„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№200
სარეგისტრაციო კოდი
170.010.000.22.027.010.567
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 11/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.010.000.22.027.010.567

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №200

2007 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

,,უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის     2007 წლის 16 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 მაისის №134 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №68, მუხ. 758) დამტკიცებულ უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების პირველი თავის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების სპეციალური ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1);

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას ახდენს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველო.“.

გ) მეორე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი II

ლეგალიზაციის წესი და პირობები

9. დოკუმენტის ლეგალიზაცია რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:

ა) სალეგალიზაციო დოკუმენტის წარმომდგენი პირის ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

ბ) დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ შევსებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

გ) დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები;

დ) სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის სახელი, გვარი;

ე) ლეგალიზაციის რიგითი ნომერი და თარიღი;

ვ) ლეგალიზაციის მთხოვნელი პირის ხელმოწერა;

ზ) ლეგალიზებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო;

თ) გრაფა ,,შენიშვნებისათვის“.

10. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

11. სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველო ახდენს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი და საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციას, რომლის დროსაც დოკუმენტზე სრულდება დადგენილი ფორმის სალეგალიზაციო წარწერა და დაესმება ბეჭედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დამადასტურებელი წარწერის შტამპისა და გერბიანი, ორენოვანი ბეჭდის ნიმუშის მიხედვით.

12. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ან უფროსი სპეციალისტი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით. ჩანაწერის გაკეთებისას, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს სარეგისტრაციო ჟურნალის გრაფაში ,,შენიშვნებისათვის“ და დაესვას შესწორების შემტანი პირის ხელმოწერა და თარიღი.

13. სალეგალიზაციო შტამპი, ბეჭედი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება III სამმართველოს უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).

14. სალეგალიზაციო შტამპის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება III სამმართველოს უფროსს.

15. ლეგალიზაციას ექვემდებარება საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.

16. სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველო ლეგალიზაციის პროცესში ხელმძღვანელობს ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს ნოტარიუსთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში მოცემული ნოტარიუსთა ხელმოწერებისა და გერბიანი ბეჭდების ნიმუშებით.

17. ლეგალიზაციას არ საჭიროებენ დსთ-ი ს ქვეყნებში წარსადგენი დოკუმენტები, მინსკის 1993 წლის კონვენციის შესაბამისად.

18. თუ ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს გაუჩნდა ეჭვი, რომ სალეგალიზაციოდ წარდგენილი დოკუმენტი ყალბია ან შესრულებულია დადგენილი წესების დარღვევით ან არაუფლებამოსილი ნოტარიუსის მიერ, მაშინ იგი არ ახდენს დოკუმენტების ლეგალიზაციას და იღებს შესაბამის ზომებს აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობის დასადგენად.

19. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება დოკუმენტის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 15 ივლისიდან.

გ. ქავთარაძე

             დანართი №1

დამტკიცებულია საქართველოს

იუსტიციის მინისტრის 2007 წ.

„ __ “ --------------- № ------ ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტს

                                                                                

მოქალაქის ________________________

 

 

განცხადება

 

I. ინფორმაცია განმცხადებლ ის შესახებ:

 

ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი ____________________________________________

                                                                  სახელი, გვარი

 

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

 

   _________________________________________________________________________________

 

II. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

III. სალეგალიზაციო დოკუმენტი (დოკუმენტები), მისი რაოდენობა და რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):

 

1) ___________________________________________________________

 

2) ___________________________________________________________

 

3) ___________________________________________________________

 

4) ___________________________________________________________

 

5) ___________________________________________________________

 

6) ___________________________________________________________

 

7) ___________________________________________________________

 

8) ___________________________________________________________

 

9) ___________________________________________________________

 

10) ___________________________________________________________

 

IV. ლეგალიზებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო:

 

________________________________________________________

 

V. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

 

___________________________ ლარი

 

 

განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა    დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა

______________________________________  ____________________________________

         შემოტანის თარიღი                                                        (სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის

                                                                                                       III სამმართველოს უფლებამოსილი პირი)

_________________________________________

                   (რიცხვი/თვე/წელი) 

                                                                              _____________________________

                                                                                         (გაცემის თარიღი)

 

 აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის     აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის    

                  მიმღები პირი                                                                     გამცემი პირი                           

--------------------------------------------------    ------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                                (სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის

                                                                                                       IIIსამმართველოს უფლებამოსილი პირის                                                                                                                           სახელი, გვარი, ხელმოწერა)

----------------------------------------------------   -----------------------------------------------------

        (რიცხვი/თვე/წელი)                                                (რიცხვი/თვე/წელი)