,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
300.350.000.22.025.011.117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 162, 19/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 300.350.000.22.025.011.117

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №98

2007 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2007 წ., №145, მუხლი 1634) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) საბიუჯეტო-საფინანსო სამმართველო;

ა.ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;

ა.გ) სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის ორი მოადგილე:

ა) საბიუჯეტო-საფინანსო სამმართველო:

ა.ა) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მის ბაზაზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ა.ბ) ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შედგენა და ანალიზი;

ა.გ) ბიუჯეტის შესრულების დაგეგმვა და მისი შესრულების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდული ინფორმაციის მომზადება;

ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;

ა.ე) სამინისტროს ფინანსური მდგომარეობის და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და პერიოდულად რეკომენდაციების მომზადება;

ა.ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მათი ურთიერთობის მონიტორინგი.

ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო:

ბ.ა) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება და ანალიზი;

ბ.ბ) სახელმწიფო ხაზინის სამსახურთან ურთიერთობა და საბიუჯეტო სახსრების მოძრაობისა და დაფინანსების ოპერატიული აღრიცხვა;

ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების) კვარტალური და წლიური ნაერთი ბალანსების შედგენა.

გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო:

გ.ა) თავისი კომტენციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

გ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

გ.გ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში მონაწილეობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ.დ) საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის კანონმდგებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;

გ.ე) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენასა და სახელმწიფო შესყიდვების საშუალებების შერჩევაში მონაწილეობა;

გ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ.ზ) გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

გ.თ) შენობა-ნაგებობების მოვლის, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო მონაცემების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

გ.ი) ენერგეტიკული დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი.“.

3. მე-10 მუხლის ,,ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ვ.“ სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების იურიდიული სამსახურის მუშაობის კოორდინირება;“.

4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამინისტროს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი ქმედებების კანონიერების დაცვის კონტროლი;

ბ) სამინინისტროს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;“;

,,დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;

ე) სამინისტროს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.11.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
„,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““ მიღებულია 16.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №98. სარეგისტრაციო კოდი — 300.350.000.22.025.011.117.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ““, №98, 16.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.22.025.011.117 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74212/