1. მუშაკები, რომლებიც უშუალოდ დასაქმებულები არიან სამუშაოებით, რომელთა შესრულების დროს კონტაქტი აქვთ პესტიციდებთან:
ა) სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების, ასევე დაავადებული მარცვლეულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გამოსაყენებელი პესტიციდების ჩატვირთვა-გადმოტვირთვასა და ტრანსპორტირებასთან;
ბ) მეურნეობის შემნახველ საწყობში ბაზებიდან შხამქიმიკატების მიღება, გატანასა და შენახვასთან;
გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლეულის და თესლის შეწამვლასთან; სარგავი მასალის დამუშავებასთან;
დ) მცენარეების შესხურებასა და შეფრქვევასთან, ნიადაგში პესტიციდების (ფუმიგანტების) შეტანასთან, მცენარეული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფუმიგაციასთან, ვაკუუმ-კამერებში და გემის ტრიუმებში, სატრანსპორტო საშუალებებში მცენარეული პროდუქციის შეწამვლასთან, ცარიელი სათავსოების, სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნებასთან, მოწამლული სატყუარების მომზადებასთან, საბეღლე-სასაწყობე შენობების გაზაციასთან და ნესტიან დამუშავებასთან, სათბურების პესტიციდებით დამუშავებასთან, სარეველების ქიმიურ მარგვლასთან, დეგაზაციასთან;
ე) მცენარეების ავიაშესხურებასა და შეფრქვევაზე (სიგნალისტი, გამწყობი);
ვ) საკარანტინო პუნქტებისა და ლაბორატორიის მიერ პესტიციდებით დამუშავებული საიმპორტო, ტრანზიტული, საექსპორტო ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის დახედვასა და ექსპერტიზაზე.
2. პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებზე მომუშავე რეალიზატორი, მეკუჭნავე და სხვა მომსახურე პერსონალი.
3. მუშაკები, დასაქმებულები პესტიციდების გაუვნებელყოფასა და უტილიზაციის სამუშაოებზე.
4. მცენარეთა დაცვის საშუალებების (პესტიციდების) ხარისხის განსაზღვრასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაში პესტიციდების ნაშთის განსაზღვრაზე მომუშავე საკონტროლო ლაბორატორიების თანამშრომლებ