,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 9 ივნისის №11 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.11.2004 ძალადაკარგული 04.04.2005
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
300280010.22.025.006825
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 131, 15/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.22.025.006.825

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №32

2004 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 9 ივნისის №11 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

 ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 სექტემბრის №81 დადგენილების თანახმად:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 9 ივნისის №11 ბრძანება ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 513).

2. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანდართული დებულება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. სამინისტროს სტრუქტურა

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურაში შედიან შემდეგი დეპარტამენტები:

ა) ენერგეტიკის დეპარტამენტი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტი;

დ) ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტემენტი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტი;

ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურაში შედიან მრჩევლები, რომლებიც სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ენერგეტიკის მინისტრის მიერ დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

3. წინამდებარე დებულება აწესრიგებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ენერგეტიკის სამინისტროს დებულების, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებების, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებსა და სამმართველოებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაშე.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს ენერგეტიკის მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს დეპარტამენტებს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს უფროსის მოადგილე ან სამმართველოს უფროსი.

5. დეპარატმენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) აბარებს მინისტრს დეპარატმენტის მუშაობის ანგარიშს;

ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების პრემიის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგოლობს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

    მუხლი 4. დეპარატამენტების სტრუქტურა

სამინისტროს დეპარტამენტების სტრუქტურაში შედიან შემდეგი სამმართველოები:

ა) ენერგეტიკის დეპარტამენტი:

ა.ა) სტრატეგიული განვითარების სამმართველო;

ა.ბ) განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სამმართველო;

ა.გ) მონიტორინგის სამმართველო;

ბ) იურიდიული დეპარატამენტი:

ბ.ა) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

დ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

დ.ბ) კანცელარია;

დ.გ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო.

    მუხლი 5. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მუშაობის ანგარიშს;

ვ) დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე ახორციელებს დაკისრებულ ფუნქციებს.

თავი II

დეპარტამენტების ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 6. ენერგეტიკის დეპარტამენტი

1. ენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:

ა) სტრატეგიული განვითარების სამმართველო:

ა.ა) ელექტროენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ა.ბ) ელექტროენერგეტიკის დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკაში პრიორიტეტული დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ა.დ) ელექტროენერგეტიკის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტული პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისთვის ხელის შეწყობა;

ა.ე) ელექტროენერგეტიკული დარგის რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება;

ა.ვ) ენერგოდაზოგვის პერიოდული პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ზ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დაპროექტების ფარგლებში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვის განხორციელება, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის; ელექტრენერგიითა და სათბობით სარგებლობის უმთავრესი პრინციპების განსაზღვრა;

ა.თ) ელექტროენერგეტიკულ სექტორში სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხთა შესწავლა-გადაწყვეტის კოორდინაცია;

ბ) მონიტორინგის სამმართველო:

ბ.ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სექტორში გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გეგმაზომიერი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საპროექტო-საკონს ტ რუქტორო პირობების შემუშავება და განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ.გ) ელექტროენერგეტიკულ პრობლემებთან დაკავშირებული საძიებო, საპროექტო, სამშენებლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაცია;

გ) განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სამმართველო:

გ.ა) ელექტროენერგეტიკის დარგში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და მისი განვითარების ხელშეწყობა;

გ.ბ) განახლებადი ენერგიის წყაროების (მზის, ქარის, ბიომასა და სხვა) ძიების გეგმის შემუშავება და მისი მონიტორინგი.

    მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტი

1. საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოში არსებული და მომავალში დაგეგმილი სატრანზიტო ენერგოდერეფნის პროექტების ქვეყნის საერთო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი;

ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში სატრანზიტო და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობათა ხელშეწყობა;

გ) საქართველოში არსებული და მომავალში დაგეგმილი სატრანზიტო ენერგოდერეფნების პროექტებში საფინანსო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

დ) საქართველოში არსებული მაგისტრალური სატრანსპორტო და სატრანზიტო მილსადენებისა და მათთან არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ანალიზი.

2. საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ახორციელებს ენერგეტიკის სექტორში ლიცენზიატებსა და უცხო ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და აღნიშნულ სექტორში სატრანზიტო და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობათა ხელშეწყობას.

    მუხლი 8. მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტი

1. მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის სექტორში სახელმწიფოს უპირატესი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პროცესებში მონაწილეობა;

გ) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოპოვების მომცველ საკითხთა გადაწყვეტის კოორდინაცია;

დ) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის კომპანიების პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილების მიღება;

ე) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის სექტორში დამტკიცებულ გეგმებსა და პროექტებში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვანახშირის მოძიების, ბალანსის დადგენის, მოპოვების, მათი რაციონალური და ხანგრძლივი გამოყენების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება;

ზ) დარგის საწარმოო და სამეურნეო პოტენციალის ეფექტური გამოყენების, არსებული სიმძლავრეების მაქსიმალური ამოქმედების, წარმოებაში მოწინავე ტექნიკისა და პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე ნახშირის მრეწველობის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური, საპროექტო და საინვესტიციო პოლიტიკის გასატარებლად წინადადებების შემუშავება;

თ) ენერგეტიკულ ბალანსში ქვანახშირის მოპოვების გადიდების და ამ გზით ექსპორტ-იმპორტის ბალანსში დეფიციტის შემცირების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადება;

ი) ქვეყანაში ქვანახშირის მოპოვების ინდიკატური გეგმების შემუშავებისთვის რეკომენდაციული წინადადებების მომზადება.

2. მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მომპოვებელ ორგანიზაციებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას.

    მუხლი 9. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყობა;

ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

გ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება;

დ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენის უზრუნველყოფა.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი სამმართველოები და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ა.ბ) სამინისტროში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;

ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ა.დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ა.ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) კანცელარია:

ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზაცია;

ბ.ბ) სამინისტროს მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო:

გ.ა) ენერგეტიკული სექტორის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;

გ.ბ) სამინისტროს ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდაკომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდაკომპიუტერულ ქსელში განთავსება;

 გ.გ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;

დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამეურნეო საკითხებში:

დ.ა) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზუნველყოფა;

დ.ბ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საკადრო საკითხებში:

ე.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანების მომზადება;

ე.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;

ე.გ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკვებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

ე.დ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.

    მუხლი 10. ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტამენტი

1. ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის სექტორში რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების და შესაბამისად საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სექტორში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სექტორში განსახორციელებელი სახელმწიფო და სხვა შესყიდვების მონიტორინგი.

2. ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახორციელებს:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სექტორში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებასა და დადებული ხელშეკრულებების ფინანსურ მონიტორინგს.

    მუხლი 11. ეკონომიკური დეპარტამენტი

1. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკულ სექტორში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზაცია; სამინისტროს სისტემაში ძირითადი მიმართულებების მიხედვით საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) ფინანსური და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა და ანალიზი; დაფინანსების ხარჯთანუსხის შედგენა, საგადასახადო, საბიუჯეტო და ფინანსური პოლიტიკის საკითხზე წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

გ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

დ) ენერგეტიკაში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და ინდიკატური გეგმის საპროგნოზო მონაცემების შემუშავება;

ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, მათი ექსპლუატაციის ხარჯებისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო პარამეტრების შედგენა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკაში პრიორიტეტული დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხებზე პერიოდული (წლიური, კვარტალური) ინფორმაციის მომზადება.

2. ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და ინდიკატური გეგმის საპროგნოზო მონაცემების შემუშავებას, სექტორის მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზს, სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებასა და დასკვნების მომზადებას.

    მუხლი 12. იურიდიული დეპარტამენტი

1. იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:

ა) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა) ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;

ა.ბ) საქართველოს პარლამენტთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია;

ა.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინირება;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ბ.ა) ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების პროექტის მომზადება-ექსპერტიზა და დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;

ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო ინვესტორებთან სამართლებრივი თანამშრომლობა;

ბ.გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია;

ბ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.