1. მებუნიკე (უფროსი მებუნიკე), დასაქმებული რკინიგზის სადგურებში სამუხრუჭე ბუნიკებით დამუხრუჭების გზით ვაგონების მოძრაობის სიჩქარის რეგულირებაზე, სამუხრუჭე პოზიციებთან ბუნიკების გამოტანასა და მიტანაზე, სახარისხებელ ლიანდაგებზე ვაგონების გადასაბმელად მიმარჯვებაზე, ვაგონების მუხრუჭების ბუნიკებით და ხელის მუხრუჭებით გადაღობვასა და დამაგრებაზე.
2. სატვირთო მატარებლის კონდუქტორები, დასაქმებულნი ამკრები, გამომზიდი, გამომყვანი, გადამცემი და სამეურნეო მატარებლების მომსახურების, შუალედურ სადგურებში მომსახურე მატარებლებით სამანევრო მუშაობის წარმოების, მატარებლის გადაღობვის და მუხრუჭის ბუნიკებით და ხელის მუხრუჭებით მისი დამაგრების სამუშაოებზე.
3. მატარებლის შემდგენელი, მატარებლის შემდგენლის თანაშემწე, დასაქმებულნი შემადგენლობებისა და ვაგონთა ჯგუფების შედგენადაშლის, მატარებლებიდან ვაგონების მოხსნისა და მატარებლების მიბმის, სატვირთავ-გადმოსატვირთავ და სხვა სპეციალიზებულ ლიანდაგებზე ვაგონების ჩამოყენების, ამ ლიანდაგებიდან მათი გამოტანის, შემადგენლობებისა და ვაგონების პარკიდან პარკში და ერთი სადგურიდან მეორეში გადაცემის სამუშაოებზე.
4. გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი, ღორღსაწმენდი და ღორღსამჭიდროებელი სალიანდაგო მანქანების მემანქანეები და მათი თანაშემწეები, დასაქმებული რკინიგზის ლიანდაგის რემონტისას დარტყმითვიბრაციული მოქმედების თვითმავალი მანქანების მართვაზე, ორთქლისა და დიზელის ძრავებით სალიანდაგო სვლის ტვირთამწეების მემანქანეები და მემანქანეების თანაშემწეები, თოვლსაწმენდი და გამწმენდი სალიანდაგო მანქანების მემანქანეები, დასაქმებულნი ლიანდაგების ნაგვისა და ჭუჭყისაგან გასაწმენდათ თოვლმიწის ასაღები მანქანების მართვაზე, სარწყავი მატარებლის მემანქანე, დასაქმებული რკინიგზის ლიანდაგის ვაკისზე მცენარეულობის მოსასპობ სამუშაოებზე სარწყავი მატარებლების მართვაზე.
5. მოძრავი ელექტროსადგურის მემანქანე, ავტომოტრისის მემანქანე, ძრავამავალის მემანქანე, ბულდოზერის მემანქანე, დრეზინის მძღოლი, ტრაქტორისტი, დასაქმებულნი ორთქლის და დიზელის ძრავიანი სტაციონარული და მოძრავი დანადგარების მართვაზე.
6. ლიანდაგის მონტიორი, დასაქმებული ზვავების უბნებზე და გვირაბებში რკინიგზის ლიანდაგებისა და ხელოვნური ნაგებობების რემონტსა და მიმდინარე მოვლა-შენახვაზე.
7. ლიანდაგის მონტიორი, დასაქმებული ანტისეპტიკებით გაჟღენთილ შპალებთან და ძელებთან დაკავშირებულ სამუშაოებზე.
8. ლიანდაგის მონტიორი, დასაქმებული ელექტრული და პნევმატიკური შპალშემომბეკნების გამოყენებით ლიანდაგის ზედნაშენის მოწყობასა და სარემონტო სამუშაოებზე.
9. ლიანდაგის მონტიორი, დასაქმებული ტექნიკური საშუალებებისა და რკინიგზის ლიანდაგის საექსპლოატაციო და სარემონტო სამუშაოებზე, რომელიც სრულდება შავი და ფერადი მეტალურგიის, ქვანახშირის (ფიქლის) და ცემენტის მრეწველობის, სამთო ქიმიის საწარმოების კარიერებში (ჭრილებში), აზბესტისა და გრაფიტის მისაპოვებლად.
10. ლიანდაგის მონტიორი, დასაქმებული რკინიგზის ლიანდაგისა და ხელოვნური ნაგებობების მოვლა-შენახვასა და რემონტზე მატარებელთა მოძრაობაში რეგლამენტირებული შესვენებების (ფანჯრების) დროს.
11. ულტრაბგერითი აპარატით მომუშავე დეფექტოსკოპიის ურიკის ოპერატორები, მათი თანაშემწეები, დეფექტოსკოპისტები მაგნიტურ და ულტრაბგერით დეფექტოსკოპზე მუშაობისას.
