1. სუფთა ძვირფასი ლითონებისა და მარილების წარმოებაში დასაქმებული მეაპარატე.
2. ჰიდრომეტალურგი-მეაპარატე, დასაქმებული ჩამდინარე წყლებიდან ლითონის ამოღებაზე.
3. ფხვნილის წარმოების მეაპარატე.
4. ნეიტრალიზაციის დანადგარის მეაპარატე, დასაქმებული ჩამდინარე წყლების ნეიტრალიზაციაზე.
5. კატალიზატორის მომამზადებელი მეაპარატე.
6. გამომტუტავის მეაპარატე, დასაქმებული საწარმოო ნარჩენების გამოტუტვაზე.
7. კეთილშობილი ლითონის ნაკეთობების ცხელ მდგომარეობაში ადიდვაზე დასაქმებული მუშა.
8. მწნეხავი.
9. ძვირფასი ლითონების შემცველი ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების მიმღები, დასაქმებული ნედლეულის, ნახევარპროდუქტების და მზა პროდუქციის მიღებაზე.

10.     ძვირფასი ლითონების მჭედელი.
11.     ქიმიურ-მეტალურგიულ წარმოებაში და აფინაჟის საამქროში მუდმივად დასაქმებული ლაბორანტი.
12.     ქიმიური ანალიზების ლაბორანტი, მუდმივად დასაქმებული აფინაჟის საამქროში და ქიმიურ-მეტალურგიულ წარმოებაში.
13.     გასაცრელი დანადგარის მემანქანე, დასაქმებული კაზმის გაცრაზე.
14.     სატუმბი დანადგარის მემანქანე, დასაქმებული მჟავეების გადაქაჩვაზე.
15.     ნაკეთობების, კეთილშობილი ლითონების და მისი შენადნობის მემონტაჟე.
16.     სპეცფეხსაცმლის შემკეთებელი.
17.     შენადნობების და ფერადი ლითონების ნაკეთობების გამომწველი.
18.     მდნობელი, დასაქმებული:
ა) აფინაჟის საამქროებში და ქიმიურ-მეტალურგიულ წარმოებაში მუდმივად კეთილშობილი ლითონების და შენადნობების დნობაზე, მუფელურ ღუმლებსა და ქურებში სინჯის დნობაზე;
ბ) ვერცხლის ფხვნილის დნობაზე.
19.     ცხელი ლითონის მგლინავი, დასაქმებული ძვირფასი ლითონების და მათი შენადნობების ცხლად გლინვაზე.
20.     კონტაქტების გამჟღენთავი.
21.     კილიტისა და სუსალური ლითონის მჭრელი.
22.     ფხვნილების ნარევების მომმზადებელი.
23.     მწრთობელი.
24.     ამომჭმელი, დასაქმებული ძვირფასი ლითონების ამოჭმაზე.
25.     ვერცხლის მარილების და ძვირფასი ლითონების ფხვნილების ჩამწყობ-შემფუთველი.
26.     ვერცხლის მარილების და ძვირფასი ლითონების ფხვნილების მწონავ-დამფასოებელი.
27.     დამყალიბებელი (მომპირკეთებელი).
28.     ცემენტაციაზე დასაქმებული მუშა.
29.     საწარმოო ღუმელების, ქვაბების და აირმილების მწმენდავი.
30.     ლითონის ფხვნილების და ფხვნილების ნარევის ხელით დოზირებაზე დასაქმებული მეკაზმე.
31.     მტვირთავი და მწნეხავი, დასაქმებული:
ა) ძვირფასი ლითონების და მათი შენადნობის კონტაქტების ცხლად ტვიფრაზე;
ბ) ავტომატურ წნეხზე და ლითონკერამიკული კონტაქტების დაწნეხვაზე.
32. წყალხსნარების მეელექტროლიზე, დასაქმებული ლითონების, მძიმე შენადნობების და ნახევარფაბრიკატების გახსნაზე