კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით სპეციალური ჯგუფების შექმნის, უფლებამოსილების განსაზღვრის, მუშაობის წესისა და ანაზღაურების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.09.2007 ბოლო ცვლილება 12.10.2007
ნომერი
№5/2007
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.010.817
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 11/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.010.817

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №5/2007

2007 წ ე ლი 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადა�მოწ�მების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარე�გისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით სპეციალური ჯგუფების შექმნის,� უფლებამოსილების განსაზღვრის, მუშაობის წესისა და ანაზღაურების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირ�ვე�ლი პუნქტის ,,ყ� ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 37-ე მუხლისა და 1294 მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1�

1. ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების მიზნით, თავმჯდომარისა და სხვა წევრებისგან შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომელთა უფლებამოსილება იწყება პირველი შეკრებისთანავე და განისაზღვრება 20 კალენდარული დღის ვადით.

2. სპეციალური ჯგუფი მუშაობს კვირაში ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის ჩათვლით), ხოლო დასვენების დღედ განესაზღვროს ორშაბათი.

3. სპეციალურ ჯგუფს აქვს საკუთარი ბეჭედი, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.

4. სპეციალურმა ჯგუფებმა კარდაკარ შემოვლის პრინციპით მოახდინონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადა�მოწ�მება/შესწორება, დამატება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარე�გისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღება.

მუხლი 2

1. სპეციალური ჯგუფების წევრთა არჩევა განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანო�ნის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხოლო დანიშვნა ხდება ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ.

2. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით ცნობად იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ სპეციალურ ჯგუფებში წევრთა დანიშვნას.

3. საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით� გათვალისწინებული სუბიექტები გადაწყვეტილებას სპეციალური ჯგუფების წევრთა დანიშვნის შესახებ, ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს 2007 წლის 24 სექტემბრისა.

4. თუ საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა სპეციალური ჯგუფის წევრი (წევრები), იგი დაკარგავს წევრის (წევრების) დანიშვნის უფლებას.

5. შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, არა უგვიანეს 2007 წლის 29 სექტემბრისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, სპეციალური ჯგუფების წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთაგან, სპეციალური ჯგუფების წევრთა შემადგენლობის:

� 9-მდე შევსებისა, თუ არსებული მონაცემებით სპეციალური ჯგუფის სამოქმედო ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 1000-ზე მეტია;

� 6-მდე შევსებისა, თუ არსებული მონაცემებით სპეციალური ჯგუფის სამოქმედო ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია.�

მუხლი 3

1. ცესკო არა უგვიანეს 2007 წლის 15 სექტემბრისა განკარგულებით აცხადებს სპეციალური ჯგუფების წევრთა შესარჩევ კონკურსს.

2. სპეციალური ჯგუფის 3 წევრის არჩევა, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ განახორციელოს �სპეციალური ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსის დებულების� შესაბამისად, რომელსაც არა უგვიანეს 2007 წლის 14 სექტემბრისა განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.

3. სპეციალური ჯგუფი, ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების შევსებულ ფორმას, გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ � ცესკოს.

4. სპეციალური ჯგუფი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შესრულებულ სამუ�შა�ოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ეტაპობრივად: სამუშაოს პირველ ნაწილს უფლებამოსილების ცნობიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა და სამუშაოს დასრულებისას.

მუხლი 4.

1. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სპეციალური ჯგუფების პირველი სხდომის მოწვევის შესახებ გამოსცემს განკარგულებას არა უგვიანეს 2007 წლის 5 ოქტომბრისა.

2. შესაბამისი სპეციალური ჯგუფი, პირველი შეკრებისთანავე, თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, ირჩევს სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარეს, რასაც აფორმებს სხდომის ოქმით. სხდომის ოქმს ხელს აწერს სპეციალური ჯგუფის წევრები. თავმჯდომარის დასახელების უფლება აქვს სპეციალური ჯგუფის 2 წევრს. ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება მხოლოდ 2-ჯერ.

3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, განკარგულებით ცნობად იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევას.

4. სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია აწარმოოს და წარუდგინოს�� შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სპეციალური ჯგუფების წევრთა უფლებამოსილების პერიოდში მათი სამსახურში დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ტაბელი), რომელსაც თავად აწერს ხელს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - 5 დღის ვადაში გადასცეს ცესკოს.

მუხლი 5. ცესკომ არა უგვიანეს 2007 წლის 14 სექტემბრისა განკარგულებით დაამტკიცოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების/შესწორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი პირების სიიდან ამოღების მიზნით, შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ შემოვლის პრინციპით ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების ფორმა და სპეციალური ჯგუფის ბეჭდის სახე.

მუხლი 6. სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარისა და სხვა წევრთა ანაზრაურების პირობები განისაზღვრება დანართის შესაბამისად.

მუხლი 7. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი� ა. ღონღაძე

კომისიის მდივანი� გ. მჭედლიძე

 

დანართი

 

 

����������������������� სპეციალური ჯგუფის წევრთა შრომის ანაზღაურება (20 დღე)

 

დარიცხული

ხელზე ასაღები

თავმჯდომარე

90.00

79.20

წევრი

80.00

70.40