12. მეეკიპირე, სილის მიმწოდებელი დანადგარის მემანქანე, დასაქმებულნი მყარი და თხევადი საწვავით, წყლით, ყინულით, მარილით და სილით ლოკომოტივების და ვაგონების ეკიპირებაზე.
13. ვაგონების მსინჯველი, ვაგონების მსინჯველ-შემკეთებელი, მოძრავი შემადგენლობის რემონტის ზეინკალი, უშუალოდ დასაქმებულნი რკინიგზის სადგურების ლიანდაგებზე ვაგონების ტექნიკური მომსახურებისა და ვაგონების დასატვირთად მომზადების პუნქტებში რკინიგზის ვაგონების რემონტსა და მომსახურებაზე.
14. სათბობი აპარატურის ზეინკალი, დასაქმებული თბომავალების სამანქანო განყოფილებასა და დიზელმატარებლების ძრავიანი ვაგონების სადიზელო განყოფილებაში ცხელი მოწყობილობის რემონტსა და მომსახურებაზე.
15. ტექნიკური მომსახურების პუნქტებში ლოკომოტივების გასინჯვისა და მომსახურების ზეინკალი, დასაქმებული ტექნიკური მომსახურებისას ლოკომოტივების, დიზელმატარებლების, ელექტრომატარებლების სავალი ნაწილების რემონტსა და მომსახურებაზე.
16. დენმიმღების რემონტის ზეინკალი, დასაქმებული ელმავლებისა და ელექტრომატარებლების დენმიმღებების რემონტზე.
17. მოძრავი შემადგენლობის რემონტის ზეინკალი, დასაქმებული ვაგონებისა და ლოკომოტივების ზეთისა და ჰაერის ფილტრების რემონტზე.
18. ვაგონ-ცისტერნების სარქველების შემკეთებელი ზეინკალი, მუდმივად დასაქმებული ცისტერნების ჩამოსასხამი ხელსაწყოების, ჩასაშვები და დამცავი სარქველების დაშლაზე, რემონტსა და აწყობაზე.
19. საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი, წევის ქვესადგურის ელექტრომონტიორი მატარებელთა მოძრაობის პირობებში დასაქმებულნი წევის ქვესადგურის მოწყობილობის, საკონტაქტო ქსელის, სცბ-ის მოწყობილობათა მკვებავი მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების რემონტსა და მომსახურების სამუშაოებზე.
20. საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორები, ელექტრომომარაგების რაიონების ელექტრომონტიორები, დასაქმებულნი საკონტაქტო ქსელის მოწყობილობების, სცბ-ის მოწყობილობათა მკვებავი მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზების, სადგურების პარკებში პროჟექტორის ანძებზე, გვარლის საკიდრზე და ხისტ განივებზე განათებული მოწყობილობების რემონტისას და მომსახურებისას მაღლივ სამუშაოებზე, აგრეთვე ელექტომოწყობილობების რემონტისა და მომსახურების ელექტრომონტიორი, დასაქმებული მხოლოდ მაღლივ სამუშაოებზე სადგურების პარკებში პროჟექტორების ანძებზე გამანათებელი მოწყობილობების რემონტისა და მომსახურებაზე.
21. ჩამომსხმელი, დასაქმებული მჟავეების, ტუტეების, ანტისეპტიკების, ნავთობის, მაზუთის, თხევადი შხამქიმიკატების, კაპრონის, ბაბიტისა და სხვა შხამიანი ნივთიერებების ჩამოსხმაზე.
22. მოძრავი შემადგენლობის მრეცხავ-დამლაგებელი, დასაქმებული მოძრავი შემადგენლობის ხელით გაწმენდასა და გარეცხვაზე ნავთის, აცეტონისა და სხვა გამხსნელების გამოყენებით.
23. მზეთავი, დასაქმებული ლოკომოტივების ძრავაღერძის საკისრების, წევის ძრავისა და წყვილთვლის კბილა გადაცემის შეზეთვასა და სხვადასხვა კვანძის გაპოხვაზე.
24. მეკაბელე-მრჩილავი, დასაქმებული ტყვიის, პოლიეთილენის და პოლიქლორვინილის გარსიანი კაბელების დარჩილვაზე.
25. მეაკუმულატორე, დასაქმებული მჟავა და ტუტე აკუმულატორების რემონტზე, კვლავაწყობასა და დამუხტვაზე.
26. აირშემდუღებელი, ელექტროაირშემდუღებელი, ელექტროშემდუღებელი, დასაქმებულნი აირსაშემდუღებლო, ელექტროაირსაშემდუღებლო, ელექტროსა-შემდუღებლო და აირსაჭრელ სამუშაოებზე.
27. საკომპრესორო დანადგარების მემანქანე, დასაქმებული აცეტილენის, ფრეონის, ამიაკისა და ქლორის კომპრესორული დანადგარების (კომპრესორების), დიზელის ძრავებით კომპრესორების მომსახურებაზე.
