1. მტვირთავი, დასაქმებული საზღვაო და სამდინარო ნავსადგურებში ნახშირისა და სხვა ფხვიერი ტვირთების დატვირთვასა და გადმოტვირთვაზე, ასევე წყლიდან მრგვალი ხის გემზე დატვირთვის სამუშაოებზე.

2. მამხოლოებელი, დასაქმებული მინის ბამბით თერმოიზოლაციაზე და ბიტუმირებაზე.

3. გემების მგმანავი; მუშა დასაქმებული ფისის ხარშვაზე, გაფისული ძენძის სორსვლასა და ჩაჭედვაზე.

4. გემის ჩამგმანავი.

5. ზეინკალ-მემონტაჟე.

6. ზეინკალ-გემთშემკეთებელი.

7. გემის მილგამყვანი.

8. ელექტრომოწყობილობების ელექტრომონტიორი, მუდმივად დასაქმებული გემის შიგნით რემონტსა და მონტაჟზე, გარდა ღია უგემბანო გემებისა.

9. მოტორისტი, დასაქმებული მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებაზე.

10. მზიდავი და სხვა მუშები.

11. მტვირთავი, ფხვიერი, ნაყარი და მტვრიანი ტვირთების გადამუშავებაზე.

12. მუშები დასაქმებულები ტვირთისაგან დამტვერიანებული გემებისა და საწყობების წმენდასა და რეცხვაზე.

13. მუშაკები, დასაქმებულები სასიგნალო შუქების აცეტილენური აპარატურის, შუქურისა და დახურულ ნაგებობებში მუშაობისას მნათი ქერქეჭელას რემონტსა და რეგულირებაზე.

14. ცხიმსადნობი საქვაბეების შიგნით ცხიმმომცილებლების, ცხიმსალექარების, გრაქსის საკრებლების, ცხიმოვანი ტანკების, ცხიმის ქარხნის დიდი ბუნკერების, ვეშაპსასაკლაო ფლოტის გემებზე შიგაწვის მაზუთისა და ზეთოვანი ტანკების სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები.

15. მოქმედი თბოელექტროსადგურის სამანქანო საამქროს მუშაკები: ზეინკალი (მორიგე), დეაერატორების მემანქანე, რედუქციულ-სანამავი მოწყობილობის მომსახურებაზე დასაქმებული მუშები, მკვებავი ტუმბოებისა და შიგაწვის ძრავების მემანქანე, მზეთავი.

16. მუშები, მუდმივად დასაქმებულები დახურულ შენობებში და გემის შიგნით გემის დიზელების რეგულირებასა და გამოცდაზე.

17. მორიგე, ელექტროსადგურის სამანქანო დარბაზში მართვის ფართან.

18. მუშები, დასაქმებულები ჰიდრონაგებობების ლითონური კონსტრუქციების გადაკვრასა და შეღებვაზე.

19. მუშები, დასაქმებულები გემის ლითონური კორპუსის გადაკვრაზე, გაწმენდასა და შეღებვაზე.

20. მუშები, დასაქმებულები საქვაბის გაწმენდაზე გრაქსისაგან და ცხიმიანი ტანკებისაგან.

21. ზეინკალ-მონტიორი და მექვაბე, დასაქმებულები ცხელ და ორთქლის საქვაბეების რემონტზე.

თავი XXI

პოლიგრაფიული წარმოე