1. ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მინერალური რესურსული ბაზის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით. სამთო-გეოლოგიური დარგების პრიორიტეტების დადგენა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა ახალი ტექნოლოგიების შექმნა და გარედან მოზიდვა, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნის თუ არსებულთა ტექნიკური განახლების, აგრეთვე სხვა სანოვაციო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება).

2. სამეცნიერო კვლევებთან ერთად ინსტიტუტის მიზნებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო კადრების მომზადებაში მონაწილეობა;

ბ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილურობის წახალისება.

3. ინსტიტუტის მიზნების მისაღწევად მის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის კომპლექსური შესწავლა და მისი რაციონალური გამოყენებისათვის რეკომენდაციების მომზადება;

ბ) გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების მომხდენი დინამიკური პროცესების შესწავლა და მათი შესაძლო პროგნოზირების კვლევა;

გ) სასარგებლო ნამარხთა საბადოების (ენერგეტიკული, ლითონური და არალითონური ნედლეუ-ლის) ფორმირებისა და სივრცობრივი განაწილების კანონზომიერების კვლევა, მათი პროგნოზირება;

დ) მყარი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისა და გადამუშავების ახალი, უნარჩენო, კომპლექსური, ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების შემუშავება და არსებულის სრულყოფა;

ე) მინერალური ნედლეულიდან ახალი სახის გამიზნული თვისებების მქონე პროდუქციის მიღების მეთოდების დამუშავება და ამ პროდუქციის გამოყენების სფეროების განსაზღვრა;

ვ) სამთო მრეწველობის ნარჩენების უტილიზაციისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება-გაუმჯობესება;

ზ) გეოლოგიური სამუშაოების ეკონომიკური ეფექტურობის კრიტერიუმების შემუშავება;

თ) მინერალური ნედლეულის ეკონომიკური შეფასება და მარკეტინგული კვლევები.

4. ინსტიტუტის საქმიანობის საგანია:

ა) მინერალურ ნედლეულთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება;

ბ) გეოლოგიური, ტექნოლოგიური და ანალიტიკური კვლევების წარმოება;

გ) მინერალური ნედლეულის ეკონომიკური კვლევების წარმოება;

დ) მინერალურ ნედლეულთან დაკავშირებული საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;

ე) სხვა სახის საქმიანობის წარმოება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

5. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.

თავი II. ინსტიტუტის მართ