28. მჭედელი, დასაქმებული უროებით ჭედვის სამუშაოებზე, მჭედელი, დასაქმებული ხელით ჭედვის სამუშაოებზე.
29. ხარატი, დასაქმებული დეტალების, იარაღების, წყვილთვლების დამუშავებაზე ლითონდამამუშავებელ ჩარხებზე.
30. ლითონის მჭრელი, დასაქმებული ლითონსაჭრელ სამუშაოებზე ლითონსაჭრელ ჩარხებზე.
31. მხეხავი, დასაქმებული ლითონის დამუშავებაზე სახეხ ჩარხებზე.
32. მლესავი, დასაქმებული დეტალების, იარაღების აბრაზივის რგოლებით მშრალი ხერხით გალესვაზე.
33. დურგალი, დასაქმებული ხის დამუშავების სამუშაოებზე ხის დამუშავების დაზგებზე.
34. ჩამომხმელი, დასაქმებული სადნობ ღუმელებში დეტალების, ნაკეთობების ჩამოსხმაზე.
35. მექვაბე, საქვაბე დანადგარების ოპერატორი, დასაქმებულნი მყარი და თხევადი სათბობით მომუშავე წყალსათბობისა და ორთქლის ქვაბების მომსახურებაზე, ნაცრისა და წიდის მოსაცილებელი სამუშაოების შესრულებაზე.
36. მღებავი, დასაქმებული სამღებრო სამუშაოებზე დახურულ სათავსებში ასფალტის, კუზბასისა და ღუმელის ლაქების, ნიტროლაქებისა და ბენზოლის, ტოლუოლის, რთული სპირტებისა და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველი ლაქების გამოყენებით, აგრეთვე ამ საღებავებისათვის შედგენილობების მომზადება.
37. დასამოქლონებულ ელექტროპნევმატური დანადგარის ოპერატორი, დასაქმებული სატვირთო ვაგონების ურიკების გვერდით ჩარჩოებზე ფრიქციული თამასების დამოქლონებაზე მაღალ წნევასა და ტემპერატურის მქონე დასამოქლონებელი დანადგარით.
38. მეკუჭნავე, დასაქმებული მუდმივ სამუშაოებზე ქიმიკატების, მჟავეების, გამხსნელების, ნავთობპროდუქტების, საზეთისა და ნახშირის საწყობებში.
39. ლიანდაგებისა და ხელოვნური ნაგებობების შემომვლელი, დასაქმებული 0,5 კმ-ზე მეტი სიგრძის გვირაბებში რკინიგზის ლიანდაგისა და ხელოვნური ნაგებობების გასინჯვაზე (მუდმივ სამუშაოებზე აღნიშნულ უბანზე).
40. ტყვია-კალოვანი შენადნობების ჩამომსხმელი, დასაქმებული ტყვია-კალოვანი შენადნობების დეტალების ჩამოსხმასა და ჩასხმაზე.
41. მოძრავი შემადგენლობის მრაცხავ-დამლაგებელი, დასაქმებული ფრინველების ნარჩენებისაგან, ცხოველური წარმოშობის ნედლეულისაგან, მტვრევადი ტვირთისაგან, შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქებისაგან სატვირთო ვაგონების გაწმენდა-გარეცხვაზე.
42. სპეცტანსაცმლის მრეცხავი, დასაქმებული სპეცტანსაცმლის რეცხვაზე სარეცხ მანქანებში სინთეზური სარეცხი საშუალებებისა და პრეპარატების გამოყენებით.
43. გასამრავლებელი და პირის გადამღები მანქანების ოპერატორი, დასაქმებული ქსეროქსის ტიპის ელექტროგრაფული რეპროდუქციის აპარატების გასამრავლებელი და პირის გადამღები მანქანების მომსახურებაზე,44. მაგისტრალურ რკინიგზაზე – ელმავლის მემანქანე, მემანქანის თანაშემწე, ძრავა-ვაგონიანი ელექტრომატარებლის მემანქანე, მემანქანის თანაშემწე, თბომავლის მემანქანე, მემანქანის თანაშემწე, დიზელმატარებლის მემანქანე, მემანქანის თანაშემწე, დასაქმებულნი ლოკომოტივების, ძრავავაგონიანი ელექტრომატარებლის, დიზელმატარებლის მართვასა და მომსახურებაზე.
45. რეფრიჟერატორული მატარებლის (სექციის) მექანიკოსი, დასაქმებული რეფრიჟერატორული მოძრავი შემადგენლობის დიზელების და სამაცივრო დანადგარების რემონტსა და მომსახურებაზე უშუალოდ ვაგონებში.
46. გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი, ღორღსაწმენდი და ღორღსამჭიდროებელი სალიანდაგო მანქანების უფროსები, მათი მოადგილეები.
47. სამატარებლო დისპეტჩერი, დასაქმებული მომსახურე (სადისპეტჩერო) უბანზე მატარებელთა მოძრაობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო სამუშაოებზე.
48. პირველი კატეგორიის რკინიგზის სადგურების მორიგეებ