„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
170.010.000.22.027.011.696
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 03/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.010.000.22.027.011.696

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №91

2008 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 16 მაისის №134 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №68, მუხ.758) დამტკიცებულ „უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. „უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ“ დებულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

დამტკიცებულია საქართველოს

იუსტიციის მინისტრის 2008 წ. „––– “

––––––––––– № ––– ბრძანებით

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტს

მოქალაქის –––––––––––––

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

I. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:

 

ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                              სახელი, გვარი

 

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

II. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

III. სალეგალიზაციო დოკუმენტი (დოკუმენტები, მისი რაოდენობა და რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):

 

1) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

IV. ლეგალიზებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

V. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––– ლარი

 

განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა  დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა   

––––––––––––––––––––––––––––––                     ––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                  (საერთაშორისო კერძო სამართლის                                                                                                                 დეპარტამენტის ლეგალიზაციისა და

                                                                                                     აპოსტილის სამმართველოს უფლებამოსილი                              პირი)

             შემოტანის თარიღი                

_________________________________________

          (რიცხვი/თვე/წელი)                                          _____________________________

                                                                                          (გაცემის თარიღი)

 

 ლეგალიზებული დოკუმენტის                                     ლეგალიზებული დოკუმენტის   

                  მიმღები პირი                                                              გამცემი პირი          

--------------------------------------------------    ------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                     (სამოქალაქო კერძო სამართლის დეპარტამენტის

                                                                                               ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს                                                                                                               უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

----------------------------------------------------   -----------------------------------------------------

        (რიცხვი/თვე/წელი)                                                 (რიცხვი/თვე/წელი)

 

2. მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო.

7. საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტებს ლეგალიზაციისათვის ამზადებს ნოტარიუსი, რომელიც ხელმძღვანელობს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.“.

3. მე-11–მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო ახდენს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით შედგენილი და საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციას, რომლის დროსაც დოკუმენტზე სრულდება დადგენილი ფორმის სალეგალიზაციო წარწერა და დაესმება ბეჭედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დამადასტურებელი წარწერის შტამპისა და გერბიანი, ორენოვანი ბეჭდის ნიმუშის მიხედვით.

12. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს მრჩეველი და საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის სპეციალისტი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით. ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს სარეგისტრაციო ჟურნალის გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დაესვას შესწორების შემტანი პირის ხელმოწერა და თარიღი.

13. სალეგალიზაციო შტამპი, ბეჭედი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).

14. სალეგალიზაციო შტამპის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს უფროსს.“.

4. მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველოს ლეგალიზაციის პროცესში ხელმძღვანელობს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საქართველოს ნოტარიუსთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში მოცემული ნოტარიუსთა ხელმოწერებისა და გერბიანი ბეჭდების ნიმუშებით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია