1. ფხვნილის წარმოებაში მეაპარატე, დასაქმებული ნიკელის სულფატის ხსნარის გაწმენდაზე.
2. მეცხავე.
3. ხარისხის კონტროლიორი.
4. ქიმიური ანალიზების ლაბორანტი.
5. ფხვნილის, პუდრის და მტვრის წარმოების განყოფილებებში დასაქმებული ამწეს მემანქანე.
6. ამწეს მემანქანე, დასაქმებული ალუმინის პუდრის წარმოებაში და ალუმინის შემცველი ფხვნილოვანი წიდის გადამუშავებაზე.
7. გასაცრელი დანადგარის მემანქანე.
8. გამომწველი.
9. მრჩილავი, დასაქმებული ლითონის ფხვნილით, პუდრითა და მტვრით შევსებული ქილებისა და დოლების ჩრჩილვაზე.
10. აქტიური ნიკელის ფხვნილის აღმდგენი მეღუმელე.
11. მდნობელი, დასაქმებული ამრეკლ ღუმლებზე და თუთიის ქაფის გამოხდაზე.
12. ლითონის პუდრის გამპრიალებელი, დასაქმებული ალუმინისა და ბრინჯაოს პუდრის გაპრიალებაზე.
13. მწნეხავი.
14. სინჯის ამღები.
15. ფხვნილის მრეცხავ-მშრობელი.
16. ფხვნილის პუდრისა და მტვრის ჩამტვირთავ-გადმომტვირთავი.
17. ლითონის ფხვნილის დამფქველი.
18. ლითონის ფხნილის, პუდრისა და მტვრის გამცრელი.
19. ანოდის მჭრელი ხერხსა და დაზგაზე.
20. ფხვნილის პუდრისა და მტვრის წარმოების შემკეთებელ-მშენებელი მუშები, დასაქმებულნი სრული სამუშაო დღით მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეკეთებაზე.
21. ფხვნილის პუდრისა და მტვრის წარმოების განყოფილებებში და ძირითად საამქროებში მოწყობილობების შეკეთებაზე დასაქმებული ზეინკალ-შემკეთებლები და მუშები.
22. ფხვნილისა და ფხვნილის ნარევის ამრევი.
23. მცხობელი.
24. მშრალი მეთოდით ლითონ-კერამიკული ნაკეთობის გადამუშავებაზე დასაქმებული ხარატი.
25. საწარმოო შენობის დამლაგებელი.
26. მზა პროდუქციის ჩამწყობ-შემფუთველი.
27. ცინკის ფხვნილის წარმოებაში კარბორუნდის ხელით დამყალიბებელი.
28. მღარავი, რომელიც დასაქმებულია მაგნიუმის და ბრინჯაოს რგოლების დამუშავებით ბურბუშელის მიღებაზე.
29. მოწყობილობების მტვრის მწმენდავი.
30. ლითონების ფხვნილის და ფხვნილის ნარევების დოზირებაზე დასაქმებული კაზმის დამამზადებელი.
31. წყალხსნარების ელექტროლიზის ოპერატორი.
32. ფხვნილის, პუდრის და მტვრის წარმოების ძირითადი განყოფილებების და საამქროების ელექტრომოწყობილობის შეკეთებასა და მომსახურებაზე დასაქმებული ელექტრომონტიორი.
33. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი:
ა) საამქროს (უბნის) ოსტატი;
ბ) მექანიკოსი;
გ) ელექტრიკოსი
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 71. ლითონური ფხვნილების, მტვრის, პუდრის, ნიკელის, სულფატის, ლითონ-კერამიკული ნაკეთობების წარმოება, ფხვნილთა მეტალურგიის მეთოდით
თავი V — ფერადი მეტალურგია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 64. იშვიათი ლოთონების წარმოება
- მუხლი 65. რადიოაქტიური იშვიათმიწოვანი ნედლეულის გადამუშავება ჰიდროქიმიური და ელექტრომეტალურგიული საამქრო
- მუხლი 66. ნახევრადგამტარი მასალების წარმოება (გერმანიუმის და სილიციუმის)
- მუხლი 68. სპილენძის, ნიკელის და სხვა ფერადი ლითონების ელექტროლიზი
- მუხლი 69. ნიკელის ელექტროლიზის საამქრო
- მუხლი 70. გარდამქმნელი და ვერცხლისწყალგარდამქმნელი ქვესადგურები ფერადი ლითონების ელექტროლიზის დროს
- მუხლი 72. ძვირფასი და იშვიათი ლითონების შემცველი ელექტროლიტური და ციანისტური შლამების გადამუშავება (ოქრო-ვერცხლის შენადნობი, პლატინოიდები, სელენი და ტელური)
- მუხლი 73. აფინაჟი, მარილებისა და ლითონკერამიკული კონტაქტების წარმოება და ძვირფასი ლითონების გადამუშავება
- მუხლი 74. აფინაჟის, ელექტროლიზური და ქიმიურ-მეტალურგიული საამქროები
- მუხლი 75. მტვერაირდამჭერი ფერადი, იშვიათი და კეთილშობილი ლითონებისა და ელექტროდების წარმოება
- მუხლი 76. ჰიდრომეტალურგია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 71, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-71/