1. აკლიმატიზატორი, დასაქმებული ქაღალდის აკლიმატიზაციაზე, მაღალი და ღრმა ბეჭვდის საამქროებში.
2. საბეჭდი ფორმების შრიფტის, ნოტების გრავიორი, დასაქმებული:
ა) ტყვიის შემცველ ნადნობთან სამუშაობზე; ღრმა ბეჭდვის მანქანების მომსახურებაზე; დიაპოზიტივებზე და ტიპოგრაფიულ ფორმიან ფირფიტებზე, გეოგრაფიულ, გეოლოგიურ, საზღვაო და სპეციალურ პლანებისა და პუანსონების დამზადებაზე;
ბ) ყველა სხვა სამუშაოებზე.
3. მეკუჭნავე, დასაქმებული ღრმა ბეჭდვის საამქროში, ფორმიანი ცილინდრების შენახვაზე.
4. წებოს მხარშავი, დასაქმებული ლატექსის საფუძველზე ან კალიუმბიქრომატის დამატებით წებოს მომზადებაზე.
5. კოლორისტი და საღებავმსრესავი, დასაქმებული:
ა) ტყვიის, ანილინის, ბენზოლის და ტოლუოლის საღებავებზე;
ბ) სხვა საღებავებთან.
6. მზა პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების კონტროლზე, მიღებაზე, წუნდებაზე, დახარისხებაზე, დაბეჭდილი პროდუქციის შეკვრასა და აღრიცხვაზე დასაქმებული:
ა) კონტროლიორი;
ბ) დამხარისხებელ-კონტროლიორი;
გ) კონტროლიორ-აღმრიცხველი;
დ) მიმღებ-გამგზავნი;
ე) მისამართის მიმკუთვნებელი მანქანის მემანქანე.
7. ფირფიტის წნეხმიმდებარე მანქანის მემანქანე.
8. პოლიგრაფიული დანადგარის გამწყობი, დასაქმებული:
ა) მაღალი, ღრმა და ანილინური ბეჭდვის საამქროში, საამწყობო, სტერეოტიპული შრიფტის ჩამომსხმელი და ნოტისაბეჭდის მომსახურებაზე;
ბ) ბრტყელი ბეჭდვის, ფოტოტიპური, ცინკოგრაფული, შტემპელოგრაფიორის და მეტალოგრაფულ წარმოებაში, ამომჭმელი, საღებავსასრესი გალვანოგან-ყოფილებაში ტრაფარეტულ ბეჭდვაზე.
9. ლილვაკების ჩამომსხმელი.
10. ლითონისა და შენადნობთა მდნობელი, დასაქმებული ტყვიის შემცველი ტიპოგრაფიული ნადნობის დნობაზე.
11. დამხმარე (ტრანსპორტის) მუშა, დასაქმებული:
ა) ლითონის ფოლგებზე, ნახევარფაბრიკატებისა და ქაღალდის მიმტანი მაღალი ბეჭდვის საამქროში.
ბ) სტერეოტიპის ჩამოსხმასა და გამოყვანაზე და ტყვიის შემცველი ტიპოგრაფიული ნადნობის დნობაზე, ნაკრების ტრანსპორტირებაზე და ნაკრების სალაროს ტყვიის მტვერისაგან გაწმენდაზე, მატრიცის გადაღებაზე, მატრიცისა და ამწყობი მანქანების წმენდაზე, საბეჭდი ფორმებისა და ლილვაკების ჩამორეცხვაზე, მაღალი და ღრმა ბეჭდვის საამქროებში; შუასადები ქაღალდების ჩაწყობასა და ამორჩევაზე, ღრმა ბეჭდვის საამქროში, ქაღალდებისა და ნახევარფაბრიკატების მიწოდებაზე, შრიფტის და სიტყვის ჩამომსხმელ წარმოებაში.
12. მეპრეპარატორე, დასაქმებული ყალიბისა და საბეჭდ საამქროში ხსნარის მომზადებაზე.
13. ელექტრომოწყობილობების მომსახურე ზეინკალ-შემკეთებელი და ელექტრო-მონტიორი, მუდმივად დასაქმებული:
ა) ღრმა ბეჭდვის საამქროში;
ბ) ნაკრების, სტერეოტიპის ღრმა და ანალინური ბეჭდვის, შრიფტისა და სიტყვის ჩამომსხმელ წარმოებაში.
14. დნობადი მჟავით მინის ამომჭმელი.
15. საწარმოო შენობის დამლაგებელი უშუალოდ დასაქმებული:
ა) ღრმა ბეჭდვის საამქროში;
ბ) მაღალი და ბრტყელი ბეჭდვის, ამკრებ, სტერეოტიპის, ცინკოგრაფის საამქროს, ლილვებისა და ყალიბების რეცხვის უბანზე და გალვანურ განყოფილებაში, ყალიბისა და საღებავსასრესი საამქროების დალაგებაზე, შრიფტის ჩამოსხმის წარმოებაში.
16. ცვლის ოსტატი და უფროსი ოსტატი:
ა) ამკრებ, სტერეოტიპულ, მაღალი და ღრმა ბეჭდვის, საღებავსასრეს, შრიფტის ჩამოსხმისა და ნოტის საბეჭდ წარმოებაში;
ბ) ბრტყელი ბეჭდვის, ყალიბურ, შტემპელ-გრავიურისა და მეტალოგრაფულ წარმოებაში.
ტრანსპორ