1. მეკაბელე-მჩრჩილავები დასაქმებული:

ა) სკანალიზაციო მეურნეობის ელ. მონტიორები, ტყვიის კაბელის ჩადებაზე მომუშავენი საკაბელო ჭებში და კოლექტორებში;

ბ) სახაზო მეურნეობისა და საქალაქო სატელეფონო კავშირგაბმულობის სააბონენტოს ელ. მონტიორები, რომლებიც შუალოდ არიან დაკავებულნი ტყვიის კაბელის მირჩილვაში, ასევე პოლიეთილენისა და პოლიქლორვინილის კაბელების გარსის მირჩილვაში.

2. მიწისქვეშა კავშირგაბმულობის ობიექტებზე მომუშავე მუშაკები.

3. ავტომატურ სატელეფონო სადგურებში მომუშავე მეელსმენეები (დაზიანების ბიუროს ოპერატორები):

ა) სარეგულირო საამქროში მომუშავეები;

ბ) საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურის მეელსმენეები.

4. ელ. მონტიორები, ტექნიკები, ინჟინრები სააკუმულატოროში მომუშავეები როგორც მჟავიან, ასევე ტუტიან აკუმულატორებზე.

5. ინჟინრები, ელ. ექანიკოსები, ასევე სააბონენტო გადამცემი და მიმღები რადიო-სარელეო სადგურების მოწყობილობებზე მომუშავეები.

6. დიზელ-მოტორისტები.

7. მაღალმთიან ადგილებში მომუშავეები ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრამდე, 2001-2500 მეტრამდე და 2500 მეტრს ზევით.

8. მუშაკები, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ რადიოსადგურებში და დაკავებულნი არიან სმენით კონტროლზე, რადიო გადაცემებზე.

9. ინჟინერი, უფროსი ელექტრომექანიკოსი, ტექნიკი, რადიოოპერატორი, რომლებიც მუშაობენ ტელე-რადიო გადამცემ სადგურებში, აგრეთვე ემსახურებიან საანტენო-საანძო ნაგებობებსა და ტელერეტრანსლატორებს.

10. სასადგურო სატელევიზიო დანადგარების ინჟინრები, უფროსი ელექტრიკოსები, ტექნიკები, ელ. მონტიორები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ტელეცენტრის მოძრავ სატელევიზიო სადგურის და რადიოლოკაციური სადგურების მომსახურებით, აგრეთვე მაღალი სიხშირის (VKB) რადიო-ტელე გადამცემი სადგურების 1 კილოვატი სიმძლავრის ზევით.

11. საფოსტო გზავნილების დამხარისხებელი, დაკავებული საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების დახარისხებით, ასევე საფოსტო ვაგონებში, ჟურნალ-გაზეთების ექსპედიციაში და ტოპოგრაფიაში.

12. საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის მეელსმენეები, რომლებიც ემსახურებიან კომუტატორს, რომელიც არის არანაკლებ 100 აბონენტის და გააჩნია არანაკლები 20 შემაერთებელი ხაზი.

13. „ტელეტაიპის“ ტიპის სატელეფონო აპარატებზე მომუშავე ტელეგრაფისტი:

ა) დღეღამის განმავლობაში მომუშავე, საშუალო საათობრივი დატვირთვა ერთ ტელეგრაფისტზე 800 სიტყვა საათში;

ბ) გრაფიკით დღის და ღამის ცვლებში და საშუალო საათობრივი დატვირთვა ერთ ტელეგრაფისტზე 1100 სიტყვა საათში.

14. ტელეგრაფისტი:

ა) რომელიც აწარმოებს ტელეფონით დეპეშების მიღებას, საათში არა უმეტეს 300 სიტყვის, დატვირთვის პირობებში;

ბ) დანარჩენი ტელეგრაფისტები, მომუშავენი ყველა სისტემის აპარატებზე.

15. ყველა სისტემის აპარატზე მომუშავე ფოტოო-პერატორი.

16. საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ტელეფონისტი, რომლებიც მუშაობენ საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურებში, სალაპარაკო პუნქტებში, რომლებიც დასაქმებულნი არიან უშუალოდ საქალაქთაშორისო სალაპარაკო პუნქტების დაკავშირებაზე, ამასთანავე ცნობათა ბიუროებში, საკონტროლო მაგიდებზე და ამ სადგურების შეკვეთების-მაგიდებზე.

17. საქალაქო და ადგილობრივი სატელეფონო კავშირის ტელეფონისტი, რომლებიც ემსახურებიან კომუტატორს, რომელთაც ჰყავთ არანაკლებ 100 აბონენტი, გადამცემი მაგიდა, რომელთაც აქვთ არანაკლებ 20 შემაერთებელი ხაზი, ამასთანავე მომსახურე კომუტატორი, რომლებშიც ჩართულია კავშირის საქალაქთაშორისო არხები იმ პირობით, რომ სადაც კომუტატორში ჩართულია არანაკლებ 100 აბონენტისა.

18. საქალაქო, ადგილობრივი (საწარმოო) სატელეფონო კავშირის ტელეფონისტი, რომელიც ემსახურება სატელეფონო კავშირის საკონტრლო, შემმოწმებელ და ცნობათა მაგიდებს, რომელთაც ჰყავთ არანაკლებ 250 აბონენტი.

19. ქალაქის სატელეფონო ქსელის, საცნობარო სამსახურის ტელეფონისტი, რომელიც მუშაობს ავტომატურ სატელეფონო სადგურებში.

20. საკანალიზაციო, სახაზო ნაგებობების და ქალაქის სატელეფონო კავშირის მოწყობილობების ელექტრომონტიორი, რადიოფიკაციის და სოფლის სატელეფონო კავშირის სააბონენტი მოწყობის ელექტრომონტიორი, კავშირის საქალაქთაშორისო ხაზის ელექტრომონტიორი და დამხმარე მუშა (ტრანსპორტის), რომელიც დასაქმებულია კავშირის სახაზო მეურნებაში ბოძების ანტისეპტიკურ გაჟღინთვაზე.

21. კავშირგაბმულობის საკანალიზაციო, სახაზო და ქალაქის სააბონენტო მოწყობილობისა და ნაგებობის ელექტრომონტიორი, ასევე რადიოფიკაციისა და სოფლის სატელეფონო კავშირის ელექტრომონტიორი და დამხმარე მუშა, უშუალოდ დასაქმებული ჭებსა და კოლექტორებში ტყვიამოსილი მავთულების გადაჭიმვაზე.

22. საავტომობილო ძრავის:

ა) შემკეთებლები;

ბ) რემონტიორები;

გ) მღებავები;

დ) ავტომობილის მძღოლები, მათ შორის სპეციალურ ტვირთამწეებზე.

თავი XXIII

სოფლის მეურნეო