1. ასფალტმებეტონე დასაქმებული ბიტუმის სახარში ქვაბების წმენდაზე.
2. რეზინის ნარევის მღარავი, დასაქმებული საბურავების შეკეთებისას რეზინის ღარვასა და რეზინო-ტექნიკური ნაკეთობების დამზადებაზე.
3. ავტობუსის მძღოლი დასაქმებული რეგულარულ ხაზებსა და შეკეთებაზე.
4. სამედიცინო დახმარებისა და სანიტარიული ავტომანქანის მძღოლი.
5. ავტომანქანის მძღოლი და მათ შორის სპეციალური ტვირთამწეობის (სახანძროს გარდა):
ა) 1,5-დან 3 ტ-მდე;
ბ) 3-დან და ზევით.
6. მსუბუქი ავტომანქანა-ტაქსის მძღოლი, დასაქმებული რესპუბლიკის ქალაქებში, სამხარეო რაიონული დაქვემდებარებისა და საერთაშორისო ტრასებზე.
7. მევულკანიზატორე, მუდმივად დასაქმებული ცხელ სავულკანიზაციო წნეხებზე, ავტომანქანების, ავტოკამერების და რეზინის ნაკეთობების შეკეთებაზე.
8 მეგარდერობე, დასაქმებული ეთილირებული საწვავით დაბინძურებული ტანსაცმლის შენახვაზე და საწარმოო ნაგებობების დალაგებაზე.
9. ქვისდამქუცმაცებელი დანადგარის მომსახურე დამქუცმაცებელი და დამხმარე მუშა.
10. ავტომანქანების საწვავითა და საპოხი მასალებით მუდმივად გამწყობი; მეკუჭნავე, მუდმივად დასაქმებული საწვავსა და საპოხ მასალებთან.
11. მოტორიანი საგორავებლის მემანქანე, ასფალ-ტბეტონის ჩამწყობის მემანქანე, დასაქმებული ცხელი საფარით საგზაო სამუშაოებზე.
12. ბიტუმსადნობი გადასაადგილებელი დანადგარის მემანქანე და დამხმარე მუშა (ტრანსპორტის), დასაქმებული ბიტუმის სახარშ ქვაბებთან მიტანა-ჩატვირთვაზე და ამოჭრის ხელით სამუშაოებზე.
13. შემკვრელის გამნაწილებლების მემანქანე (საგზაო სამუშაოების შესრულებისას).
14. ეთილირებული საწვავით, ავტომანქანის დაჭუჭყიანებული დეტალების, კვანძების მრეცხავი.
15. ცხელი წესით მჩრჩილავი და მკალავი, რომელიც მუდმივად დასაქმებულია ტყვიითა და მისი შენადნობებით რჩილვაზე.
16. მუშები, რომლებიც მუდმივად დასაქმებული არიან მარცვლეულის, ფქვილის, ბურღულეულის, გადანაჭრების, კომბინირებული საკვებისა და მათი ნარჩენების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე.
17. ავტომანქანების შემკეთებელი და დამხმარე მუშა (ტრანსპორტის), მუდმივად დასაქმებული ღამის ცვლებში ავტომანქანების დათვალიერებასა და შეკეთებაზე.
18. ავტომანქანის ძრვის შემკეთებელი ზეინკლები, რომლებიც მუშაობენ გზაზე და ეთილირებულ საწვავზე.
19. ბენზინგასამართ სადგურებში, ეთილირებული საწვავით ღია ცის ქვეშ სარემონტო სამუშაოებზე მუდმივად დასაქმებული ელექტროზეინკალი.
20. ელექტროზეინკალი, დასაქმებული ნაგებობებში ბენზიგასამართის შეკეთებაზე ეთილირებული საწვავი