1. ინსტიტუტის მიზანია:
ა) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა.
ბ) ქვეყნის სეისმური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
გ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილურობის წახალისება;
დ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ე) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.
2. ამ მიზნების განსახორციელებლად ინსტიტუტი:
ა) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას;
ბ) ხელს უწყობს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას:
გ) სწავლობს მსოფლიო მოწინავე მეცნიერულ მიღწევებსა და ტექნოლოგიებს, მათი ანალიზის საფუძველზე ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ხელს უწყობს მათ გავრცელებას.
3. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.
თავი II
ინსტიტუტის მართვ