1. წარმოების პროცესში ნედლეულის, მზა პროდუქციის და ნახევარფაბრიკატების გადაადგილების ბრიგადირი, დასაქმებული დამამზადებელი განყოფილების საწყობში.
2. ლითონის და მზა პროდუქციის გამოყვანაზე, დახარისხებაზე, მიღებაზე, ჩაბარებაზე, პაკეტირებაზე და შეფუთვაზე მომუშავე ბრიგადირი, დასაქმებული მილების მომამზადებელ განყოფილებაში, ბალონების გამოყვანაზე და ჩაბარებაზე.
3. სპინინგ-მანქანის (შემომგლინავი) მვალცავი.
4. მილებისა და ბალონების ჩამომსხმელი.
5. მჭედელი უროებზე და წნეხებზე.
6. მჭედელი-მშტამპავი, დასაქმებული ცხელ შტამპვაზე.
7. მკალავი ცხელი მეთოდით.
8. მღებავი, დასაქმებული ბალონების შეღებვაზე.
9. სამჭედლო-საწნეხი დანადგარების გამმართავი, დასაქმებული უროების, მოსაგორი მანქანებისა და წნეხების აწყობაზე.
10. მწნეხავი ბალონებისა და მილების შემოწმებაზე, ბალონების გამოყვანაზე დასაქმებული:
ა) ამოჭმის გამოყენებით;
ბ) და სხვა სამუშაოებზე.
11. მჭრელი, დასაქმებული დისკური ხერხით ცივი მილების და ბალონების ჭრაზე.
12. ნამზადების მჭრელი (ფიტინგებისა და ბალონებისათვის);
13. ბალონების ამწყობი.
14. ზეინკალ-მეიარაღე დასაქმებული შტამპების დაკალიბრებაზე, ბალონების ჭედვისათვის.
15. მშრობელი, დასაქმებული საშრობი ღუმელების მომსახურებით ბალონების გამოყვანისას.
16. მილების და ნაგლინის თერმისტი.
17. ხარატი, დასაქმებული ბალონების ფიტინგების და ბალონების არმატურის შიგ ჩარხვასა და დაკუთხვაზე, ასევე სპეციალური ბალონების დამუშავებაზე.
18. ამომჭმელი.
19. გადამტანი, დასაქმებული ბალონების და ნამზადის ტრანსპორტირებაზე.
20. ნამზადის მხეხავი (მუშა დასაქმებული ლითონის მანკის მოცილებაზე) დასაქმებული:
ა) მშრალი მეთოდით ხეხვაზე;
ბ) აბრაზული ქარგოლების საშუალებით ემულსიის გამოყენებით, ხეხვაზე.
21. ელექტროშემდუღებელი ნახევრად ავტომატურ მანქანებზე და ელექტროშემდუღებელ ავტომატურ მანქანებზე დასაქმებულნი ბალონების (მაღალი წნევის ქვეშ) შედუღებაზე.
22. ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულნი სამუშაოს იმ უბნებზე, სადაც ძირითადი საწარმოო მუშების უმრავლესობა სამუშაოს მავნე პირობებში მუშაობენ:
ა) ოსტატი;
ბ) უფროსი ოსტატი;
გ) ცვლის უფროსი
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 26. ბალონების წარმოება
თავი IV — მეტალურგიული წარმოება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. დინასის წარმოება (კვარცისა და კვარციტების მოპოვება, გამდიდრება და გადამუშავება)
- მუხლი 17. ბრძმედის წარმოება
- მუხლი 19. ფოლადსადნობი წარმოება
- მუხლი 21. წიდის საფქვავი განყოფილება
- მუხლი 24. წიდის დაცალკევება
- მუხლი 25. საგლინავი წარმოება
- მუხლი 27. კოქსქიმიური წარმოება
- მუხლი 28. ფეროშენადნობთა წარმოება
- მუხლი 29. ცეცხლგამძლე წარმოება
- მუხლი 30. რკინის ფხვნილის წარმოება
- მუხლი 31. ვერცხლაფოლადის, საკალიბრებელი და თერმული საამქროები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 26, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-26/