებაში) განლაგებულ ფართან მორიგეობით.
70. ელექტრომომანქანების შემკეთებელი ელექტროზეინკალი და სარელეო დაცვის აპარატურისა და ავტომატიკის შემკეთებელი ელექტრომონტიორი, რომელიც დასაქმებულია ელექტროტექნიკური დანადგარების, სარელეო დაცვის საშუალებების, გამშვებმარეგულირებელი აპარატურის შეკეთებაზე, ტურბოსაქვაბეების ხელსაწყოების და ავტომატიკის კონტროლზე საქვაბესა და ტურბოსაქვაბეების (განყოფილებაში) საამქროებში, სათბობის მიწოდების და მტვრის მოსამზადებელ საამქროებში, თბოელექტროსადგურების და ნავთობმეურნეობის, სათბობ-სატრანსპორტო სამსახურის დახურულ შენობაში.
71. ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია ელექტროქსელებში 500 ათასი და მეტი ვოლტი ძაბვის გამოცდასა და გაზომვაზე.
72. ქვესადგურის მომსახურე და ელექტროდანადგარების შემკეთებელი ელმონტიორი, რომელიც დასაქმებულია 500 ათასი და მეტი ძაბვის პირობებში ელექტროქვესადგურებში, დანადგარების მომსახურებაზე.
73. მუშები, დასაქმებულები ხეტყის წაქცევაზე, დაცურებაზე, ტრანსპორტირებასა და პირველად დამუშავებაზე, ტოტების გასხეპვასა და ელექტროგადამცემი ხაზების გაწმენდაზე.
74. მუშები, დასაქმებული წნევის ქვეშ ჭურჭლის მომსახურებაზე.
75. მუშები, დასაქმებულები ტყვიის აკუმულატორების დამუხტვაზე, შეკეთებასა და ელექტროლიტის მომზადებაზე.
76. მუშები, დასაქმებული გადამუშავებული ზეთის რეგენერაციაზე.
77. ამწეს მემანქანე, ჩამბმელი, დასაქმებული ტვირთამწე მანქანებსა და მექანიზმებზე .
78. მუშები, დასაქმებულები პნევმატური ინსტრუმენტებით და სამშენებლო-სამონტაჟო პისტოლეტით.
79. მეაპარატე, დასაქმებულები ბიოსუბსტრაქტის მომზადებასა და ჩატვირთვაზე.
80. ბიოგაზის დანადგარის ოპერატორი.
81. გადამუშავებული ბიომასის გადამტანი მუშა.
82. ბიოგაზის გამწმედი.
83. ქარისა და მზის ელექტროსადგურების მუშაკები, რომლებიც უშუალოდ დასაქმებულები არიან მიწის ზწდაპირიდან 20 მ-ზე მეტ სიმაღლეზე.
84. მუშები, დასაქმებულები ქარისა და მზის ელექტროსადგურების მაღლივი კონსტრუქციების შეღებვაზე.
85. სატუმბი დანადგარების მემანქანე, დასაქმებული გეოთერმული წყლის ტუმბვაზე.
86. თბომცვლელების უფროსი მემანქანე და მემანქანე.
87. ტურბინების განყოფილების უფროსი მემანქანე და მემანქანე.
88. ელექტრო და აირშემდუღებელი.
89. დეფექტოსკოპისტი.
90. SF6 (ელეგაზი) – გაზით შევსებული ელექტრომოწყობილობების შემკეთებელი პერსონალი.
91. ქიმიური ლაბორატორიის პერსონალი, რომლებიც მუშაობენ სატრანსფორმატორო ზეთის შემოწმებაზე.
თავი VII
ელექტროტექნიკური წარმოებ