1. მეავტოკლავე.
2. ვაკუუმთერმული ღუმელის მეაპარატე.
3. ქრომის გამოწვის მეაპარატე, დასაქმებული ელექტროლიტური ქრომის წარმოებაში.
4. ელექტროლიზის მეაპარატე, დასაქმებული ელექტროლიტური ქრომის წარმოებაში.
5. დალექვის მეაპარატე, დასაქმებული ელექტროლიტური ქრომის წარმოებაში.
6. წარმოების პროცესში ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის გადაადგილების ბრიგადირი.
7. ლითონის და მზა პროდუქციის გამოყვანის, დახარისხების, მიღება-ჩაბარების, დაპაკეტების და შეფუთვის ბრიგადირი, დასაქმებული ფეროშენადნობების ჩამოსხმით და დაცალკევებით:
ა) ცხელ მალებში;
ბ) გამაგრილებელ მალებში.
8. წიდის გადმომტვირთავი ნაყარზე;
9. ღუმლიდან კირის გადმომტვირთავი;
10. აირშემდუღებელი, დასაქმებული გარსაცმების წანამატებზე:
ა) უშუალოდ სილიციუმიანი შენადნობების გამოსადნობ ღია ღუმლებზე;
ბ) სხვა ლითონების გამოსადნობ ღუმლებზე.
11. აირგენერატორის მომსახურე, დასაქმებული კირის გამოსაწვავ საამქროში.
12. აირმაშველი, დასაქმებული კირის გამოსაწვავ საამქროში.
13. ფეროშენადნობი ღუმლის მექურე.
14. მადოზირებელი, დასაქმებული კაზმის დოზირებით:
ა) სილიციუმიანი შენადნობების გამოსადნობად;
ბ) სხვა შენადნობის გამოსადნობად.
15. მსხვრეველი, დასაქმებული ანტრაციტის მსხვრევაზე ელექტროდის მასის წარმოებასა და გამოყენებაში.
16. მსხვრეველი, დასაქმებული ფეროშენადნობებისა და კაზმის მსხვრევით.
17. ღუმლების ჩამტვირთავი, დასაქმებული კირის გამოსაწვავ საამქროში.
18. ელექტროდის მასის წარმოებასა და გამოყენებისათვის დასაქმებული კალცინატორი (გამაუწყლოებელი).
19. კათოდის მომსახურე, დასაქმებული ელექტროლიზურ წარმოებაში.
20. გუმირებით დასაქმებული (ლითონის ზედაპირზე ნატურალური ან სინთეზური კაუჩუკის მჟავაგამძლე დამცავი დანაფარის დამტანი).
21. ტექნოლოგიური ღუმლების ცეცხლფარეში, დასაქმებული კირის გამოსაწვავ საამქროში.
22. ნიშანმდებელი, დასაქმებული ფეროშენადნობების ნიშანდებით ცხელ მდგომარეობაში.
23. ნიშანმდებელი, დასაქმებული გამაგრილებელ განყოფილებაში.
24. სკიპის ამწეს მემანქანე.
25. ჩამომსხმელი მანქანის მემანქანე.
26. ექსჰაუსტერის მემანქანე, დასაქმებული მაღალი ვაკუუმის ტუმბოების მომსახურებით.
27. წისქვილის მემანქანე, დასაქმებული ანტრაციტის დაქუცმაცებაზე და ელექტროდის მასის წარმოებასა და გამოყენებაში.
28. კირის გამომწველი, დასაქმებული აირით გამოწვაზე.
29. გამომწველი, დასაქმებული:
ა) მანგანუმის ორჟანგის აღდგენით მაზუთის ნახშირწყალბადებით;
ბ) სხვა სამუშაოებზე.
30. ოპერატორი, დასაქმებული მტვერაირასაჭერ დანადგარზე.
31. ვინიპლასტის მრჩილავი, დასაქმებული აბაზანების რემონტზე ელექტროლიტური ქრომის წარმოებაში.
32. ტყვიის მრჩილავი.
33. სქელფისის მდნობელი, დასაქმებული ელექტროდის მასის წარმოებასა და გამოყენებაში.
34. მდნობელი, დასაქმებული ფეროშენადნობების წარმოებაში, ალუმინის დნობისას მეტალთერმულ წარმოებაში.
35. ვანადიუმის ხუთჟანგის მდნობელი.
36. ფეროშენადნობების მდნობელი.
37. ელექტროსადნობი ღუმლის პულტის მომსახურე, დასაქმებული ფეროშენადნობთა ღუმლების მომსახურებაზე.
38. მოლიბდენის შემცველი მტვრის აწმენდაზე, დასაქმებული მუშები.
39. მუშები, დასაქმებული უშუალოდ ღია რკალურ ღუმლებში სილიციუმიანი შენადნობების გამოდნობაზე.
40. მუშები მუდმივად და უშუალოდ დასაქმებულნი ფეროვანადიუმის წარმოებაში.
41. მუშები, მუდმივად და უშუალოდ დასაქმებული ალუმინთერმული მეთოდით ლითონური ქრომის და ქრომშემცველი შენადნობების მიღებით.
42. ფეროშენადნობის მსხვრეველი.
43. შემზავებელი დასაქმებული ფეროშენადნობთა წარმოებაში ელექტროდის მასასთან მუშაობისას.
44. მშრობელი.
45. მზიდავი, დასაქმებული კირის გამოწვის საამქროში.
46. დამფასოებელ-შემფუთველი, დასაქმებული ფეროშენადნობების შეფუთვით.
47. ელექტროდის და ანოდის მასის მეყალიბე, დასაქმებული ელექტროდის მასის წარმოებასა და გამოყენებაში.
48. ფეროშენადნობის მწმენდავი.
49. მკაზმავი, დასაქმებული კაზმის მომზადებით:
ა) სილიციუმიანი შენადნობების გამოდნობაზე,ბ) სხვა შენადნობების გამოდნობაზე;
50. წყალხსნარების ელექტროლიზით დასაქმებული.
51. ელექტროდის მასის გამოყენებასა და წარმოებაში დასაქმებული ელექტროდთან მომუშავე.
52. თბოტექნიკური კონტროლის და თბური პროცესების ავტომატიკის ხელსაწყოების რემონტზე, აგრეთვე ვერცხლისწყლის ვენტილების გადაწყობით დასაქმებული ელექტროზეინკალი.
53. ოსტატი, უფრისი ოსტატი, ცვლის უფროსი, უშუალოდ დასაქმებულნი ფეროშენადნობების წარმოებაზე სამუშაოს იმ უბნებზე, სადაც ძირითადი საწარმოო მუშების უმრავლესობა სამუშაოს მავნე პირობებში მუშაოებენ.
54. ცვლაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, რომლებიც უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულნი არიან სილიციუმიანი შენადნობის გამოდნობით ღია რკალურ ღუმელში.
55. ცვლაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულნი ფეროვანადიუმის წარმოებაში.
56. ცვლაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლებიც უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულნი არიან ალუმინთერმული მეთოდით ლითონური, ქრომის და ქრომის შემცველი შენადნობის მიღებაზე