1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.

2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ინსტიტუტი როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივნისის № 230 ბრძანებულებით.

4. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

5. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებ