1. მეარმატურე, მებეტონე, მეკასრე, კალატოზი, მექვაბე, მომმქლონველი, მთეგავი, ხურო, ყალიბების დამამზადებელი, დასაქმებულნი მუდმივად იმ უბნებზე, სადაც ძირითადი საწარმოო მუშების უმრავლესობა მუშაობს მავნე პირობებში.
2. ლითონისა და სხვა მზა პროდუქციის გამოყვანაზე, შეფუთვაზე დაპაკეტებაზე, მიღებაზე, დახარისხებაზე მომუშავე ბრიგადირი, დასაქმებული:
ა) უშუალოდ ცხელი ლითონის სწორებაზე, ჭრაზე და დახარისხებაზე;
ბ) სხვა სამუშაოებზე.
3. სატვირთველის მძღოლი, დასაქმებული იმ უბნების მომსახურებით, სადაც ძირითადი საწარმოო მუშების უმრავლესობა მუშაობს მავნე პირობებში.
4. ლითონის ამომჩეხი.
5. აირშემდუღებელი, დასაქმებული ლილვაკების დადუღებით.
6. აირმჭრელი, დასაქმებული შენობებში.
7. საწარმოს გარდერობებში დასაქმებული მეგარდერობე.
8. მტვირთავი, დასაქმებული:
ა) ცეცხლგამძლე ნაკეთობების ჩატვირთვა-
გადმოტვირთვაზე;
ბ) დამსხვრეული ფეროშენადნობის ჩატვირთვა-
გადმოტვირთვაზე.
9. კალატოზი, დასაქმებული ცეცხლგამძლე წყობაზე.
10. მეკუჭნავე, დასაქმებული ნავთობის, ზეთის და ქიმიური პროდუქტების საწყობში.
11. ცხელი ლითონის მდაღავი.
12. კონტროლიორი, შავი ლითონის წარმოებაში, დასაქმებული მუდმივი კონტროლით უშუალოდ ცხელ უბნებზე და სამუშაოს მავნე პირობებიან უბნებზე.
13. ნიშანმდებელი, დასაქმებული:
ა) ლითონის ცხელ მდგომარეობაში ნიშანდებით;
ბ) ცივი ლითონის ნიშანდებით:
14. ჰიდროპნევმატიკური დანადგარის მემანქანე.
15. ელმავლის მემანქანე, მუდმივად დასაქმებული უბნების მომსახურებით, სადა
ც საწარმოოს ძირითადი მუშები მუშაობენ მავნე პირობებში.
16. საგლინავი დგანის წამყვანი ძრავის მემანქანე.
17. ვენტილაციური და ასპირაციული დანადგარის მემანქანე, დასაქმებული დანადგარების მომსახურებით, რომლებიც განლაგებულია საწარმოო შენობებში.
18. სატუმბი დანადგარების მემანქანე, დასაქმებული:
ა) ზეთის, ნავთობის პროდუქტებისა და დაქლორილი წყლის გადაქაჩვით;
ბ) ტუმბოების მომსახურებით სარდაფებში, სადაც არ არის დღის შუქი;
19. ამწეს მემანქანე, მუდმივად დასაქმებული უბნების მომსახურებით, სადაც ძირითადი საწარმოო მუშები მუშაობენ მავნე პირობებში.
20. მოძრავი ხსნარსარევის მემანქანე.
21. სპეცტანსაცმლის სარეცხის მემანქანე, დასაქმებული სპეცტანსაცმლის შეკეთებით.
22. ბულდოზერის მემანქანე, ტრაქტორისტი, ტრანსპორტიორის მომსახურე, მეტაკელაჟე მუდმივად დასაქმებულნი იმ უბნების მომსახურებით, სადაც ძირითადი საწარმოო მუშები მავნე პირობებში მუშაობენ.
23. ამწეს მემანქანე, დასაქმებული რკინიგზის ამწეს მომსახურებით:
ა) შიგაწვის და ორთქლის ძრავაზე;
ბ) ელექტროძრავაზე;
24. ექსკავატორის მემანქანე დასაქმებული:
ა) შიგაწვის და ორთქლის ძრავაზე;
ბ) ელექტროძრავაზე;
25. მესპილენძე, დასაქმებული ქშინის დამზადებით.
26. ოპერატორი, დასაქმებული მტვერაირსაჭერი დანადგარების მომსახურებით.
27. მართვის პოსტის ოპერატორი, დასაქმებული სამუშაოს ცხელ უბნებში.
28. პირომეტრისტი, მუდმივად დასაქმებული ტემპერატურის გაზომვით.
29. სინჯის ამღები, დასაქმებული ბრძმედის აირის სინჯის აღებით, აგრეთვე სინჯის აღებით ცხელ უბნებში და მავნე პირობებიან უბნებში.
30. მუშები, დასაქმებულნი ბრძმედისა და მარტენის ღუმელის აირსადენების გაწმენდით.
31. მუშები, დასაქმებულნი ცხელი უბნების მომსახურებით ან მავნე პირობებიან სამუშაოებზე.
32. გვარლის ნაწარმის ზეინკალი.
33. ყველა დასახელების ზეინკალი და ელექტრო-მონტიორი, დასაქმებული აგრეგატების და მოწყობილობების რემონტსა და მომსახურეობაზე, იმ უბნების მუდმივი მომსახურებით, სადაც უმრავლესი ძირითადი საწარმოო მუშები მუშაობენ მავნე პირობებში.
34. ჩამომსხმელი, დასაქმებული ნავთობიანი ცისტერნების ჩამოსხმით და დაორთქვლით, აგრეთვე მაზუთის ჩამოსხმითა და ჩასხმით.
35. მზეთავი (შემზეთი), დასაქმებული:
ა) ცხელ უბნებში;
ბ) მექანიზმების ცივ მდგომარეობაში შეზეთვით;
36. ლითონის დამხარისხებელ-ჩამბარებელი, დასაქმებული მზა პროდუქციის ცივი გამოყვანის უბნებზე, აგრეთვე ლითონის დახარისხებასა და ჩაბარებაზე.
37. დამხარისხებელი, დასაქმებული:
ა) ცხელი ჭურჭლის აღებითა და დახარისხებით;
ბ) ცხელი ლითონის დახარისხებით;
38. მშრობელი, დასაქმებული მოკალული ჭურჭლის გაშრობით.
39. ხარატი დასაქმებული:
ა) ცეცხლგამძლე მასალების გაჩარხვით;
ბ) ვალცების დამუშავებით;
40. საწარმოო შენობის დამლაგებელი, დასაქმებული ცხელ სამუშაო უბნებში, მეტალურგიულ, კოქსქიმიურ და ცეცხლგამძლე მასალების საამქროებში.
41. ცხელი ლითონის ამწმენდი.
42. წიდის და ხენჯის ამწმენდი.
43. სამსახურეობრივი შენობების დამლაგებელი, სანიტარულ-ჰიგიენური შენობების დამლაგებლები.
44. გამწმენდი, დასაქმებული:
ა) მოკალული ჭურჭელის წმენდით.
ბ) სავენტილაციო დანადგარების მტვრის კამერების გაწმენდით.
45. ლითონის მეშტაბელე დასაქმებული, ზოდების და ნაკეთობების საწყობში, აგრეთვე საწარმოო მალებში განთავსებული მზა პროდუქციის საწყობში.
თავი V
ფერადი მეტალურგი